№29 ბორის ბედიას ანეკდოტები
სვანი შედის აფთიაქში და ფარმაცევტს ეუბნება:
– შავი პრეზერვატივი მომეცით!
– შავი არ გვაქვს და თეთრი არ წავა?
– რას ამბობთ, ქალმა გუშინ ქმარი დამარხა და თეთრი პრეზერვატივით მივადგე?
***
ოჯახში, მამა ადგენს შვილის ქორწილის სტუმრების სიას. უმცროსი შვილი ეუბნება:
– მამა პეტრეს უნდა დავუძახოთ, ნათესავია ჩვენი... მამა გიორგისაც უნდა დავუძახოთ, ჩემი მოძღვარია და თან, ჯვარს ეგ წერს ჩემს ძმას.
უცბად, ცოლი გამოხტა სამზარეულოდან:
– მამა ვახტანგისაც დაუძახეთ აუცილებლად, ოჯახის ახლობელია.
– რა იყოთ, გამაგებინეთ, ქორწილია თუ სინოდის სხდომა?
***
მეგრელი გურულს სტუმრობს. რომ შეთვრებიან, მეგრელი ეკითხება:
– ძაღლი თუ გყავს, პატენი?
– არა, რაია რო?
– ასეთი ლამაზი ცოლი რომ გყავს, აუცილებელია!
ცოტა ხნის მერე, გურული ესტუმრება მეგრელს. ეზოში უშველებელი ნაგაზი აბია. დიასახლისმა, კაი პურმარილი გააწყო. კარგად რომ შეთვრენ, გურული ეუბნება:
– რავა ვთქვა, ძამა, მარა ტყვილა კი არჩენ ამხელა ძაღლს!
***
ქმარს ცოლი ეჩხუბება:
– როდემდის უნდა სვა, გამაგებინე? ადი სასაფლაოზე გაიარე, რამდენია მკვდარი მაგ დალევით.
მეორე დღეს, ისევ მთვრალი მივა ქმარი. ცოლი, ერთ ამბავს დააწევს.
– მომისმინე, დედაკაცო, ახლა ვიყავი ზუსტად სასაფლაოზე და ყველას ქვაზე აწერია: „შვილებისგან“, „მეუღლისგან“, „მეგობრებისგან“... იქ მე „ღვინისგანო“ ვერსად წავიკითხე.
***
ქუთაისელმა ოქროს თევზი დაიჭრა და ეუბნება:
– მოკლედ, სამსართულიანი სახლი მინდა და დიდი „ჯიპი“.
– ბატონი ბრძანდებით. ოღონდ, აირჩიეთ: კრედიტით თუ ლიზინგით?
– მომისმინე! შენ აირჩიე: კარაქში გირჩევნია თუ ზეთში!
ნიკა არაბიძის ანეკდოტები
ცოლი სამსახურიდან ურეკავს ქმარს:
– ვაიმე, საყვარელო, ეს რა დამემართა, ლამის თავი მოვიკლა. დილით, წამალი რომ დაგიტოვე მაგიდაზე, ამერია და კუჭში შესაკრავის მაგივრად, დამამშვიდებელი დაგიდე. როგორ ხარ?
– ნუ მოიკლავ თავს, ძვირფასო. დავლიე შენი დატოვებული წამალი, ჩავისვარე, მარა, სულაც არ ვნერვიულობ.
***
ქუჩაში, დგას კაცი და გამვლელებს აკვირდება.
– რას უყურებ, ძია კაცო?
– რას და... ტანზე ისეთებმა გაიხადეს, ზამთარი მომენატრა.
***
პალატის კარზე აკაკუნებენ. შემოდის მედდა, გადახდის საბანს პაციენტს, ჩახდის, გაუპარსავს ერთ ადგილს, გადააბრუნებს, ოყნას გაუკეთებს, ნემსს, მოკლედ მთელ პროცედურებს მორჩება და მიდის.
პაციენტი: ისა და... ხომ ვერ მეტყვით, შემოსვლისას რაღაზე აკაკუნებდით?
***
კაცი მამაოსთან თხოვნით მივა:
– მამაო, იქნებ წმიდა გიორგის ეს ხატი ცოტა დაბლა დაკიდოთ, ვერ ვწვდები და მოვკვდი ამ გველეშაპის კოცნით.
***
გურიაში „უცნობის“ კონცერტია და გამოაკრეს აფიშა – „ვინცხა“.