კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 როგორ გავივარჯიშოთ მეხსიერება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

• აზროვნების განვითარებისთვის საჭიროა, მუდამ დაკავებული იყოთ  და სულ ფიქრობდეთ. ტვინი, რომელიც არ ფიქრობს და პრობლემების გადაჭრაზე არ მუშაობს, დუნდება, ნაკლებად ფუნქციონალური ხდება. ნუ დაუშვებთ ამას. შეავსეთ კროსვორდები, იკითხეთ, იმეცადინეთ მათემატიკაში და აზროვნება სხარტი გახდება. დაინტერესდით ჭადრაკით. ყოველდღე გამოყავით გარკვეული დრო და ავარჯიშეთ ტვინი და მახსოვრობა. სხვას თუ ვერაფერს მოიფიქრებთ კროსვორდები მაინც ავსეთ;
• იყავით კონცენტრირებული. როდესაც მეცადინეობთ ან რამეს აკეთებთ, იფიქრეთ მხოლოდ მასზე და ეს აქციეთ ჩვევად. თუ წერთ, კითხულობთ ან იმახსოვრებთ რამეს, იფიქრეთ კონკრეტულზე, არ მოუსმინოთ მუსიკას, არ ჭამოთ, არ დალიოთ, არ იმესიჯოთ და ასე შემდეგ. ყურადღების განაწილება სხვადასხვა საქმეზე მავნე ჩვევაა და მისგან გათავისუფლება წინ გადადგმული ნაბიჯია;
• ისწავლეთ ლექსები. ეს დროში გამოცდილი მეთოდია, ტყუილად არ ითხოვდნენ მრავალრიცხოვანი ლექსების დასწავლას სკოლებში, დაწყებითი კლასიდან მოყოლებული დამამთავრებლის ჩათვლით;
• უმჯობესია, ის ლექსები ისწავლოთ, რომლებიც თავადაც ძალიან მოგწონთ და არა ვინმეს რჩეული. ამავე მიზნით გამოგადგებათ, თუნდაც, საყვარელი სიმღერის ტექსტებიც.  „გამეორება ცოდნის დედაა“, მაგრამ არ არის აუცილებელი ნასწავლი ლექსი დღეში10-ჯერ გაიმეოროთ, საკმარისია 10 დღის განმავლობაში ერთჯერადი გამეორება;
• ხშირად გაიხსენეთ, რა პერსპექტივები გადაიშლება თქვენ წინაშე მეხსიერების გავარჯიშების შემდგომ და ეს ვარჯიშის პროცესზე საკმაოდ პოზიტიურად ისახება;
• თავისუფალი დრო დაუთმეთ გონებაში ნაკლებად რთული არითმეტიკული ამოცანების ამოხსნას და თანდათან გაართულეთ ისინი;
• მუდამ აკეთეთ ვიზუალიზაციები: დაჯექით, წინ დაიდეთ რამე ნივთი, იქნება ეს მობილური თუ სხვა, თუმცა, მობილური პირველ ეტაბზე რთული იქნება. უმჯობესია, დაიწყოთ მარტივიდან – მაგალითად, ასანთის კოლოფი. უყურეთ 10 წუთის განმავლობაში. დაიმახსოვრეთ ზომა, ფორმა, თითო დეტალი, ნახატი, ფერები. როგორც კი ჩათვლით, რომ მორჩით, გადადეთ კოლოფი ან არჩეული ნივთი გვერდზე და დახუჭეთ თვალები, წარმოიდგინეთ დეტალებში. ზუსტად ისეთი, როგორსაც ხედავდით 10 წუთის განმავლობაში. რთულია? კი. თქვენ ეს თავიდან გაგიჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ უმარტივესია. სცადეთ ბევრჯერ, სანამ გონებაში დეტალურად არ შეძლებთ მის წარმოდგენას მიზერულ წვრილმანამდე. როგორც კი ამას მოახერხებთ, დაჯექით და დახატეთ;  
• ყოველდღიურად, დღის ბოლოს, აღიდგინეთ განვლილი დღე და მოვლენები;
• ტვინი უკეთ იმახსოვრებს ხმამაღლა ნათქვამს, ამიტომ შეეცადეთ, ინფორმაცია, რომლის დამახსოვრებასაც ცდილობთ, ზოგჯერ ხმამაღლა აუხსნათ სხვებს;
