კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რა მიულოცა დონალდ ტრამპმა პაატა გუჯეჯიანს და როდის აპირებს მასთან სტუმრად ჩამოსვლას ჯონ მაკკეინი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

24 წლის პაატა გუჯეჯიანმა ახლახან წარმატებით დაამთავრა ამერიკის სამხედრო-საზღვაო აკადემია. კურსდამთავრებულს დიპლომის აღება მერილენდის შტატის ქალაქ ნაპოლისის სტადიონზე, სადაც საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, თავად ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიულოცა. მიაჩნია, რომ ბავშვობის ოცნება, ჩაეცვა ფორმა და  გამხდარიყო ოფიცერი, სამშობლოდან შორს, ამერიკაში აიხდინა და დღეს ბედნიერია. სიხარულის გასაზიარებლად ამერიკაში მისი რჩეული გოგონა, ელენეც ჩავიდა და როგორც ახალგაზრები ამბობენ, სულ მალე ერთად დაიწყებენ ცხოვრებას.
პაატა გუჯეჯიანი: სვანეთში, მესტიაში დავიბადე და თბილისში გავიზარდე. დავამთავრე გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია. ბავშვობიდან მინდოდა, სამხედრო გამოვსულიყავი. ფორმიანებს რომ ვხედავდი, მათ ადგილას ჩემს თავს წარმოვიდგენდი ხოლმე და სამხედრო კარიერა იქიდან დავისახე მიზნად. ამერიკის სამხედრო-საზღვაო აკადემიაში მოხვერდა ადვილი არ არის, მაგრამ მე გამიმართლა. ამერიკული მხარე ქართველ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ იქ, სამხედრო სასწავლებელში. ბევრი შრომა დამჭირდა, აკადემია რომ წარჩინებით დამესრულებინა. თან ოთხი წელი, სამშობლოდან შორს, ახლობელი ადამიანების გარეშე ყოფნა, არ იყო ადვილი გადასატანი. მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ იმ წუთებს, როცა თავად, ამერიკის პრეზიდენტმა ჩამომართვა ხელი, პირადად მომილოცა აკადემიის წარჩინებით დასრულება და წარმატებები მისურვა, ძალიან ამაყი ვარ. საზეიმო ცერემონიას საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და თავდაცვის ატაშე ზეზვა ლიპარტელიანიც ესწრებოდნენ. სხვათა შორის, ამერიკული სამხედრო სწავლება საქართველოსგან დიდად არ განსხვავდება, რადგან ჩვენც ვცდილობთ „ნატოს“ სტანდარტებზე ავაგოთ ჩვენი შეირაღებული ძალების სტრუქტურა. ამერიკელების პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა კი, გასაოცარი იყო. პირველივე დღიდან მივხვდი, რომ მათგან ბევრი რამის სწავლა შემეძლო. სხვათა შორის, უმცროსი ძმა მყავს, მეთორმეტე კლასში გადავიდა და მასაც უნდა, რომ ჩემს კვალს გაჰყვეს და ამერიკაში გააგრძელოს სწავლა. ოთხი წელი გავატარე ამერიკაში, ქალაქ ანაპოლისში და საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა, მიუხედავად დატვირთული დღის რეჟიმისა, ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ყველა და ყველაფერი მენატრებოდა.
– ესე იგი, სვანი ბიჭის ამერიკული ოცნება, სამშობლოდან შორს, მიუხედავად მონატრებისა და განცდებისა, ახდა. რამდენად გამოგადგა სვანური ტემპერამენტი და ხასიათი?
– ნამდვილად ასეა. ამერიკაში ყოფნამ ბევრი რამე მასწავლა, რასაც ჰქვია, გამომაწრთო და დამეხმარა, ჩამოვყალიბებულიყავი, ნამდვილ ოფიცრად. ზუსტად ვიცი, ამ ცოდნითა და გამოცდილებით მე ჩემს სამშობლოს გამოვადგები. ასე რომ, ოცნებად მქონდა ამერიკული განათლების მიღება და მიმაჩნია, რომ ჩემი ამერიკული ოცნება ახდა. რაც შეეხება სვანურ ტემპერამენტს და ხასიათს, ნამდვილად გამომადგა, განსაკუთრებით, სამხედრო წვრთნებისა და საბრძოლო მომზადებებისას. ამ დროს არა მხოლოდ ფიზიკურ სიმტკიცეს ექცევა ყურადღება, არამედ მორალურსა და ფსიქოლოგიურსაც და მიმაჩნია, რომ სვანური ხასიათი და სიმტკიცე ძალიან გამომადგა ამერიკაში სწავლის დროს. და მივხვდი, რომ ადამიანი არასდროს უნდა დანებდე, რადგან მიუღწეველი არაფერია. შრომა აუცილებლად ფასდება. ამიტომ, ყველას ვეუბნები: დაისახეთ მიზნები, იშრომეთ თავდაუზოგავად და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.
