კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 წინდახედულობა მოწყალების საქმეში

სულიერ და მორალურ თანადგომაში ნუგეშის კეთილ სიტყვაზე უარი არავის უთხრათ, თუ ადამიანს ეს მართლაც ესაჭიროება. მატერიალურ დახმარებაზე უარის თქმა კი, ზოგჯერ, აუცილებელიცაა.
უარის კონკრეტული მიზეზი ბევრია. ზოგადი სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა ზრუნვა გაჭირვებულის (რასაკვირველია, არა პური არსობისა!) სულიერ სარგებელზე და ცოდნა საკუთარი შესაძლებლობისა, მდგომარეობისა და სულიერი ზრდისა.
ღირსი ბარსანოფი დიდი წერს: „ღმერთს არ სურს, რომ ადამიანი რაიმეს საკუთარ ძალებზე აღმატებულს აკეთებდეს, თუ ვინმეს თავისთვის აუცილებლად საჭირო აქვს, ეს ქონება მოწყალებისთვის არ უნდა გამოიყენოს, რათა შემდგომში, როდესაც თავად დადგება გასაჭირში და ატანა გაუჭირდება, არ დამწუხრდეს. ხოლო როდესაც მთხოვნელი თავს მოაბეზრებს და ის ეტყვის: „მაპატიე, შენთვის მოსაცემი ფული არ მაქვს“ – ეს სიცრუე არ იქნება, რამეთუ ის, რაც გააჩნია მისთვის აუცილებლად საჭიროებისთვისაა და სხვისთვის მისაცემი არაფერი აქვს.
ასე განსაკუთრებით უნდა მოვექცეთ ზარმაცებს, რომელთაც ჯანმრთელობა მუშაობის შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ ეს არ სურთ.
მამა იოანე ს. წერს: „თუ ზოგიერთების შესახებ ვიცით, რომ სიზარმაცისა და უდებების გამო არიან ღარიბნი, ასეთებს არ უნდა ვუწილადოთ ჩვენი შრომით მოპოვებული ნამატი. ვისაც შრომა არ სურს, ის არც ჭამს“ (2 თეს. 3,10).
მაგრამ უნდა გაგაფრთხილო, ჩემო მეგობარო, რომ წმიდა მამათა ასეთი სწავლება მოწყალებაში არასრულყოფილებას ეხება.
სრულყოფილთა საზომია – მთხოვნელს მისცენ უკანასკნელი, თავად კი ღვთის წყალობის იმედზე დარჩნენ. სულიერ ცხოვრებაში სრულყოფილნი არ მსჯელობენ: ვინ და რისთვის ითხოვს, ცდილობენ, ყველა ანუგეშონ, რითაც შეუძლიათ.
მაგრამ გაჭირვებულთა დასახმარებლად ვალის აღება საჭირო არ არის, რამეთუ შესაძლოა, ცხოვრების პირობები შეიცვალოს და ვალი დაუბრუნებელი დარჩეს. ასეთ შემთხვევაშიც სათხოვარზე უარი უნდა თქვათ.
ზოგჯერ ისეც ხდება, როდესაც მთხოვნელისთვის საკუთარი ფულისა და ნივთების გაღება ენანებათ, სხვებს კი დახმარებას აიძულებენ და არ უფიქრდებიან იმას, რომ მათ უკანასკნელს ართმევენ სხვებისთვის ანდა საკუთარი თავისთვისაც – სხვისი ძალებით.
განსჯა საჭიროა სნეულთა მონახულების დროსაც. არსებობს ისეთი სნეულებებიც, რომლებიც აბსოლუტურ სიმშვიდესა და სიწყნარეს მოითხოვს; ასე რომ, შესაძლოა, ჩვენი სტუმრობა და მონახულება ავადმყოფისთვის სიმძიმე აღმოჩნდეს. სნეულის მონახულებამდე ნათესავებისგან უნდა შეიტყოთ, შეიძლება თუ არა ამის გაკეთება.
ხშირად სვამენ კითხვას: რა უფრო მნიშვნელოვანია – ლოცვა თუ მოყვასისთვის მსახურება? რომელს მივანიჭოთ უპირატესობა?
ამ კითხვაზე მთავარეპისკოპოსი ვარლამი პასუხობს: „მორჩილების საქმისა და მოყვასზე ზრუნვისთვის მუდამ უნდა შეამციროთ საკუთარი ლოცვის დრო, რამეთუ მორჩილება მარხვასა და ლოცვაზე აღმატებულია; კი არ უნდა შეცბუნდეთ, არამედ მოყვასისადმი მსახურების მნიშვნელობა უნდა გაიაზრო“.
როგორც ლოცვა, ასევე მოწყალების საქმეებიც, შეძლებისდაგვარად, ფარულად უნდა აღვასრულოთ.
ადამიანებისგან ქება ღვთის ჯილდოს გვართმევს, მაგრამ სიკეთე მხოლოდ ამ მიზეზით როდი უნდა აღვასრულოთ ფარულად. აშკარა მოწყალება ამპარტავნებას, პატივმოყვარეობას, საკუთარ თავზე მაღალ შეხედულებასა და თვითკმაყოფილებას აღვივებს.
როგორც წესი, სხვებს საკუთარი თავის მიხედვით განვსჯით. თუ თავად ვეჭვიანობთ და გვშურს, მიგვაჩნია, რომ სხვებიც ეჭვიანები და შურიანები არიან; თუ თავად იჭვნეულნი და უნდობელნი ვართ, სხვებშიც „ვხედავთ“ იგივეს; თუ განვიკითხავთ, ვფიქრობთ, რომ ზურგს უკან ჩვენც განგვიკითხავენ, ავისმეტყველებენ, ჩვენს სახელს ლანძღავენ და ასე შემდეგ. და პირიქით, თუ თავად სხვები გვიყვარს, მაშინ ვფიქრობთ, რომ სხვებსაც ჩვენ მიმართ იგივე გრძნობები აქვთ; თუ თავად ყველაფერში თავშეკავებულნი ვართ, სხვებზეც ასევე ვფიქრობთ; თუ მოწყალების საქმეებს იდუმალ აღვასრულებთ, ვფიქრობთ, რომ სხვებიც ასევე იქცევიან. აი, რატომაა სასარგებლო სიკეთის ქმნა ფარულად.
სქემიღუმენი საბაскачать dle 11.3