№29 ზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე?
ეს ტესტი დაგეხმარებათ, მარტივად მიიღოთ ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ. თუ იცით, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად ყურადღებიანი ხართ საკუთარი თავის მიმართ, იცავთ თუ არა პრევენციის წესებს. იყავით გულახდილი.
1. რამდენი წლის ხართ?
ა) ოცდაათ წლამდე;
ბ) 35-45 წლის;
გ) 50-ის და მეტის.
2. დღეში რამდენი საათი გძინავთ?
ა) 7-8 საათი – მინიმუმ;
ბ) 6 საათზე ნაკლები;
გ) ხან – როგორ, ხან – როგორ. 3 საათიც მძინავს და 12-იც.
3. ხშირად განიცდით სტრესს?
ა) არა. საკმაოდ მშვიდი ადამიანი ვარ;
ბ) რთული დღეები მაქვს, მაგრამ ხშირად არა;
გ) სულ სტრესის ქვეშ ვარ, ხშირად ვნერვიულობ.
4. რამდენად ხშირად ავადმყოფობთ?
ა) იშვიათად. ზოგჯერ ვირუსული ინფექციით ვხდები ავად – ორი, სამი დღით;
ბ) ცივი სეზონი და ავდარი ცუდად აისახება ხოლმე ჩემს ჯანმრთელობაზე;
გ) უბრალო ნიავზეც კი ავად ვხდები.
5. ხანგრძლივად გიწევთ ჯდომა?
ა) არა. ბევრს ვმოძრაობ;
ბ) სამსახურში როცა ვარ, ძირითადად, ერთ მდგომარეობაში ვზივარ;
გ) დიახ. ფაქტობრივად, სულ ვზივარ.
6. კანზე ხშირად გიჩნდებათ გამონაყარი, ლაქები?
ა) ძალიან იშვიათად;
ბ) ზამთარში ძალიან მიშრება კანი და მისკდება;
გ) კანთან დაკავშირებით სულ რაღაც პრობლემები მაქვს.
7. ჭარბი წონა თქვენთვის ნაცნობი თემაა?
ა) არა. წონა ყოველთვის ნორმაში მაქვს. თუმცა ვისურვებდი, უფრო გამხდარი ვყოფილიყავი;
ბ) 5 კილოგრამი აშკარად ზედმეტი მაქვს;
გ) დიახ, ჭარბი წონა ჩემი პრობლემაა.
ყველა პასუხზე დაწერეთ შესაბამისი ქულა: ა) – 1 ქულა; ბ) – 2 ქულა; გ) – 3 ქულა.
შეკრიბეთ და ნახეთ შედეგი
7-11 ქულა: ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ გაქვთ. სავარაუდოდ, იცით, როგორ მოუაროთ თავს. ალბათ, ასაკზე ახალგაზრდულადაც გამოიყურებით. ასე განაგრძეთ – სწორ გზას ადგახართ.
12-16 ქულა: აშკარად გაკლიათ ვიტამინები, ძილი და ხშირად ხართ სტრესის გავლენის ქვეშ. ეს ყველაფერი არა მხოლოდ გარეგნობაზე, არამედ ჯანმრთელობაზეც აისახება. როგორმე გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, მერე შეიძლება, გვიან იყოს.
17-21 ქულა: ვერ ხვდებით, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები გაქვთ? შეიძლება, ავად ისე გახდეთ, რომ დიდხანს ვერ გამოჯანმრთელდეთ. მიდით ექიმთან, გაიკეთეთ გამოკვლევები და გადადით ცხოვრების ჯანსაღ წესზე – ეს თქვენი შანსია.