№28 ბრძნული აზრები
აბრამოვიჩი: ბედნიერებაში ფული არ არის.
ჩერჩილი: ცხოვრების უდიდესი გაკვეთილი მდგომარეობს იმაში, რომ ზოგჯერ სულელებიც მართლები არიან.
შილერი: თუ თქვენ დათრგუნული ხართ, ესე იგი, ცხოვრობთ წარსულში; თუ ნერვიულობთ, ესე იგი, ცხოვრობთ მომავალში; ხოლო თუ მშვიდად ხართ, ესე იგი, აწმყოში ცხოვრობთ.
კერგრეგორი: ცხოვრების ამოხსნა კი არ არის პრობლემა, არამედ რეალობა, რომელიც უნდა შეიგრძნო.
ბუდა: ბედნიერებისკენ მიმავალი გზა არ არსებობს, თვითონ გზა უკვე ბედნიერებაა.
ჩაპლინი: ყოველთვის მიყვარს წვიმაში სეირნობა, რადგან ვერავინ ამჩნევს, რომ ვტირი.
წმიდა ნიკოლოზი: დაიმორჩილე ენა და ყველაზე მტკიცე ციხესიმაგრეს დაიმორჩილებ.
მერაბ კოსტავა: გავა დრო და ქართველები ხელების ცეცებით დავუწყებთ ერთმანეთს ძებნას...
ჩელენტანო: ვინც არ მუშაობს, მას არ უყვარს.
ბრუს ლი: ცოდნა გაძლევთ თქვენ ძალას, ხოლო ხასიათი – პატივისცემას.
პოლ ვალერი: ერთმანეთს რომ გავუგოთ, მთავარია სხვადასხვანაირად ვიაზროვნოთ.
ვოლტერი: ჯანმრთელი ადამიანი გაუგებრად ლაპარაკობს მხოლოდ მაშინ, როდესაც გაუგებრად აზროვნებს.
პითაგორა: იცხოვრე ისე, რომ მტრები მეგობრებად გექცნენ, ოღონდ მეგობრები მტრებად არ გაიხადო.
ცვაიგი: ბრძენი ადამიანი უფრო მეტს გაიგებს ბრიყვული შეკითხვისგან, ვიდრე ბრიყვი ბრძნული პასუხისგან.
გეიტსი: დარწმუნებული ვარ, თუ ადამიანს მივცემთ პრობლემას და ამ პრობლემის მოგვარების გეგმას, ის ნაყოფიერ შრომას დაიწყებს.
პეტრე პირველი: თუ სურვილია, ათასი ხერხია, თუ არ არის სურვილი, ათასი მიზეზი გამოჩნდება.
თაგორი: ჩემი კანონია, არ ვეკამათო ქარს, არამედ გამოვიცნო, საით უბერავს ის.
არმანი: კაბებში ეძებეთ ქალი. თუ ქალი არ არის, ესე იგი კაბა არ არსებობს.
შანელი: თუ ღმერთი მამაკაცია, მაშინ მამაკაცი ღმერთია.