კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ინდუსტრიალიზმის ეპოქა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

გონებაშევიწროებულები

​მას (ლევან ვეფხვაძეს) ერთ დროს ამ ჩვენი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თვით ვიცე-სპიკერის თანამდებობა ეჭირა („ქრისტიან-დემოკრატიულ“ მანტიაში) და 2008-2012 წლებში ოპოზიციის როლსაც ასრულებდა პარლამენტში (ქვეყნისთვის დემოკრატიული იმიჯის შესაქმნელად. უფრო ადრე კი, 1996-1999 წლებში თვით „მოქკავშირის“ პრესმდივანიც გახლდათ), ოღონდ მას შემდეგ თვალადაც არავის უნახავს (საჯარო ცხოვრებაში, რასაკვირველია). მაგრამ პოლიტიკა  ისეთი რამაა, ერთხელ თუ მოხვდი მის ორომტრიალში, მუდამ იტივტივებ (მის თბილ-თბილ დინებებში).
გამონაკლისი არც ლევან ვეფხვაძე აღმოჩნდა: ამჯერად საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩევლად მოგვევლინა და შეგვაგონა, რომ საქართველოს ეკონომიკას ინდუსტრიული წარმოების განვითარება აკლია.
რაც მთავარია, მისი აზრით, „დღეს სოფლებში (ჩვენს სოფლებზეა ლაპარაკი!) არის ჭარბი მოსახლეობა და მათი გაწოვა ინდუსტრიულ ცენტრებში უნდა მოხდეს“.
ჯერ ერთი, როგორც ოლღა ბებია იტყოდა, სად ნახა ამ შეჩვენებულმა ჩვენს სოფლებში ბევრი ხალხი (თუ ინტრიგანი არ არის?!) და, მეორეც, სხვადასხვა პოსტებზე, ნეტავ, კადრებს უკადრებელის თქმის უნარით არჩევენ?!скачать dle 11.3