კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ყავის ნიღბები – ზაფხულის საუკეთესო კოსმეტიკა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ყავა შეიცავს კოფეინს, გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, ჭარბ სითხეს გამოდევნის ქსოვილებიდან და ამასთან, ძალიან სასარგებლოა მეხსიერებისთვის, ამიტომაც არის ის ბევრი ადამიანისთვის ენერგეტიკული სასმელი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მას უნიკალური კოსმეტიკური თვისებებიც ახასიათებს. ყავას ხშირად იყენებენ კოსმეტიკური კრემების შემადგენლობაში.
ყავის ნიღაბი ნაზი კანისთვის: 1 სუფრის კოვზი ყავის ნალექი, 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი და 1 სუფრის კოვზი თაფლი კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე. მოერიდეთ თვალის კონტურს. გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ კი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ყავის ნიღაბი თვალის უპეების შესიების გასაქრობად: 1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი, 1 ჩაის კოვზი არაჟანი და 1 ცალი ლიმონი აურიეთ. მომზადებული ნიღაბი 30 წუთის განმავლობაში, შედგით მაცივარში. შემდეგ, წაისვით თვალის კონტურზე, გაიჩერეთ 10 წუთი და ბოლოს, ბამბით მოიშორეთ.
დაღლილობის მოსახსნელი ყავის ლიფტინგ-ნიღაბი სახისა და ყელისთვის: 1 კვერხის ცილა ათქვიფეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ყავის ნალექი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. ნიღაბი დაიდეთ სახესა და ყელზე. 10 წუთის შემდეგ კი, ჩამოიბანეთ.
კვერცხის ცილასა და კოფეინს ერთდროულად, კარგი ლიფტინგ-ეფექტი აქვს.
ტანის მატონიზებელი ყავის სკრაბი: 1 სუფრის კოვზი ყავის ნალექი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი აურიეთ და მასაჟით წაისვით სხეულზე ქვევიდან ზევით, შემდეგ დაიბანეთ. ეს სკრაბი წაისვით კვირაში 1-2-ჯერ. ზეითუნის ზეთისა და თაფლის დამატენიანებელი თვისებები, ყავის ნალექის ექსფოლიაციურ მოქმედებასთან ერთად ასუფთავებს ფორებს, კანს ანიჭებს ტონუსს.
ყავის ანტიცელულიტური ბალზამი: 1 სუფრის კოვზი ყავის ნალექი და 1 სუფრის კოვზი ავოკადოს ზეთი ჩაასხით ჯამში. შემდეგ  დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თხევადი საპონი.  აურიეთ და ცელულიტური ზონები კარგად დაიზილეთ:
ყავის ნიღაბი მუქი თმის ბზინვარებისთვის: დაბანის შემდეგ, სველ თმაზე წაისვით 2 სუფრის კოვზი ყავის ნალექი და კარგად შეიზილეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის რეგულარული გაკეთება ბზინვარებას მიანიჭებს თმის ბუნებრივ ფერს. შეგიძლიათ, გამოიყენოთ წაბლისფერიდან, შავ ფერამდე ყველა ტონის თმაზე.
მუქი ფერის თმის ბზინვარებისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე, ლამაზი წაბლისფერის მისაღებად შემდეგი ნაყენი მოამზადეთ: 2 სადილის კოვზ ყავას დაასხით გვირილის გაგრილებული ნაყენი.  დიდხანს ურიეთ, რომ ყავა კარგად გაიხსნას. შემდეგ გადაწურეთ. დაიბანეთ თავი შამპუნით და დაბანილ სველ თმაზე ყავის ნაყენი გადაივლეთ.
ცელულიტის საწინააღმდეგო ყავის სკრაბი: ყავას ცხიმის დაშლა და კანის გამკვრივება შეუძლია. სკრაბის მოსამზადებლად ნახევარი კილოგრამი ზღვის მარილი და ყავის ნალექი დაგჭირდებათ.  ყავა, უშაქრო უნდა იყოს. წამოადუღეთ 2 ჩაის კოვზი ყავა ერთ ჭიქა წყალთან ერთად, გრილი შეურიეთ მარილში და წაისვით პრობლემურ ადგილებზე. გაიკეთეთ მასაჟი და 5 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა კანის გაუხეშებულ, მკვდარ უჯრედებსაც მოგაცილებთ.
სახის ნიღაბი: ყავის ნიღაბი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სახეს სასიამოვნო ფერსაც ანიჭებს. ნიღაბის დასამზადებლად ერთმანეთში გადაურიეთ 2 სუფრის კოვზი ყავის ნალექი და 2 ჩაის კოვზი გატარებული ნოგოზი. წაისვით დაბანილ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემდეგ,  გადაივლეთ ცივი.
ნიღაბი მშრალი კანისთვის: 2 სუფრის კოვზ ყავის ნალექს, შეურიეთ 2 ჩაის კოვზი შვრია, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი ან 1 სუფრის კოვზი იოგურტი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.
ნიღაბი მობერებული კანისთვის: 1 ჩაის კოვზ თაფლს, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი და 1 უმი კვერცხი. კარგად აურიეთ და წაისვით სახესა და კისერზე. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი: 1 სუფრის კოვზ ჭვავის ფქვილს, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ყავა. შემდეგ აურიეთ 1 კვერცხის გული და წაისვით მთლიან სახეზე. 15 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გამწმენდი ნიღაბი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის: 1 სუფრის კოვზ ყავას, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი გახეხილი ვაშლი. წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.скачать dle 11.3