კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ფარსმანდუკი – გასტრიტების, ქალური დაავადებებისა და ბუასილის სამკურნალოდ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ფარსმანდუკს იყენებენ გასტრიტების, ქალური დაავადების, ბუასილის, საშვილოსნოდან და სხვა სახის სისხლის დენის დროს, ასევე, კბილის ტკივილის გასაყუჩებლად, მეძუძურთათვის რძის მოსამატებელ საშუალებად. ბალახის ნაყენს ხმარობენ თმის დასაბანად, ხოლო ახალი ბალახის წვენს – კუჭის დაავადებისა და ფაღარათის დროს.
ფარსმანდუკის გამონახარში კარგად მოქმედებს ქრონიკული გასტრიტისა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს (10-20 გრამ ბალახს ერთ ჭიქა წყალში 5-10 წუთს ხარშავენ, იღებენ ნახევარ ჭიქას დღეში სამჯერ  ჭამადე 15-20 წუთით ადრე, 25-30 დღის განმავლობაში). სვამენ, აგრეთვე, ექსტრაქტსაც (30-40 წვეთი – 3-4 ჯერ დღეში) და ჩაის სახითაც. ხალხურ მედიცინაში ფარსმანდუკის ჩაი აუცილებელია ყოველდღიური დიეტისთვის.
ფარსმანდუკს იყენებენ ადგილობრივი სისხლდენის შესაჩერებლად (ღრძილიდან, ცხვირიდან, ჭრილობიდან და სხვა). 0,50-0,75-პროცენტიან სტერილურ ნაყენს იყენებენ ფილტვებისა და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს, ფიბრომისა და ანთებითი პროცესების, აგრეთვე, ბუასილური სისხლდენის, კუჭ-ნაწლავის კოლიტის, წყლულის, შარდგამომყოფი გზების ანთებითი დაავადებების შემთხვევაში.
ფარსმანდუკი გულის არითმიის დროს წვენის სახით გამოიყენება, 20-30 წვეთი – ერთ მიღებაზე.
ნაყენის მომზადება: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე, გავწუროთ და პირში გამოვივლოთ, ან დავლიოთ 1-2 სუფრის კოვზი – დღეში 3-ჯერ.
ბალახი ვაქციოთ ფხვნილად და წყალთან ერთად მივიღოთ 0,3 გრამი ჭამის წინ, დღეში 2-3 – ჯერ.
მიქსტურისა და ჩაის დასამზადებლად შეგვიძლია, აფთიაქში შევიძინოთ ფარსმანდუკის ნაკრებები, ასევე, სითხოვანი ექსტრაქტი. ექსტრაქტი მიიღება 40-50 წვეთი, დღეში 3-ჯერ.
ბუასილის დროს, აბაზანისთვის 2 სუფრის კოვზი მშრალი ბალახი დავაყენოთ 1 ლიტრ მდუღარე წყალზე, გავაგრილოთ და ისე გამოვიყენოთ.
შარდის ბუშტის ანთების დროს რეკომენდებულია შემდეგი ნარევის ნახარში: 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი, 2 სუფრის კოვზი დათვის კენკრის ფოთლები. იღებენ 2 სუფრის კოვზს ნარევს, ასხამენ 2,5 ჭიქა ცივ წყალს და 5-7 წუთი ადუღებენ. გადმოდგამენ ცეცხლიდან და ნახევარი საათის შემდეგ წურავენ. მთელ ამ გამონახარშს 4 თანაბარ ნაწილად ყოფენ და ერთი დღის განმავლობაში სვამენ.
კუჭის ძლიერი ტკივილების დასაწყნარებლად (სპაზმი) იღებენ შემდეგნაირად მომზადებულ ჩაის: თითო სუფრის კოვზი სააფთიაქო გვირილის ყვავილებსა და ფარსმანდუკს, ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს. ამავე დროს კუჭის არეში თბილ სათბურასაც იდებენ.
ხალხურ მედიცინაში ფარსმანდუკის ფოთლებისა და ყვავილების ნახარშს იყენებენ, როგორც მადისმომგვრელ საშუალებად, აგრეთვე, ანემიის, ბუასილის, სიყვითლის, კანზე არსებული გამონაყრების, რევმატიზმის, მალარიის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ბრონქების ანთების, თავის ტკივილის სამკურნალოდ და პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ.
მენსტრუაციის დროს დიდი რაოდენობით სისხლისდენისას აიღეთ 5 წილი ფარსმანდუკი, 5 წილი წიწმატურა, 5 წილი  მარწყვაბალახი, 2 წილი მუხის ქერქი. 1 სუფრის კოვზი ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააჩერეთ 15 წუთი, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ დილას და საღამოს თითო ჩაის ჭიქა.скачать dle 11.3