კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ნიკა არაბიძის ანეკდოტები



კახელმა თქვა:
– ე შაქრო, იმისთანა შავი და შაუხედავია ჯო, „ჯოკერს“ რომ ვთამაშობთ, დამაც არ მოსდის.
***
ხუთი წლის ბავშვი ეუბნება დედას:
– დედი, დღეს ქალს ავტობუსში ადგილი დავუთმე.
– ყოჩაღ, შვილო. მერე დაჯდა?
– ის არ დაჯდა და ისევ მე ჩავუჯექი მამას კალთაში.
***
ქუთაისელს ურეკავს თბილისელი მეგობარი და ეკითხება:
– ბიჭო, ლარის კურსი ქუთაისშიც დაეცა?
– არა. არ დაცემულა, ძმაო, პროსტა „ჩეიცუცქა“.
***
ცოლი ეჩხუბება ქმარს:
– შე დეგენერატო, ყოველ ღამე რომ მოდიხარ გათხლეშილი მთვრალი, ტრუსიკს მხდი და იძინებ, მე რეზინა კი არ მიჭერს.
***
გურულმა დაიჩივლა:
– რაცხა აბდლურის თქმაი მინდოდა, მაგრამ პარლამენტარებს ვერაფერს დაასწრებო.
***
მეცნიერებმა გაარკვიეს, რას ფიქრობს ქალი, მაგრამ მან უკვე გადაიფიქრა.
***
– თქვენ ცოფის ნიშნები გაქვთ, – ეუბნება ექიმი მეგრელს.
– ხოხ, მართლა?
– კი, ნამდვილად ასეა.
– კაი მაშინ, – ჩაილაპარაკა მეგრელმა, აიღო ფურცელი და წერა დაიწყო.
– ანდერძს წერთ? – ეკითხება ექიმი.
მეგრელი ხმას არ იღებს, გამწარებული წერს და წერს.
– თუ ანდერძს წერთ, ტყუილად ირჯებით, არ მოკვდებით.
– მაცალე, კაცო… ხომ მითხარი, ცოფიანი ხარო?
– კი.
– ხოდა, ვის უნდა ვუკბინო, იმათ სიას ვწერ…
***
გურული ცოლ-შვილთან ერთად სეირნობს, შეხვდება მეორე გურული.
– აი ჩემი ცოლია, აი ჩემი ბაღნები.
–  ბაღნები ტყუპებია?  
–  არა, რაის ტყუპები, ვერ ხედავ?! ერთი 3 წლისაა, მეორე კი – 7-ის.
– კი ვხედავ, ბიჭო, მარა, რავა ვიფიქრებდი, ამ ქალთან ორჯერ თუ დაწვებოდი.
***
ტიპი იყიდის BMW-ს, ჩაისვამს ორ ძმაკაცს, – წამო, გაჩვენოთ, რას „ეწევაო“.
მიაწვება, ავა 160... 170...180 და უკნიდან ერთი ძმაკაცი ეწუწუნება:
– თუ ძმა ხარ, გამიჩერე, ჩავალ მეშინია.
– რისი გეშინია? მფარველი ანგელოზი თან დამყვება და მიცავს.
არ მოუსვენებს მეგობარი. მოკლედ, გაუჩერებს, ჩასვამს.
მიაჭერს ფეხს პედალს და ავა 200... 240... ახლა, მეორე ძმაკაცი აუტყდება:
– თუ ძმა ხარ, გამიჩერე, უნდა ჩავიდე, მეც მეშინია.
– რისი გეშინია, მფარველი ანგელოზი თან დამყვება და მიცავს, დამშვიდდი.
– ე, ბიჭო, გამიჩერე, რა ანგელოზი, უნდა ჩავიდე.
მოკლედ,  გაუჩერებს ამასაც. დარჩება მარტო. გაბრაზებული ადგება და მიადგამს ბოლომდე – 240... 260 და უკნიდან ხელს უბრახუნებენ. გაოცებული მიხედავს და ჰკითხავს:
– შენ ვიღა ხარ?
– მე შენი მფარველი ანგელოზი ვარ და კაცურად, გამიჩერე, მეც ჩავდივარ.
***
ორი სტუდენტი საუბრობს საერთო საცხოვრებელში:
– ერთი გოჭი ხომ არ გვეყიდა? ოთახში გავზარდოთ და ღორის მწვადებიც გვექნება.
– მერე სუნი?
– სუნს შეეჩვევა, რა, ღორია ბოლოს და ბოლოს.скачать dle 11.3