კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ყვავილოვანი კომბოსტო – სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ყვავილოვანი კომბოსტო საოცარი თვისებების მქონე მცენარეა.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი გამოყენება კარგია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ენზიმები, რომლებსაც შეიცავს ყვავილოვანი კომბოსტო, ორგანიზმიდან ტოქსინებისა და კანცეროგენების გამოდევნას უწყობს ხელს. სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს ამ ბოსტნეულს სწორედ ვიტამინების, მინერალებისა და ენზიმების განსაკუთრებული კომბინაცია სძენს.
გარდა ამისა, ეს მცენარე ძალიან სასარგებლოა:  შაქრიანი დიაბეტის, ათეროსკლეროზის, ღვიძლის პათოლოგიების, ნაღველკენჭოვანი დაავადების, პოდაგრისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის ეფექტურია ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურული წვენისა და ლიმონის წვენის ნარევის მიღება. ერთ ჩაის ჭიქა კომბსოტოს წვენს დაამატეთ ერთი ლიმონის წვენი. დღის განმავლობაში მიიღეთ ერთი ჭიქა თბილი ნარევი.
ყვავილოვან კომბოსტოს, ასევე, იყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ.
ყვავილოვან კომბოსტოში ნაკლები უჯრედისია, თუმცა ეს ოდენობაც კი, შესანიშნავად აუმჯობესებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან „ცუდი“ ქოლესტერინის გამოდევნას. ყვავილოვანი კომბოსტო დაბალკალორიულია, თუმცა კარგად ანაყრებს, შესაბამისად, ეს ბოსტნეული თამამად შეიძლება მიირთვათ, თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ ან, უბრალოდ, პროფილაქტიკისთვის.
 ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით. მასში ვიტამინი C ორჯერ მეტია, ვიდრე თეთრ კომბოსტოში. ასევეა, ცილაც. ამასთან, ყვავილოვანი კომბოსტოს თითქმის ნახევარი ადვილად ათვისებადი ცილოვანი ნაერთებია, ამიტომ ადამიანის ორგანიზმი მას უკეთ ითვისებს, ვიდრე კომბოსტოს სხვა სახეობებს. ამ თვისებების წყალობით, ყვავილოვანი კომბოსტო გამოიყენება ბავშვისა და დედის დიეტურ კვებაში, რომლებსაც კუჭ-ნაწლავისა და თირკმლის პრობლემები აქვთ. მჟავე ყვავილოვანი კომბოსტო, განსაკუთრებით – წვენი, რეკომენდებულია უზმოზე შეკრულობისა და უმადობის დროს, აგრეთვე ღვიძლის არეში სიმძიმის შეგრძნებისას. კომბოსტოს კერძები, რომელიც 10-15 წუთი იხარშება, ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას, მაგრამ უკვე  30-40 წუთის განმავლობაში ხარშვისას კუჭში კრავს.
ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი სასარგებლოა დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, ღვიძლისა და ელენთის დაავადებათა სამკურნალოდ, აგრეთვე, ჭარბი წონის დასაკლებად. სასურველია, წვენის საჭირო ულუფა ყოველდღიურად გამოწუროთ. ეს ბოსტნეული განსაკუთრებით სასარგებლოა გულის უკმარისობისა და ნერვული სისტემის პრობლემების დროს
ცოცხალი კომბოსტოს ფურცლების დადება შვებას მოგგვრით თავის ტკივილის დროს.
ყვავილოვან კომბოსტოს საუკეთესო ეფექტი აქვს დამწვრობისა და ძნელად შეხორცებადი ჭრილობების მკურნალობისას. გატარებულ კომბოსტოს ფაფას უნდა შეურიოთ ერთი კვერცხის ცილა, წაუსვათ რამდენიმე ფენად გაკეცილ დოლბანდს ან ბინტს, დაიდოთ დამწვარ ან ნაჭრილობევ ადგილზე და შეიხვიოთ.скачать dle 11.3