კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 აქვს თუ არა ადამიანს ინდივიდუალური თარსი დღე და რიცხვი

ზოგი ადამიანი ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული, ყოველთვის უმართლებს, ყველა დასახულ მიზანს აღწევს და ცხოვრებაც მოწყობილი აქვს. ისინი უხილავი ძალის მფარველობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობენ. თუმცა, ყველას შეგვიძლია, ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიოთ და ამაში, საკუთარი თავის გარდა, ვერავინ დაგვეხმარება. მთავარია, თქვენს საუბარს ძლიერი ენერგეტიკული ფონი შეუქმნათ. თუ ადამიანი ემოციის გარეშე საუბრობს, მის სიტყვებს არანაირი ენერგეტიკული ძალა არ აქვს. რაც მეტია ემოციური ფონი, მით უფრო ძლიერია ენერგეტიკულად თქვენი ნათქვამი სიტყვა და მას გარშემო მყოფების დაჯერება, დაფიქრება და მოზიდვა შეუძლია. ანუ, ამ დროს ადვილად ზემოქმედებთ ადამიანებზე. ერთი სიტყვით, ემოციური საუბრით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს.
ადამიანების ცხოვრებაში, ბევრი ფაქტი ხდება, რომელიც ერთმანეთს ჰგავს. დამთხვევები კი, უბრალოდ არ ხდება. ასეთ მოვლენათა წარმოქმნის უნარი სამყაროს თვისებაა და დამთხვევები შესაძლოა, დროსა და სივრცეში მოხდეს. ზოგი, ასეთ ფაქტებს მისტიკურსაც მიაწერს, მაგრამ ეს ტყუილია. ასეთ მოვლენათა წარმოქმნის უნარი სამყაროს ერთ-ერთი თვისებაა და არ არის გამორიცხული, დამთხვევები თქვენს ცხოვრებაშიც მოხდეს.
ნებისმიერი ადამიანი უნდა იმახსოვრებდეს იმ დღეს და რიცხვს, როცა რაიმე უცნაური მოხდა, რადგან ასეთი ფაქტი, არ არის გამორიცხული, მის ცხოვრებაში კვლავ განმეორდეს და იმ დროსა და სივრცეში დაგაბრუნოთ, როცა ის პირველად მოხდა. თუ კარგად დააკვირდებით და ყურადღებას მიაქცევთ ასეთ დღეებსა და რიცხვებს, მიხვდებით, რომ ასეთი დამთხვევები არც ისე იშვიათია. ასეთ დამთხვევებს ასტროლოგიაში, თანმიმდევრობის კანონებს ვუწოდებთ. კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში ხდება ეპიზოდების სერიული გამეორებები და არ არის გამორიცხული, მთელი ცხოვრება მისი გავლენის ქვეშ იყოთ. ამისგან დაზღვეული არავინაა და ეს, ეგრეთ წოდებული, სერიული კანონები, ჩვენივე ბედის საფუძველში დევს.
ზოგადად, ყველა ადამიანს, თავისი თარსი და ნეგატიური რიცხვი და დღე აქვს. მაგალითად, თუ ხვდებით, რომ ორშაბათობით, სამშაბათობით ან პარასკევ დღეს, 4, 6, 8 ან ნებისმიერ სხვა რიცხვში, საქმე კარგად არ გამოგდით, ჩხუბი გიწევთ, იქმნება პრობლემები საყვარელ ადამიანთან, სამსახურში, ხართ დაძაბული და ასე შემდეგ, ესე იგი, ამ დღეებსა და რიცხვებში, განსაკუთრებულად უნდა აკონტროლოთ ემოციები და დააკვირდეთ საკუთარ საქციელსა და სიტყვებს.скачать dle 11.3