კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 მოაკვლევინა თუ არა ბერიამ „ჩეკას“ ნესტორ ლაკობა აფხაზური სეპარატიზმისთვის

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური


მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია თავისი ნატურით ძალიან დაკვირვებული ადამიანი იყო და უსაფრთხოების სისტემა, როგორც ქვეყნის, ასევე საკუთარი, უმაღლეს დონეზე ჰქონდა დაყენებული, მის წინააღმდეგ მაინც განხორციელდა რამდენიმე ტერორისტული აქტი, რომლებსაც ბერია უვნებლად გადაურჩა. თუმცა, ერთ-ერთის დროს, 1937 წლის 13 მარტს, ბერია დაიჭრა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
1937 წლის 13 მარტს ლავრენტი ბერია რიწის ტბიდან სოხუმში ბრუნდებოდა სამსახურებრივი მანქანით, რომელშიც სამი ადამიანი იჯდა – თავად ბერია და გენერალი სერგო გოგლიძე – უკანა სავარძლებზე, საჭესთან კი – რაფაელ სარქისოვი, რომელიც მძღოლისა და პირადი მცველის ფუნქციებს ითავსებდა. რიწაზე კი ბერია იმის გამო იმყოფებოდა, რომ შეემოწმებინა სტალინის აგარაკის მშენებლობის მიმდინარეობა. ბერიას უკან მისდევდა მეორე მანქანა, რომელშიც მისი ცოლ-შვილი და მანქანის მძღოლი ისხდნენ. დაცვის სხვა წევრები ბერიას ამ მგზავრობაში არ ახლდნენ, რადგან ლავრენტი პავლოვიჩს არ უყვარდა „შეფუთული“ სიარული, როგორც თავად უწოდებდა მრავალრიცხოვანი დაცვით გადაადგილებას. საღამოს შვიდი საათი სრულდებოდა. ბინდდებოდა და საკმაოდ ციოდა. ერთ-ერთ მოსახვევში შესვლისას სარქისოვმა გზაზე გამოსული სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი დაინახა, რომელსაც ხელში ავტომატი ეჭირა და როგორც კი მანქანა სწორ გზაზე გავიდა, მან ინტენსიური ცეცხლი გახსნა... მოგვიანებით, თავად სარქისოვი ყვებოდა: „ტერორისტი მე და ლავრენტი პავლოვიჩმა თითქმის ერთდროულად დავინახეთ და ბერიამ მაშინვე იყვირა:
– რაფიკ, ბოლომდე მიაჭირე გაზს და გადაუარე. ნინო და სერგო (ცოლ-შვილი) არ ჩაცხრილოსო...
მე გაზს მივაჭირე. უწყვეტი ცეცხლის ქვეშ მაქსიმალური სისწრაფით გავიარეთ და ტერორიტს გადავუარეთ. მანქანის წინა შუშა სულ მთლად ჩალეწილი იყო და ჩამსხვრეული იყო  უკანა შუშაც.
ბერიამ მანქანის უკანა, მარჯვენა კარი გააღო. მოხერხებულად გადაიწია გარეთ და უკან მიმავალ მანქანას ენერგიულად ანიშნა, მოგვყევითო. სულ რაღაც რვაასი მეტრი გავიარეთ და მილიციის პოსტთან გავჩერდით. მანქანიდან სერგო გოგლიძე გადავიდა, რომ დარწმუნდა, ხიფათი არ გვემუქრებოდა, ჩვენც გვიხმო და ბერია, თავისი ცოლ-შვილით, პატარა შენობაში შევიდა, სადაც მილიციელები იმყოფებოდნენ. მე, მეორე მძღოლი და გოგლიძე კი გარეთ დავრჩით სიტუაციის გასაკონტროლებლად. ბერია ძალიან ენერგიული და აღგზნებული იყო, თუმცა კონტროლს საკუთარ თავზე არ კარგავდა და როდესაც დარწმუნდა, რომ მის ცოლ-შვილს საფრთხე არ ემუქრებოდა და ცოცხლები და საღ-სალამათები იყვნენ, მხოლოდ ამის მერე დაეღრიჯა სახე და ხელი მარცხენა მხარზე დაიდო. როგორც აღმოჩნდა, მას მხარში ტყვია მოხვედროდა და ერთი გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ხოლო გულის სიახლოვეს კი მანქანის სქელი შუშის ნამსხვრევი იყო ჩარჩენილი“.
