№30 რაჭველები ავღანეთიდან
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
მაშინ, როდესაც პრ. პუტინი დნ. ტრამპთან შეხვედრით მოგვრილი სიამით ტკბებოდა, რფ-ში ავღანეთის ელჩმა განაცხადა, რომ ქაბული ელის მოსკოვის ბოდიშს 1979 წელს ავღანეთში ჯარების შეყვანის გამო.
მან გულისნადები ჟირინოვსკის პარტიის წევრებს გაანდო და გაიხსენა, რომ საბჭოთა ინტერვენციას 2 მილიონი ავღანელი შეეწირა, იმას გარდა, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაც განადგურდაო.
ხოლო ბოდიში კი იმისთვისაა საჭირო (შეჭრა-შემოჭრები ხდება ხოლმე მეზობლებს შორისო), რომ მსგავსი აღარ განმეორდესო.
უცნობია, მოიხდის თუ არა მოსკოვი ბოდიშს, მაგრამ ის კი უცნაურია, ასე რატომ დაიგვიანეს, ვითომ რამე რაჭული ურევიათ?!