კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ვისთვის არის განსაკუთრებით სახიფათო ზაფხულის სიცხეები და რომელი საკვები პროდუქტი არის ამ პერიოდში საფრთხის შემცველი

ნინო კანდელაკი ნინო მაისურაძე

ზაფხულის სიცხეების მატებასთან ერთად, იმატებს სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკი. ზაფხულში უმთავრესად ნაწლავური ინფექციები ვრცელდება, მეტწილად – ვირუსული. ამ პერიოდში დაუბანელი ხელით განპირობებული დაავადებები დაახლოებით 25 პროცენტით მეტია სხვა სეზონებთან შედარებით. როგორ ავირიდოთ თავიდან ზაფხულის ინფექციები და როგორ დავიცვათ თავი დაავადებების გადამტანი მწერებისგან – ამ საკითხებზე გვესაუბრება და გვაფრთხილებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე: ზაფხულის სიცხეები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ჯანმრთელობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს მაღლი ტემპერატურა. დიდია როგორც ახალი დაავადებების ჩამოყალიბების, ასევე არსებული დაავადებების გამწვავების საფრთხე. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული რისკებია: დეჰიდრატაცია, გაუწყლოვანება, ორგანიზმში წყლის დეფიციტი; გადახურება, რომელმაც შეიძლება, გააუარესოს გულის დაავადებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; სითბური გამოფიტვა, სითბური დაკვრა. საქართველოში გვქონია შემთხვევები, როდესაც მაღალ ტემპერატურას გამოუწვევია ფატალური შედეგი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის. ჩვენთან უფრო ხშირია მზის დაკვრა.
– განსაკუთრებით რომელი ინფექციების რისკი არსებობს ზაფხულში?
– სიცხეში დიდია ნაწლავური ინფექციების – სალმონელოზის, კამპიოლობაქტერიოზის, ნოროვირუსული ინფექციების რისკი, რომელსაც ხშირად ენტეროვირუსს უწოდებენ. ცხელი დღეების დადგომისთანავე მატულობს მწვავე ინფექციების გამოვლინებები, იზრდება დიარეული დაავდებების რაოდენობა, როგორც ერთეულ, ასევე ეპიდაფეთქებების, ჯგუფური შემთხვევების სახით, რაც დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებასა და დიდ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახულ საკვებს უკავშირდება. ნაწლავური ინფექციების პრევენცია ჰიგიენური ნორმების დაცვაა, მაგალითად, ზღვაზე, როდესაც დედა მზეს ეფიცხება, ბავშვმა შეიძლება პირში კენჭი ჩაიდოს და აქედან გაჩნდეს ინფექცია, ბავშვს ზღვაზე ხელებს ხშირად ვერ დავბანთ, მაგრამ აუცილებელია ხელების გაწმენდა ჰიგიენური ხელსახოცით.
– რომელი საკვებია ზაფხულში განსაკუთრებით საშიში?
– ყოველგვარი სალათა, რომელიც შეკმაზულია რძის პროდუქტებით. ქათმის სალათები უმჯობესია მაშინ მივირთვათ, თუ მაცივრიდან ახალი გამოღებული და ცივია. ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს, ასევე, კრემიანი ნამცხვრები,  რაც შეეხება წყალს, თუ წყალი ცენტრალიზებულია და კარგად დეზინფექცირდება, მისი დალევა პრობლემას არ წარმოადგენს. თუ წყლის ხარისხში ეჭვი გვეპარება, ნებისმიერი წყალი უსაფრთხო ხდება ერთწუთიანი დუღილის შემდეგ. თუ პროდუქტი მაცივარში არ არის შენახული, შეიძლება მასში ერთი-ორი მიკრობი მოხვდეს, ის მაღალ ტემპერატურაზე აუცილებლად გამრავლდება. მწვანილს ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს მიკრობი, მაგრამ თუ მას ცალკე მივიღებთ არაფერი მოგვივა. თუმცა ის თუ მაიონეზსა ან არაჟანში მოხვდება, უკვე პრობლემად იქცევა. მთავარი რეკომენდაციაა, მივიღოთ დიდი რაოდენობის სითხე, არ დაველოდოთ წყურვილის შეგრძნებას. ეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე.
– წელს საქართველოში რომელი მწერები არიან გააქტიურებული?
– ახლა ის სეზონია, როდესაც გააქტიურებული არიან ტკიპები. თუმცა მათი ძალიან ცოტა ნაწილი შეიძლება იყოს მძიმე დაავადებების გადამტანი, მაგრამ ნამდვილად არაა სასიამოვნო, ტკიპა რომ გიკბენს. რასაც შეიძლება, მოჰყვეს ალერგიული რეაქცია, შეიძლება, უბრალოდ, რაიმე ბანალური ინფექცია შეიჭრას და დაჩირქდეს. ამიტომ ბუნებაში გასვლის წინ ძალიან კარგია რეპელენტები (სპეციალური დამაფრთხობლები) წავისვათ ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებზე და ტკიპა არ მოგვეკარება. ეს რეპელენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ ბავშვებზეც ერთი წლის ასაკიდან. არის რეპელენტები, რომლებიც გვიცავს არა მარტო ტკიპებისგან, არამედ კოღოს, იგივე ფლებოტომუსების ნაკბენისგან, რომელმაც შეიძლება, ლეიშმანიოზი გამოიწვიოს. ეს არის პარაზიტული დაავადება. მისი ერთ-ერთი ფორმა ხასიათდება ხანგრძლივი ცხელებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით. ადრე ფლებოტომუსი მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდებოდა, ახლა ქუთაისშიც დაფიქსირდა. საქართველოში არის ტკიპების ისეთი სახეობებიც, რომლებსაც  შეუძლია გადაიტანოს ყირიმ-კონგო, ლაიმის ბორელიოზი. ყირიმ-კონგოს ცხელება უმეტესად ფიქსირდება იმ ადამიანებში, რომლებიც ძროხებს უვლიან. ყველა ეს მწერი სწორედ ივნისის მეორე ნახევრიდან აქტიურდება. არის ტკიპები, რომლებიც ძალიან საშიში დაავადებების გადამტანები არიან. ეგზოტიკური დაავადებები – ზიკას ვირუსი, ლასა, ყვითელი ცხელება, ებოლა კოღოს გადააქვს. ბუნებაში გასვლისას ეცადეთ, ჩაიცვათ დახურული ტანსაცმელი, სახლში დაბრუნებისას კი, კარგად დაითვალიეროთ სხეული.
скачать dle 11.3