№30 რა სიმპტომების დროს უნდა მივიტანოთ ეჭვი კიბოზე
ზოგადი სიმპტომები:
ხანგრძლივი ტკივილი – თუკი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძნობთ ტკივილს, რომელსაც ხანდახან წამალიც არ გიყუჩებთ, სასწრაფოდ მიაკითხეთ ექიმს.
სიმსივნეები, შეშუპება, კოპები და სიმკვრივეები – კანქვეშ რაიმე უცნაური წანაზარდი შეამჩნიეთ? ეს შეიძლება ცუდის ნიშანი იყოს. ამიტომაც სასწრაფოდ გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.
დაღლილობა – თუკი გამუდმებით გაქვთ დაღლილობის შეგრძნება და ეს უმიზეზოდაც ხდება: მაგალითად, გამოუძინებლობის, არასწორი კვების ან ავადმყოფობის გამო, ეს ექიმთან მისვლის მიზეზია.
წონის საგრძნობი კლება – თუკი რაიმე ძალისხმევის გარეშე კარგავთ კილოგრამებს, ეს ნერვიულობის სერიოზული მიზეზია. რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის, რომ ეს კიბოს მიზეზი იყოს, მაგრამ გაკონტროლება საჭიროა.
ხალის ფორმის შეცვლა – მელანომის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა სიმპტომია ხალის ფორმის ცვლილება. თუკი ერთ-ერთმა მათგანმა პირვანდელი სახე დაკარგა ან ფერი შეიცვალა, მაშინვე მიაკითხეთ ონკოლოგს.
საკვერცხეების კიბოს სიმპტომატიკა:
ზურგის ხშირი ტკივილი – თუ ზურგის ხშირი ტკივილი გაქვთ და ზუსტად იცით, რომ ის სხვა დაავადებით ან პრობლემით არ არის გამოწვეული (მაგალითად რადიკულიტით, ოსტეოპოროზით, ართრიტით და ასე შემდეგ), აუცილებლად მიმართეთ ექიმს. შესაძლებელია ტკივილის გამომწვევი მიზეზი საკვერცხეების კიბო არ იყოს, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობას მაინც უნდა მიხედოთ.
ტკივილი მუცლის ქვედა არეში – თუ ყოველდღიურად მუცლის ქვედა არეში ტკივილს ან მუცლის არეში სიმძიმეს გრძნობთ, მიმართეთ ექიმს.
მენსტრუალური ციკლის დარღვევები – სტატისტიკის თანახმად, საკვერცხეების კიბოს დიაგნოზს ხშირად უსვამენ ქალებს 55 წლის შემდეგ. მაგრამ ეს დაავადება ახალგაზრდებშიც გვხვდება. სისხლდენა მენსტრუაციის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ, ციკლის მუდმივი დარღვევები კიბოს გავრცელებული სიმპტომებია.
დაღლილობა – ონკოლოგიური ავადმყოფები ხშირად უჩივიან დაღლილობას მიზეზების გარეშე.
საჭმლის ერთი ულუფა დიდად გეჩვენებათ – თუ საკვების მიღების დროს, ჩვეულებრივი ულუფა დიდად გეჩვენებათ, ამ სიმპტომს ყურადღება მიაქციეთ. კვლევის თანახმად, ეს კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. შესაძლებელია, მას სხვა პრობლემაც იწვევს, მაგრამ კიბოს დროს მდგომარეობა სწრაფად უარესდება.
ტკივილი სექსის დროს – ტკივილი სქესობრივი აქტის დროს ბევრ გინეკოლოგიურ პრობლემაზე მიანიშნებს, მათ შორის საკვერცხეების კიბოს ნაადრევ სტადიაზე. ამ ტკივილს ხშირად თან სდევს ტკივილი მუცლის ქვედა არეში და საპირფარეშოში წასვლის სურვილი.
გულისრევის შეგრძნება და ღებინება – ეს შეიძლება, სხვა დაავადების მანიშნებელიც იყოს. მიაქციეთ ამ სიმპტომებს ყურადღება, მათ ხშირად თან სდევს დიარეა, კუჭის შეკრულობა ან მუცლის შებერილობა.
მუცლის შებერილობა – მუცლის შებერილობა და აბდომინალური ტკივილი საკვერცხეების კიბოს კიდევ ერთი გავრცელებული ნიშანია. ექიმების თქმით, ზოგ პაციენტს მუცელი იმდენად ეზრდება, რომ ფაქტობრივად, ფეხმძიმობის დროს მუცლის ზომებს იმეორებს. თუ ცხოვრების წესი, რეჟიმი არ შეგიცვლიათ, ხოლო მუცელი იზრდება, აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს.
თმის აქტიური ზრდა, ან ცვენა – ზოგი პაციენტი ისეთ სიმპტომს უჩივის, როგორიცაა უფრო მუქი ფერის თმის აქტიური ზრდა. პაციენტების ნაწილს თმის ცვენის პრობლემა აწუხებს.
კუჭის შეკრულობა – კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და მუცლის არე კიბოს სიმპტომებს ხშირად „ამჟღავნებენ“, განსაკუთრებით კი, ნაადრევ სტადიებში.
მკერდის კიბოს სიმპტომები
მკერდის ზომაში მატება ან ფორების გადიდება მკერდის ზედაპირზე; ხშირი ხველა და ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც შემდეგ მკერდთან ახდენენ ასოციაციას; შარდის შეუკავებლობა ხველების ან სიცილის დროს; აუხსნელი დაღლილობა, მუდმივი დაღლილობისა და მოთენთილობის შეგრძნება; ზურგის ტკივილი და ტკივილი ხერხემლის მიდამოში.