კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რატომ გადაიღო დათო იმედაშვილმა ცოლი სექსუალურ კლიპში და როგორ რეაგირებს ის ანნასთან დაკავშირებით უცხო მამაკაცების კომპლიმენტებზე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

დათო და ანნა იმედაშვილებმა საკუთარი აუზი და ეზო ერთგვარ ბიზნესად აქციეს და დახურული კლუბი „აუზონა“ გახსნეს. „აუზონას“ სარეკლამო რგოლმა, რომელშიც მთავარი აქცენტი ანნა იმედაშვილზეა გაკეთებული, ყველა მოხიბლა. ანნას სილამაზე სიახლე არავისთვისაა, თუმცა ზაფხულმა, აუზმა და „ცხელმა გოგონამ“ განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა.
ანნა: ჩვენი აუზი სეზონზე ყოველთვის ძალიან მოთხოვნადი იყო. შარშან ისეთი ამბები ხდებოდა, ვამბობდი: მოდი, წინასწარ გავარკვიოთ, ვინ როდის მოდიხართ-მეთქი, იმიტომ რომ ბოლოს ვეღარ ვეტეოდით. სახლში რომ არ ვიყავით, მეგობრები უჩვენოდაც მოდიოდნენ.
დათო: მერე მეგობრებმა შემოგვთავაზეს, რომ მენეჯმენტს თავის თავზე აიღებენ და დახურულ კლუბს გააკეთებდნენ, სადაც  აუცილებელი იქნებოდა წინასწარი რეგისტრაცია და ვერიფიკაცია, ანუ პერსონის იდენტიფიკაცია, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ და უსიამოვნო მომენტები ავიცილოთ თავიდან. ასე რომ, სტუმრების შესახებ ყველაფერი წინასწარ ვიცით და ასე ჩვენც უფრო მშვიდად და კომფორტულად ვიქნებით და თავისთავად, სტუმრებიც.
– და გადაიღეთ საოცარი კლიპი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასეთი კლიპის გადაღებისას პირველი ვინ მოგაფიქრდებოდა თუ არა ანნა, არა?
– როცა მჭირდება, რომ მსახიობში ფული არ დავხარჯო, პირდაპირ ანნასთან მივდივარ (იცინის).
ანნა: მარტო მსახიობში არა, კოსტიუმებზეც ჩემი საშუალებით ზოგავს ფულს. დათოს გადაღებულ კლიპებსა და ფილმებში მსახიობებს ყოველთვის ჩემი ტანსაცმელი აცვიათ (იცინის).  
დათო: იცი რა? მაგ ყველაფერში ფული უკვე დახარჯული მაქვს და ბარემ ვიყენებ (იცინის).
ანნა: ამ შემთხვევაში ჩვენი მეგობრებიც დაგვეხმარნენ. აუზის გარდა, უკანა ეზოში მოსასვენებელი სივრცეც გვაქვს, სადაც სტუმრები მიირთმევენ და დალევენ. ჰამაკებიც გვაქვს, პუფებიც და დასვენებასაც შეძლებენ. გვაქვს ბატუტიც, საუნაც და ყველაფერი, რაც ზაფხულს სჭირდება, მით უმეტეს, იმ ადამიანებისთვის, ვინც ქალაქიდან ვერ გადის.
– ანნას საოცარი გარეგნობა სიახლე არავისთვის ყოფილა. მაგრამ ამ კლიპში – ზაფხული, აუზი, ცხელი გოგონა და აბა, როგორია ქმრის პოზიციიდან ეს ყველაფერი?
დათო: სხვათა შორის, კლიპი რომ დავდე, დედაჩემმა მითხრა: არა, კი ძალიან კარგია, მაგრამ მაინც ვერ ვიგებ, მე, მაგალითად, ჩემს ცოლს არ გადავიღებდიო... დედაჩემმაც კი, იგივე მითხრა (იცინის).
– რამდენი კაცი გეგულება საქართველოში ასეთ კლიპში საკუთარ ცოლს რომ გადაიღებს?
– იმათ თავის ცხოვრება აქვთ, მე – ჩემი. მიხარია, რომ ასეთი ცოლი მყავს, მომწონს როგორიცაა და მინდა, მისი ფოტოებიც იყოს, ფილმშიც გადავიღო და კლიპშიც. ჩემი ცოლი ჩემი მუზაა და მისი ვიზუალური მხარე, ემოციურთან ერთად, ჩემთვის ძალიან საინტერესოა. შესაბამისად, ამას ყოველთვის გავაკეთებ.
ანნა: თან, როგორც უკვე ვთქვით, იაფი ჯდება (იცინის).
– თამამი ფოტოებითაც გამორჩეულები ხართ, ხშირად დებ ხოლმე ანნას თამამ ფოტოებს.
ანნა: არავინ იფიქროს, რომ თავს ვიმართლებ. ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ, იმას ვაკეთებ, რაც მაბედნიერებს და ვცდილობ, არავის არაფერი დავუშავო, არაფერი ვავნო. მაგრამ, ალბათ, ჩემმა ქმარმა რომ სხვისი თამამი ფოტოები დადოს, ამ ხალხს, არ ექნება რეაქცია, მაგრამ ჩემზე – აქვთ. როცა ფოტოგრაფი ხარ, ხან შიშველს გადაიღებ და ხან ჩაცმულს, ამაში გასაკვირი არაფერია. რაღაც პერიოდი ლოს-ანჯელესში ვცხოვრობდით. მაშინ მეც პატარა ვიყავი და დათოც, მაგრამ დათო უფრო გამოცდილი იყო, მე ხომ მესამე ცოლი ვარ და... (იცინის) აქ ადამიანებს სიდუხჭირის გამო ისედაც ბევრი პრობლემა აქვთ, მაგრამ ხელოვნურადაც უყვართ შექმნა. იქ სანაპიროზე რომ ვსეირნობდით, აბსოლუტურად ჩვეულებრივად ჩაცმული, ვიღაც ჩაივლიდა და გვეტყოდა: რა მაგარი წყვილი ხართ, რა მაგარი გოგო გყავსო, – დათოს ეუბნებოდნენ. მაინც ამ სოციუმიდან ვართ და ამაზე თავიდან ცოტა ვიძაბებოდით, მაგრამ ამას იმდენად პოზიტიურად აკეთებდნენ, რომ მერე ხვდები, უნდა მოეშვა და ეს კომპლიმენტი მიიღო.