ბერია და მისი თანმხლები პირები გაგრაში ჩავიდნენ და ლავრენტი პავლოვიჩმა ცოლ-შვილი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა. შემდეგ კი, აფხაზეთში დისლოცირებული ყველა სამხედრო შენაერთის მობილიზება გამოაცხადა და მასზე თავდასხმიდან სულ რაღაც საათ-ნახევრის შემდეგ ფართომასშტაბიანი სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიება დაიწყო, რომელსაც პირადად ჩაუდგა სათავეში“.
მოგვიანებით, ბერიას მკვლელობისა  და განსაკუთრებით კი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1937 წლის 13 მარტს დაწყებულ ფართომასშტაბიან ღონისძიებას მავანნი ნესტორ ლაკობას საგვარეულოს განადგურებისკენ მიმართულ ოპერაციად შერაცხავენ... ტერენტი კანდალინი წერს: „ყოვლად მიუკერძოებელმა გამოძიებამ, რომელიც სტალინის უშუალო მითითებით ჩაატარეს მოსკოვიდან მოვლინებულმა გამოცდილმა გამომძიებლებმა, აბსოლუტურად უტყუარად დაადგინა, რომ ბერიაზე ტერაქტი განახორციელეს ნესტორ ლაკობას ნათესავებმა. ნესტორ ლაკობა აფხაზეთის „ცეკას“ პირველი მდივანი იყო, რომელიც 1936 წლის 28 დეკემბერს თბილისში, სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა. ლაკობა ძველი რევოლუციონერი იყო და დიდი წვლილი მიუძღოდა დამოუკიდებელი საქართველოს განადგურებაში. ის (ლაკობა) მომხრე იყო აფხაზეთის რუსეთთან შეერთებისა და ყოველ ღონეს იყენებდა ამის განსახორციელებლად. ლაკობა, როგორც ძველი რევოლუციონერი, ძალიან ახლოს იცნობდა სტალინს და ადრე მეგობრობდა კიდეც მასთან. ლაკობა არც თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას ერიდებოდა და ყოველმხრივ ცდილობდა აფხაზეთის გაყვანას საქართველოს შემადგენლობიდან. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა ბერიამ და არა ერთხელ გააფრთხილა ლაკობა პირისპირ საუბრისას, რომ ავანტიურისთვის თავი დაენებებინა. 1936 წლის 28 დეკემბერს, თბილისში ყოფნისას, ბერიამ და ლაკობამ ბერიას კაბინეტში სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს, რაც ჩხუბით დასრულდა. ლაკობა ბერიას კაბინეტიდან გამოვარდა და სასტუმროში წავიდა. ორიოდე საათის შემდეგ ბერიას დედამ, მართამ, ლაკობას სასტუმროში დაურეკა და შესარიგებელ ვახშამზე მისვლა სთხოვა. ლაკობა მართლაც მივიდა ბერიას სახლში ვახშამზე და შერიგდნენ კიდეც. თუმცა, სასტუმროში დაბრუნებული ლაკობა გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ლაკობა რომ დაასაფლავეს, ხალხში ხმა გავრცელდა: ლაკობა ბერიასთან ვახშმობის დროს მოწამლესო...“
რიწის გზაზე მოკლული ავტომატიანი ტერორისტი ვინმე აკაკი ბაჟუა, ლაკობების კლანის წევრი იყო და შურისძიების მიზნით, სწორედ მას დაავალეს ბერიას ლიკვიდაცია. სპეცოპერაციის დროს, რომელსაც პირადად ბერია ატარებდა, სამოცზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, რომლებიც ლაკობას კლანის წევრები იყვნენ და უმეტესი მათგანი (39 ადამიანი) დახვრიტეს. მართლაც საეჭვოა, რომ ლაკობა სწორედ ბერიასთან ვახშმის მერე დაიღუპა გულის უკმარისობით, თუმცა ბერიას დანაშაული ამ საქმეში მხოლოდ ვარაუდია და არა დადასტურებული ფაქტი. ხოლო თუკი ლაკობა მართლა ბერიას ბრძანებით მოწამლეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაკეთდა, რომ აფხაზურ სეპარატიზმს მოღებოდა ბოლო.
скачать dle 11.3