• სეირნობისას ეცადეთ, დათვალოთ ირგვლივ მფრინავი ფრინველები, სახლებისა და კორპუსების რაოდენობა, რომელთა გვერდით გავლაც გიწევთ;
• დილით და ძილის წინ შეასრულეთ ამგვარი მარტივი სავარჯიშოები: დაითვალეთ 1-და100-მდე და პირიქით, გაიხსენეთ ანბანი. ერთთვიანი ამგვარი ვარჯიშით თავადაც შეატყობთ, რომ დეტალების შემცველი ინფორმაციის დამახსოვრება გაცილებით გაგიადვილდებათ;
• მეხსიერების საუკეთესო მწვრთნელი ციფრებია. დაიწყეთ ახლობლების ავტომობილისა და ტელეფონების ნომრების დამახსოვრებით და შეეცადეთ, დღეში რამდენჯერმე წარმოსახვით დაურეკოთ მათ;
• გირჩევთ, მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას და გააკეთეთ ვარჯიშები: შეეცადეთ დახუჭოთ თვალები და იყოთ კონცენტრირებული. გაარჩიეთ ხმები და აღიქვით ცალ-ცალკე თითოეული ინსტრუმენტი. მოუსმინეთ რამდენიმეჯერ და სცადეთ, გონებაში დაატრიალოთ იგივე. იმეორეთ ბევრჯერ. ნახავთ, რომ ამისგან განსაკუთრებულ სიამოვნებას მიიღებთ, რადიკალურად სხვა შეგრძნებები დაგეუფლებათ, სხვადასხვა ხმას და ბგერას დააფიქსირებთ. ეს კი, დროთა განმავლობაში, თქვენს აღქმასა და გემოვნებაზე იქონიებს ზეგავლენას. დაუკვირდით წვიმის, სხვადასხვა ნივთების მოძრაობისა და გადაადგილებისას გამოცემულ ხმებს. არიან ადამიანები, რომლებიც სამსახურში თანამშროლებს ფეხის ხმით ცნობენ და იციან, თუ რომელი უახლოვდება მათ კაბინეტსა თუ სამუშაო მაგიდას. ეს სავსებით რეალურია თქვენთვისაც;
• ყველა ტიპის მეხსიერებას ასე გაავარჯიშებთ: დაისწავლეთ ნებისმიერი ტექსტი, რომელსაც წინასწარ გადაწერთ და ხმამაღლა წაიკითხავთ, დღეში 15-20 წინადადების დამახსოვრებით თქვენ არა მხოლოდ მეხსიერებას გაივარჯიშებთ, არამედ ლექსიკურ მარაგსაც გაიზრდით;
• მეხსიერების გავარჯიშების საუკეთესო მეთოდია ასოციაციები. ახალი ტექსტის შესწავლის შემდგომ ის სურათის სახით უნდა წარმოიდგინოთ. ეს მიღებულ ინფორმაციას დიდი ხნით შეინახავს თქვენს მეხსიერებაში;
• სატელევიზიო გადაცემების დიდი ხნით ყურება ამუხრუჭებს ტვინის მუშაობას და მას ერთგვარად აზარმაცებს. აქტიური აზროვნებისთვის აუცილებელია ახლის შესწავლა, აქტიური მონაწილეობა საუბრებსა და დისკუსიებში, თუნდაც იმ თემებზე, რომლებიც შესაძლოა, უშუალოდ თქვენ არ გეხებათ და რაც მთავარია, არც ხშირი მოგზაურობა დაივიწყოთ;
• კარგი იქნება, თუ შეცვლით ცხოვრების წესს. ძილის არეული რეჟიმი, ალკოჰოლი, ნარკოტიკული ნივთიერებები, ნიკოტინი ვნებს ტვინის უჯრედებს. დალევის შემდეგ ადამიანს ხშირად არ ახსოვს რას სჩადიოდა სიმთვრალეში. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ნადგურდება ტვინის უჯრედები, რომლებიც პასუხს აგებენ მახსოვრობაზე. ნიკოტინი კი ბინდავს სისხლძარღვებს და ხელს უშლის ტვინისათვის ჟანგბადისა და სისხლის მიწოდებას. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. გონებრივ დატვირთვასთან ერთად ფიზიკურადაც დატვირთეთ სხეული. ჯანმრთელობის გარეშე საღი გონება არაფერში გამოგადგებათ.скачать dle 11.3