კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რა საჩუქარი გაუგზავნა ლიონელ მესიმ ბექა ფიფიას და როგორ ებრძვის რვა წლის ბიჭი ლეიკემიას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

რვა წლის ბექა ფიფია ახლა ისრაელის კლინიკაში ლეიკემიის ურთულეს ფორმას ებრძვის. ამ დაავადებამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და რაც უყვარს, ყველაფერზე უარი ათქმევინა, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. როგორც ექიმები ამბობენ, მკურნალობის კურსი იმედიანად მიმდინარეობს და ბექა სრული გამოჯანმრთელებისთვის იბრძვის, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და მისი დახმარება ნებისმიერ ჩვენგანს შეგვიძლია (0901901996 – ზარის ღირებულება ერთი ლარი). ცოტა ხნის წინ ბექას ოცნება აუსრულდა და კლინიკაში საყვარელი გუნდისგან, „ბარსელონასგან“, საჩუქრები: სხვადასხვა სახის სუვენირები და მესის ავტოგრაფიანი მაისური მიიღო.
ბაგრატ ფიფია (ბექას მამა): ბავშვს ფეხზე სისხლჩაქცევა გაუჩნდა, ისეთი, როგორიც ყველა ბავშვს შეიძლება, ჰქონდეს, მით უმეტეს, ბექასნაირ აქტიურ და მოძრავს. თავიდან არ მივაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება. მეორე დღეს თქვა, რომ ცოტა სტკიოდა და მესამე დღეს, ჩაქცევა რომ ჩირქოვან წარმონაქმნს დაემსგავსა, ციციშვილის კლინიკაში წავიყვანეთ. იქ გვითხრეს, რომ პატარა ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო, ანესთეზიამდე ანალიზები გაუკეთეს და მეორე დილისთვის დაგეგმეს ოპერაცია, მაგრამ დილით რომ მივედით, გვითხრეს, რომ ლეიკემიაზე ჰქონდათ ეჭვი და იაშვილიში გადაგვამისამართეს, სადაც ეს დიაგნოზი დაგვიდასტურეს. გვითხრეს, რომ ლეიკემიის ბავშვებისთვის არასტანდარტულ ფორმასთან გვქონდა საქმე, რომელიც უფრო ასაკოვან ადამიანებს აქვთ. ამის შემდეგ ორთვე-ნახევარი გავიდა და პირველ ემოციებს რომ ვიხსენებ, ახლაც მთელი ორგანიზმი მიკანკალებს. ვერ ვაზროვნებდით და ვერ ვხვდებოდით, სად წავსულიყავით და ვისთვის მიგვემართა. პირველად დიმიტრი ცინცაძის ფონდი გამახსენდა და მათ დავუკავშირდი. ერთ-ერთი თანამშრომელი – ეკა ნუნიაშვილი, დაახლოებით, ორი საათი მელაპარაკა და ზუსტად ამიხსნა, რა უნდა გამეკეთებინა. დედამიწის ზურგზე ამაზე კარგი ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენა იმ მომენტში არავის შეეძლო.
– ბექას მოუყევით, რაში იყო საქმე?
– ასე დეტალურად ძნელი ასახსნელი იყო და შევეცადეთ მარტივად გვეთქვა. ჯერ იცოდა, რომ ფეხს ვმკურნალობდით, მაგრამ ვერ მოვერიეთ და უცხოეთში იყო საჭირო წასვლა. სხვა ქვეყანაში წასვლა მისთვის საინტერესო სიახლე იყო და ადვილად გადაიტანა, მაგრამ იქ რომ აღმოაჩინა, კლინიკაში უნდა ყოფილიყო და საინტერესო არაფერი ხდებოდა, გაუჭირდა. ვუთხარით, რომ მას აქვს რაღაც ბაქტერიები, რომელიც საქართველოში ვერ ვიპოვეთ და მასთან საბრძოლველად ისრაელში ჩამოვედით. ქიმიოთერაპიიის შემდეგ თმა გასცვივდა, რაც ყველასთვის მძიმეა და მით უმეტეს, მისი ტიპაჟიდან გამომდინარე, მისთვის ძალიან ემოციური იყო. მაგრამ დარჩენილი თმაც გადავპარსეთ, იმიტომ რომ ბაქტერიები თმაში არ დამალულიყვნენ. მერე გაუჩნდა კითხვები: ეს ბოროტი ბაქტერიები ყველას უჩნდება თუ მე დავაშავე რამე და თქვენ რომ არ გიჯერებდით,  ამიტომ გამიჩნდა? როგორ უნდა ვებრძოლო? მე რა უნდა გავაკეთო და ასე შემდეგ.
