კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 მზით დამწვრები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

არც წყალში იძირებიან

მაშინ, როდესაც ეს ჩვენი ქვეყანა, მაშასადამე, მისი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მინისტრთა განახლებულ კაბინეტს ამტკიცებდა (ანუ გადაერთიანებულ-გადმოერთიანებული სამინისტროების პირველკაცებს), კანადაში, კერძოდ, კვებეკის პროვინციაში ანომალიური სიცხისგან გარდაცვლილთა რიცხვმა 70-ს მიაღწია!
არადა იქ, ანუ კვებეკის პროვინციაში ჰაერის ტემპერატურა, სულ რაღაც, პლუს 40 გრადუსს აჭარბებდაო. და, თქვენ წარმოიდგინეთ, დაღუპულთაგან 34 თვით ქალაქ მონრეალის მკვიდრი იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურს ყოველდღიურად  1 200-ზე მეტი ადამიანი უკავშირდება. ისინი კი სიცხეებს საცურაო აუზების სამუშაო საათების გახანგრძლივებით ებრძვიან.
აი, ჩვენს ქვეყანაში კი, ფაქტი ჯიუტია, რომ გაუსაძლის პოლიტიკურ ტემპერატურასაც და ბუნებრივსაც მედგრად ვუძლებთ (ზემოთაც და ქვემოთაც), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არც ცეცხლში ვიწვით (იმას გარდა, რომ არც წყალში ვიძირებით), ოღონდ საკითხავი აი, ისაა: ზემოთ მყოფნი გვჯობნიან, თუ მაინც ჩვენ, მათ ქვეშ დავანებულები ვჩაუქობთ?!скачать dle 11.3