კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი ცდუნებებისგან?
პასუხი:
იმას კი ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რას ამბობენ და რას სჩადიან სხვები, არამედ იმას მიაპყარით გულისყური, რასაც უფლის სიტყვა – სახარება გვასწავლის და მიბაძეთ მაცხოვრისა და წმიდა მოციქულების მიწიერ ცხოვრებას. მოარიდეთ სმენა და მზერა ყოველგვარ უკეთურებას და მეტი დრო დაუთმეთ ოჯახსა და საკუთარ თავთან განმარტოებას.
კითხვა: ცოდვა მისი ჩადენისთანავე უნდა მოვინანიოთ თუ მარხვას დაველოდოთ?
პასუხი:
მარხვას ნუ დაუცდით, დაუყოვნებლივ შეინანეთ და თქვით მოძღვართან აღსარება. ნუ გაიჩერებთ ცოდვას სულში დიდხანს. სწორედ ამის გამო ერთმევა ადამიანს უფლის მადლი, რადგან მონანიებას გადადებს ხოლმე და ერთი ცოდვა კი მეორეს შობს.
კითხვა: ცოდვაა თუ არა, როდესაც მოყვასის ცოდვაზე ვლაპარაკობთ?
პასუხი
: ნუ ილაპარაკებთ სხვის ცოდვებზე. თუ მოყვასის ცოდვებს დაფარავთ, უფალი თქვენს ცოდვებს დაფარავს. ამასთანავე, ყოველი ადამიანი ვალდებულია, საკუთარ ცოდვებს ჩაუღრმავდეს და მათზე იფიქროს და არა სხვის ცოდვებზე.
კითხვა: ძალიან ხშირად მესიზმრება ეკლესია, ხატები, სანთლები. ხომ ვერ ამიხსნით ამ სიზმრების მნიშვნელობას?
პასუხი:
წმიდა მამები გვირჩევენ, სიფრთხილით მოვეკიდოთ სიზმრებს. მით უფრო, თუ ამ სიზმრებს შეუძლიათ, ხიბლში ჩაგვაგდონ და საკუთარ თავზე აღმატებული წარმოდგენა შეგვიქმნან. ამიტომ სიზმრებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას და ცხადში მიბრძანდით ეკლესიაში, აანთეთ სანთლები, ილოცეთ, იცხოვრეთ ეკლესიურად – თქვით აღსარება, იმარხულეთ და ეზიარეთ.
კითხვა: არის თუ არა მადლი ადამიანის იმ კეთილ საქმეში, რომელშიც უკეთურებას გაურევს?
პასუხი:
კეთილი საქმეც შეიძლება, გახდეს ავი, თუ სიკეთეს ბოროტებას შევურევთ, ლოცვას – სიზარმაცეს, ტაძარში შესვლას – იქ ლაქლაქს, მარხვას – კვეხნა-ყვედრებას, კეთილზნეობრივ საუბარს – განკითხვას და ასე შემდეგ.
კითხვა: უნდა გადაიხადოს თუ არა მორწმუნე ადამიანმა საკუთარი დაბადების დღე. ეს ამპარტავნებაში არ ჩაეთვლება?
პასუხი:
მართლმადიდებლური ჩვეულებით, მორწმუნეები თავის დაბადების დღეს დიდი ზარ-ზეიმით არ იხდიან. უმჯობესია, აღნიშნოთ თქვენი ზეციური მფარველის – მოსახელე წმიდანის მოხსენიების დღე.скачать dle 11.3