კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1994 წლის 1 დეკემბერს. არ მიმართლებს საქმიანობის მხრივ. გთხოვთ, მირჩიოთ, რას მოვკიდო ხელი, რომ წარმატებას მივაღწიო – კონკრეტულად, რომელი საქმიანობის სფეროა ჩემთვის მისაღები?
პასუხი:
თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანი პროფესიებია: მედიცინიდან ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია; ასევე, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, გასართობი ინდუსტრია, სამეცნიერო კვლევა. ამ სფეროებში გაცილებით მეტი წარმატებების მიღწევის შანსები გაქვთ.
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 24 დეკემბერს. რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს დავუკავშირო ბედი, რომ პირად ცხოვრებაში ბედნიერი ვიყო?
პასუხი:
თქვენთვის სასურველი პარტნიორები არიან: თხის რქა, ლომი, ვერძი, მერწყული და სასწორი. ნუ აჩქარდებით ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთან ურთიერთობისას. კარგად დააკვირდით, ინტუიციას მოუსმინეთ და შემდგომ გამოიტანეთ დასკვნა, მისაღებია თუ არა ის თქვენთვის. სხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან ურთიერთობა კი საშუალოა.
კითხვა: ჩემი და დაიბადა 1998 წლის 29 ივლისს. უნდა უცხოეთში გამგზავრება და იქ ძალების მოსინჯვა. რამდენად მისაღებია ეს მისთვის და რომელ ქვეყნებს ურჩევთ?
პასუხი:
თქვენს დას, კარმული თვალსაზრისით, უცხოეთთან დაკავშირებით გარკვეული წინაღობები შეხვდება. ამიტომ, შესაძლოა, იქ ჩასულმა ადვილად ვერ ააწყოს ცხოვრება. თუ მაინც გადაწყვიტა წასვლა, უნდა გამოავლინოს ნებისყოფა და მოთმინება. ქვეყნებიდან კი კარგია: უკრაინა, ირლანდია, პოლონეთი, მოლდოვა, ბელგია, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ბულგარეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, კუნძული შრი-ლანკა, ბრაზილია, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, კუნძული მალტა, კვიპროსი.
კითხვა: დავიბადე 1985 წლის 26 სექტემბერს. რა არის ჩემი კარმული მისია და ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულთან მელის სასურველი ქორწინება?
პასუხი:
სასიყვარულო პარტნიორებიდან თქვენთვის მისაღებია ქალწულის, სასწორის, მერწყულის, ტყუპების, ლომის ან მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნებით დაბადებული ადამიანი. რაც შეეხება თქვენს კოსმიურ-კარმულ მისიას, უნდა გამოავლინოთ ხასიათში საუკეთესო თვისებები. იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისმოყვარე, ფულის ყაირათიანად მხარჯველი, წინდახედული, ერთგული და გარშემოც ასეთი ადამიანები შემოიკრიბეთ. მოიწესრიგეთ ცხოვრება, იყავით დემოკრატი და სხვებსაც დაუტოვეთ არჩევნის უფლება. ურთიერთობისას გამოიყენეთ დიპლომატია, პატივი ეცით ტრადიციებს და გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების აზრი. ეს მეტ წარმატებებს მოგიტანთ ცხოვრებაში.
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 1995 წლის 22 ნოემბერს, ღამის 4 საათზე. რომელი უცხოეთის ქვეყნებია მისთვის კარგი და რა პროფესიაში მიაღწევს მეტ წარმატებას?
პასუხი:
მისთვის მისაღები ქვეყნებია: პოლონეთი, რუსეთი, შვედეთი, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, კანადა, ახალი ზელანდია, ფინეთი, უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდოვა, ბულგარეთი, ისრაელი და ლატვია. რაც შეეხება წარმატებების მომტან პროფესიებს, მისთვის ასეთია: კომპიუტერული ტექნოლოგიები, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, არქიტექტურა, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, საიუველირო საქმე, სცენარისტობა, დრამატურგია, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება.скачать dle 11.3