– მთელ ამ ამბავში, როგორც ვიცი, ძალიან დაგეხმარათ ბავშვობის მეგობარი.
– ეს ადამიანი 1989 წელს გავიცანი პიონერთა ბანაკში. ის კიშინიოვიდან იყო. 90-იანი წლების დასაწყისში დედასთან ერთად საქართველოშიც იყო ჩამოსული. წლების განმავლობაში მიწერ-მოწერა გვქონდა, მაგრამ მერე ვითარება რომ აირია, კომუნიკაცია დავკარგეთ. სოციალური ქსელების გააქტიურების შემდეგ ერთმანეთი მოვიძიეთ და ურთიერთობა აღვადგინეთ. ის ახლა ისრაელში ცხოვრობს და როცა ეს დიაგნოზი დაგვიდასტურდა და გვითხრეს, რომ უცხოეთში წასვლა სჯობდა, ერთ-ერთი პირველი სწორედ ეს მეგობარი ბორის ფეიდმანი გამოგვეხმაურა. რაც ადამიანის ხელშია ექიმებმა და მე და შენ გავაკეთოთ, რაც ღვთის ხელშია, ღმერთთან წმიდა მიწაზე ყველაზე ახლოს იქნებიო. ფაქტობრივად, ეს სიტყვები იყო განმსაზღვრელი, რის გამოც ისრაელში წასვლა გადავწყვიტეთ.
– თანხების მობილიზება როგორ მოახერხეთ. ბექამ თავის გარშემო ბევრი, საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი ადამიანის გაერთიანება შეძლო.
– სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მინიმალური დახმარება მივიღეთ – 12 ათასი ლარი, ამდენივე მოგვცა თბილისის მერიამ, დაგვეხმარა სოლიდარობის ფონდიც. ყველაზე დიდი თანხა დიმიტრი ცინცაძის ფონდმა უზრუნველყო და დანარჩენი – სხვადასხვა იურიდიულმა პირებმა თუ კომპანიებმა. რაც შეეხება სოციალურ კამპანიას. ჩემმა უფროსმა შვილმა ორი წლის წინ პატარა ნოველა დაწერა, რომელიც ჩემმა მეუღლემ წელს, დაბადების დღის საჩუქრად დაუბეჭდა ორი ეგზემპლარად. ზუსტად იმ პერიოდში დაგვემართა ეს უბედურება და უფროს შვილს – რატის გაუჩნდა იდეა, რომ ეს წიგნი დიდი მასშტაბით გამოგვეცა და საქველმოქმედო ფასში გაგვეყიდა. მან ჩემს მეგობრებთან ერთად წამოიწყო აქტიური სოციალური კამპანია და საზოგადოების მხარდაჭერამ ჩემს ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
– როგორი ბიჭია ბექა – რა უყვარს, რისი კეთება მოსწონს?
