კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 მკვეხარა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ვინ უნდა დააგემოვნოს ლიმონი?!

​ამ ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის პრ. პუტინი ისეთი ნასიამოვნები დატოვა: იქით – მსოფლიო ჩემპიონატზე ყელყელაობამ, აქეთ – ამ ჩვენი სულზე უტკბესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პირველკაცის დითირამბებმა, ლამისაა, ლიმონი მივაწოდოთ (აი, ის ლიმონი გაუპატიურებულ სარას რომ სთავაზობს ქმარი, თორემ მეტად ნასიამოვნები სახე გაქვსო).
ამის მიუხედავადაც, Fox News-ს მან (პრ. პუტინმა) გამოუცხადა, რომ არამც და არამც არ დაუშვებს საქართველოსა და უკრაინის „ნატოში“ გაწევრიანებას, „უკიდურესად უარყოფითად“ ვუპასუხებთო.
მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ წევრობამდე შორია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ არც აშშ-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების ნებას გვრთავს.
მომყავს ციტატა: „გაწევრიანებამდე, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შეთანხმებით, „ნატოს“ ცალკეულ წევრებთან ორმხრივი თანამშრომლობაც შესაძლებელია. ასე მოხდა პოლონეთისა და რუმინეთის შემთხვევაში, სადაც დღეს შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სტრატეგიული ელემენტებია განთავსებული. ჩვენს საზღვრებთან „ნატოს“ ინფრასტრუქტურის მოახლოვება ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს.“
თუმცა ისედაც ვიცოდით, რომ რფ უსაფრთხოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში იგრძნობს თავს, თუკი ჩვენ საერთოდაც აღვიგვებით ამ დალოცვილი მიწისგან.
მეორე მხრივ კი, თუკი აშშ-ს სამხედრო ბაზა, მართლაც, განთავსდება საქართველოს ტერიტორიაზე, ვითომ ის კაცია, იმათ რომ ესვრის?!

скачать dle 11.3