დათო: ძალიან ბევრ ფართიზე ან კლუბში მოსულა ახალგაზრდა მამაკაცი და უთქვამს, რა მაგარი გოგო გყავსო.
ანნა: რამდენჯერმე დავიძაბეთ, მაგრამ მერე გავუღიმეთ. რაც მეტ პოზიტივს გავუზიარებთ ერთმანეთს, მგონია, რომ მით უფრო დადებითი იქნება ცხოვრება.
– ეჭვიანები თუ ხართ?
დათო: ახირებული ეჭვიანი არ ვარ, მაგრამ რამეს რომ მეუბნებიან, შეიძლება, ეჭვის თვალით შევხედო და დავფიქრდე. თუმცა, „სად იყავი, ვისთან“ და მსგავსი რამეები ჩემგან შორსაა. მე ჩემი ქალი მიყვარს და მეამაყება. როცა ასე აღარ იქნება, მაშინ ჩემი ქალი აღარ იქნება.
ანნა: დათოს რომ ცოლად გავყევი, თავიდან პანიკური შიშები მქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს შიში ირაციონალური იყო. ზოგადად, ძალიან მესაკუთრე ვარ, ჩემი ჩემია და მორჩა, მაგრამ ახლა უფრო ადამიანური გავხდი. მანამდე ძალიან ხისტი ვიყავი.
დათო: ხისტი ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა ჭკუა მოემატა. ადრე თუ რაღაცას ადვილად „ვუგვარებდი“, ახლა „დაძაბვა“ მჭირდება იგივე შედეგის მისაღწევად (იცინის). ამას ეძახის, რომ ხისტი აღარ არის. სინამდვილეში მოაგვარა სიტუაცია და რაღაში სჭირდება სიხისტე.
ანნა: ლამაზ ქალს რომ თვალი გააყოლოს, ამაზე არ „გავჭედავ“, მაგრამ თუ მეტი ქნა, მერე ვეტყვი, გადაწყვიტე, რა გინდა-მეთქი. ლამაზ ადამიანს მეც აუცილებლად გავაყოლებ თვალს (იცინის).
დათო: ხანდახან ამბობს ხოლმე: ახლა გეყოფა.
ანნა: როცა შეიძლება, იმ ადამიანს განცდა გაუჩნდეს, ეს მე მეპრანჭებაო, ეგ უკვე ძალიან უხერხულია (იცინის).
დათო: იგივე რომ ჩემს თავზე წარმოვიდგინო, შეიძლება „გავჭედო“. მაგრამ არასდროს „გამიჭედია“ და იმიტომაც ვგიჟდები ჩემს ცოლზე, რომ ამის საბაბი არასდროს მოუცია. ჩემნაირი რომ იყოს, ხომ არ მეყვარებოდა, ჩემზე უკეთესი რომაა, იმიტომ მიყვარს (იცინის).
– ბევრი წყვილისგან გამიგონია, ცოტა ხნით ერთმანეთისგან დასვენება და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა გვჭირდება ხოლმეო. გქონიათ ასეთი მომენტი?
ანნა: ანუ, ერთმანეთმა დაგვღალა? არაა, ასეთი მომენტი არასდროს გვქონია.
დათო: იღვიძებს და უცებ ვეუბნები: ანნა, მოდი, სახლი ავაშენოთ; ცოტა ხანში: ხვალ კინოს გადაღებას ვიწყებთ; მერე: ახლა კიდევ რაღაც ახალი გავაკეთოთ – ისეთი ცვლილებები ხდება მის ცხოვრებაში, სად სცალია მოსაწყენად და დასაღლელად? (იცინის).
– როგორც წესი, ქმრებს პრეტენზიები აქვთ ხოლმე დეკოლტეზე, მოკლეებზე.
ანნა: ჩვენთან პირიქითაა, დათო, ეს ცოტა მოკლეა-მეთქი, ვეუბნები და არა, არა კარგიაო, მპასუხობს. დავუშვათ, მომინდა რაღაც ტრენდული შარვლის ჩაცმა და მაშინვე ხასიათი ეცვლება. თავიდან მიკვირდა, მაგრამ მერე მივეჩვიე.
დათო: წარმოიდგინეთ, საღამოს მიდიხარ გასართობად. ცოტას დალევ, გაერთობი და სახლში ბრუნდები. ორი ვარიანტია: შენ გვერდით არის ძალიან ლამაზი ქალი, რომლის ყურებაც ძალიან გსიამოვნებს ან შენნაირ ჯინსებში გამოწყობილი ადამიანი, ანუ, ფაქტობრივად, შენს თავს უყურებ და საღამოს უკან რომ ბრუნდები, რა თქმა უნდა, ეს ემოცია მოგყვება. არადა, პირველ ვარიანტში, როცა ლამაზი ქალია შენთან ერთად და მერე სახლში გეჩქარება მოსვლა – ესაა მთელი „მუღამი“.
скачать dle 11.3