– სასწავლებელი წარმატებით დაასრულე და აკადემიის ჩემპიონიც გახდი კრივში. სპორტითაც ბავშვობიდან იყავი გატაცებული?
– დიახ, სპორტიც ბავშვობიდან მიყვარს, სულ ვვარჯიშობ. კიდევ ვამბობ, უშრომლად არაფერი გამოდის ცხოვრებაში. თუ გინდა, წარმატებული გახდე, საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშაო. ასე რომ, ჩემმა სპორტისადმი სიყვარულმა და ვარჯიშმაც თავისი შედეგი გამოიღო და ამერიკის სამხედრო-საზღვაო აკადემიის ჩემპიონი გავხდი კრივში, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჩემპიონობამდე რთული და გრძელი გზა გამოვიარე. ყოველდღე ვვარჯიშობდი და ხშირად ჩემი შესაძლებლობების ზღვარსაც ვცდებოდი, რომ იმ შედეგისთვის მიმეღწია, რაც მინდოდა. უძლიერესი მოწინააღმდეგე შემხვდა, მაგრამ მოვუგე. დღეს კი, მე და ჩემი დამარცხებული უძლიერესი მეტოქე,  ჯედ სალონგა, მეგობრები ვართ.
– ამბობენ, ამერიკაში დრო სწრაფად მიჰქრის და თუ ოდნავ ყურადღება მოადუნე და ყოველდღიურად არ განვითარდი, ჩამორჩები და წარმატების მიღწევის შანსსაც გაუშვებ ხელიდანო. შენ თუ დაეწიე და გაასწარი დროს?
– რამდენად დავეწიე და გავასწარი არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვცდილობდი, დრო არ დამეკარგა და ჩემ სასარგებლოდ გამომეყენებინა. რაც, ჩემი აზრით, მოვახერხე, გამომივიდა და მიზნად რაც დავისახე, ყველაფერს მივაღწიე. კიდევ ბევრი მიზანი დამრჩა, მაგრამ დრო მაქვს და გზადაგზა აუცილებლად მივაღწევ.
– მართალია, რომ ჯონ მაკკეინი დაინტერესდა შენით? რაზე ისაუბრეთ?
– ჯონ მაკკეინს რომ შევხვდი, პირდაპირ ვუთხარი საქართველოდან რომ ვიყავი. აღფრთოვანდა და მომიყვა ისტორიები, რაც ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის დროს გადახდა თავს. ბევრი მესაუბრა ქართულ სტუმართმოყვარეობაზე და იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნით აღფრთოვანებულია. შემპირდა, აუცილებლად გეწვევიო და ვნახოთ (იცინის). ფაქტია, ჯონ მაკკეინი საქართველოს დიდი გულშემატკივარია და ეს პირად საუბარშიც მითხრა.
– ვიცი, შეყვარებული გყავს და წარმომიდგენია, როგორ ამაყობს შენით. ხომ ასეა?
– დიახ, შეყვარებული მყავს, ელენე ტარუაშვილი და ძალიან ამაყობს ჩემით. მინდა, მასთან ერთად მთელი ცხოვრება გავატარო და მუდამ ამაყობდეს თავისი არჩევნით. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. სხვათა შორის, ელენე, სამხედრო-საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონიას დაეწრო და ჩემ გვერდით იყო. ეს გოგო ჩემი ცხოვრების სიყვარულია. ამერიკულ აკადემიაში გავიცანი. ჯერ, ვმეგობრობდით და მერე ეს გრძნობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა. უზომოდ ვარ შეყვარებული ამ ულამაზეს გოგოზე, რომელმაც ბოლო ორი წელი, ყველანაირად შემიწყო ხელი და დამეხმარა იმაში, რომ წარმატებით დამესრულებინა სწავლა. მალე ქორწილსაც ვგეგმავთ, მაგრამ ჯერ თარიღის გამხელა არ მინდა (იცინის).
– ელენემ იცის, სამხედრო ადამიანის ცოლობა რომ რთულია?
– იცის და ამას, უკვე განიცდის (იცინის). ელენე საოცრად ერთგული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული გოგოა, არ ეშინია ცხოვრებისეული სირთულეების და ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებაში. თავად,  სამედიცინო სფერო აქვს არჩეული.
– პაატა, ბევრი ადამიანის მსგავსად, შენ, ამერიკაში არ დარჩი და, სამშობლოში დაბრუნება ამჯობინე. სად გააგრძელებ კარიერას მომავალში?
– ამ ზაფხულს დავისვენებ და ვეცდები, ჩემი ქვეყნის ყველა მონატრებული ადგილი მოვინახულო. სექტემბრიდან კი, შევუდგები სამხედრო სამსახურს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ამით, მოვიხდი ვალს სამშობლოსა და ქართველი ხალხის წინაშე. პარალელურად, მაგისტრატურაზე სწავლასაც ვგეგმავ.
скачать dle 11.3