– ბექა ძალიან აქტიური ბავშვია. ძალიან უყვარს ჩაცმა. სტილის მიმართ ყოველთვის გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონდა. აუცილებლად ჭრელი წინდები უნდა სცმოდა. სკოლაში რომ წავიდა, დილით ბედნიერი იყო, რა ლამაზი ფორმა მაცვიაო, მაგრამ საღამოს უბედური დაბრუნდა, რადგან აღმოაჩინა, რომ ყველას ერთნაირი ფორმა ეცვა. ბოლოს განაცხადა, სხვები რომ ჰალსტუხს ატარებენ, თუ შეიძლება, რომ მე ბაფთა გავიკეთოო? სკოლის დირექციიდან ნებართვა ავიღეთ და ბექა იყო ერთადერთი ბავშვი, რომელიც ბაფთით დადიოდა. ერთი პერიოდი გრძელ თმას ატარებდა. გრძელ თმაში ისე სცხელოდა,  გაძლება შეუძლებელი იყო, მაგრამ თმას ასე მარტივად ვერ შეელეოდა. თავის უფროს ძმაზე აფანატებს და ცდილობს, მას დაემსგავსოს  და ვუთხარით, რომ თუ თმას შეიჭრიდა, რატის დაემსგავსებოდა, რადგან მას მოკლე თმა ჰქონდა და ასე მოვხიბლეთ. უბედნიერესი იყო, თმა რომ შეიჭრა, სახლში რომ მივალ, რატის რატი ვეგონებიო, ამბობდა.
– ფეხბურთი უყვარს ძალიან და ცოტა ხნის წინ ოცნებაც აუხდა.
– საქართველოში „ბარსელონას“ ოფიციალური ფანკლუბი არსებობს, რომლის აქტიური წევრი მეც ვარ. მისი პრეზიდენტი მიხეილ ზაქარეიშვილი აქტიურად არის ჩართული ბექასთვის კამპანიაში. მათ აცნობეს ბექას შესახებ „ბარსელონას“, გაუგზავნეს ბექას ფოტოები მათ მაისურებში ძალიან პატარა ასაკიდან მოყოლებული და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბიუროკრატიული ორგანიზაციაა, ამ მეილზე პასუხი დაუყოვნებლივ მოვიდა – სასწრაფოდ კლინიკის მისამართი მოითხოვეს. ისევე, როგორც ჩვენი ოჯახი, ბექაც „ბარსას“ ფანია და როცა გაიგო, რომ „ბარსელონასგან“ იყო გამოხმაურება, არ დაიჯერა, მატყუებთ, იმიტომ რომ გინდათ, ფაფა მაჭამოთო. როცა ყველაფერი ვანახეთ, საჩუქრები და მესის ავტოგრაფიანი მაისური, დაიჯერა რომ ეს ნამდვილად მესის ავტოგრაფი იყო და იმ დღეს აიწია ანალიზების შედეგებმა ქიმიოთერაპიის შემდეგ. ჰიპერაქტიური ტიპაჟია და მისი ცხოვრება დაინგრა. ახლა ოთახშია გამოკეტილი და აპარატზეა მიბმული. ჩაცმასა და ტანსაცმელზე ორიენტირებული იყო და ახლა გვერდზე სახელოგარღვეული სპეციალური პიჟამო აცვია, რომელიც ძალიან არ მოსწონს, მაგრამ სხვა გამოსავალი არაა.
ახლა მკურნალობის რა ეტაპზე ხართ და ხარჯებთან გამკლავებას როგორ ახერხებთ?
– ბექას შედგენილი აქვს, ეგრეთ წოდებული, პროტოკოლი, სადაც მისი ყოველდღიური მკურნალობაა გაწერილი. ჩვენ სრული გამოჯანმრთელებისთვის ვიბრძვით. პროტოკოლით ახლა ქიმიოთერაპიის ოთხი კურსი უწევს, თან ძალიან აგრესიული, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსი დაუწყეს, როგორც გვითხრეს, ორგანიზმი იძლევა ამის საშუალებას. ორი კურსი უკვე გავიარეთ და ახლა მეორე კურსის შემდგომი რეაბილიტაციის ეტაპზე ვართ. ექიმების შეფასებით, პროცესი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს.
скачать dle 11.3