კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რამდენი ტრაგედია გამოიწვია მეფის დაუკითხავად ერისთავის დასჯამ და როგორ გადაშენდა ხორნაბუჯელ მახატლისძეთა გვარი

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

დავით ულუ ოქროს ურდოს ყაენმა, ბათომ დაიბარა თავისთან.
ჰულაგუიანთა საილხანო ჯერ არ იყო დაარსებული და ამიტომ საქართველო ოქროს ურდოს ვასალად ითვლებოდა. დავით ულუს პირველ ცოლად ჰყავდა მონღოლთა ნოინის ასული – ჯიგდა-ხათუნი, რომელიც მას, ალბათ, დიდ ურდოში ყოფნისას მოაყვანინეს, როცა მეფედ დასამტკიცებლად იყო იქ წასული.
მეფემ სამეფოში უფროსად დატოვა დედოფალი ჯიგდა-ხათუნი და მესტუმრე ჯიქური.
მესტუმრე ჯიქური ძალიან ნიჭიერი და მეფის ერთგული პიროვნება ყოფილა. მას სამეფოში სანიმუშო წესრიგი დაუმყარებია. თურმე, აღარ არსებობდნენ მპარავები და ავაზაკები და, თუ სადმე გამოჩნდებოდნენ, ძელზე ჰკიდებდნენ.
მეფის კარზე მესტუმრის (მესტუმრეთუხუცესის) სახელო, ანუ თანამდებობა, არ იყო სავაზირო, ანუ ერთ-ერთი უმაღლესი სახელო. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, მესტუმრე არ იყო მთავრობის წევრი, ის ვაზირ მანდატურთუხუცესის ერთ-ერთ თანაშემწედ ითვლებოდა.
მესტუმრის მოვალეობაში შედიოდა სასახლეში უცხოელი ელჩების მიღება, გამგზავრება და სხვა. მემატიანე ჯიქურს „მესტუმრეს” უწოდებს. ალბათ, ჯიქური მესტუმრეთუხუცესი, ანუ, სხვა მესტუმრეების ხელმძღვანელი იყო. შეიძლება, მანამდე, სულაც, ერთ-ერთი სასახლის მესტუმრე იყო მხოლოდ. როგორც ჩანს, ჯიქური არ ყოფილა დიდგვაროვანი, მაგრამ, მეფეს დაუახლოებია და, ფაქტობრივად, სახლთუხუცესის უფლებებიც ჩაუბარებია მისთვის და პირველი ვაზირისაც, რადგან ის განაგებდა, თურმე, სასახლესაც და სამეფოსაც. წესით, მეფეს, ქვეყნიდან გამგზავრების შემთხვევაში, მწიგნობართუხუცესისთვის უნდა ჩაებარებინა სამეფო. მესტუმრე ჯიქური ძალიან ეხმარებოდა ქვეყნის გაღატაკებულ მოსახლეობას და უბრალო ხალხში პოპულარულიც ყოფილა.
დედოფალი ჯიგდა ენერგიული ქალი გახლდათ და აქტიურად ერეოდა ქვეყნის მართვაში. მონღოლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქალის რჩევებს. ხშირად დედოფლები მართავდნენ ხოლმე საყაენოს, როგორც რეგენტები – ყაენის გარდაცვალებიდან ახალი ყაენის არჩევამდე ან ყაენის საომრად გამგზავრებისას.
ყაენთან წასვლამდე მეფემ სხვადასხვა კუთხე ჩააბარა ადგილობრივ დიდებულებს. კახეთი ახალგაზრდა თორღვა პანკელისთვის ჩაუბარებია და უბრძანებია, დედოფლის ბრძანებებს დაემორჩილეო.
დავით ულუ კარგა ხანს იმყოფებოდა ურდოში.
ეგონა, თურმე, თორღვას, აღარ დაბრუნდება მეფეო და გამაგრებულა პანკისის ციხეში, რომელსაც მერე „თორღვას ციხე” უწოდეს; დაიკავა კახეთი და აღარ მორჩილებდა დედოფალსა და მესტუმრე ჯიქურს. დაუმორჩილებლობის მიზეზი უცნობია. შეიძლება, დაბალი წარმოშობის ჯიქურის მბრძანებლობას ვერ იტანდა. არის სხვა ვერსიაც: ლეგენდის მიხედვით, ახალგაზრდა თორღვა ჯიგდა-ხათუნს მოსწონებია, მაგრამ მეფის ღალატი და შეურაცხყოფა ვერ იკადრა პანკელმა და ამიტომ არ ემორჩილებოდა ჯიგდასა და ჯიქურს. იმასაც ამბობდნენ, ჯიგდა ჰყვარობდა ჯიქურს და ამიტომ მოხდა მისი დაწინაურებაო. ეს ლეგენდებია, უფრო – ვარაუდები,
ყაენმა ბათომ დიდად დააფასა ჩვენი ხელმწიფე, დაასაჩუქრა და უკან გამოაგზავნა. დავით ულუს ჰერეთში საქართველოს დიდებულები მიეგებნენ. შეშინებული თორღვა არ ეახლა და პანკისში ჩაიკეტა, თავის ციხეში.
მეფე დაბრუნდა ტფილისში. ყველას უხაროდა ხელმწიფის მშვიდობიანად დაბრუნება, რამდენიმე კვირა გაგრძელდა ლხინი. თორღვა მაინც არ გამოჩნდა. მოუწოდა მეფემ თორღვას სასახლეში, მაგრამ არ მივიდა პანკელი მეფესთან. მაშინ ჯიქურმა ვერაგული გეგმა მოიფიქრა: მისი დავალებით, ბერი ხორნაბუჯელი წავიდა თორღვასთან და შეჰპირდა, ფიცს მოგცემ და მენდეო.
ბერი ხორნაბუჯელი იყო კამბეჩოვანის ერისთავი და მახატლისძეების დიდი გვარის შთამომავალი.
თორღვამ უპასუხა: წავიდეთ ალავერდში წმიდა გიორგის ხატის წინაშე და იქ შემომფიცეო. ალავერდის წმიდა გიორგის ხატზე სამოსის ფესვს გამოება თორღვა პანკელი. მივიდა ბერი ხორნაბუჯელი, შეჰფიცა და გამოხსნა ხატისგან. თორღვამ უთხრა: „რასაც მე მიზამ, ის გიქნას შენ წმინდა გიორგიმ, რადგან მარტო ვარ, არ მყავს მემკვიდრე ჯერ და ჩემი სიკვდილით უმკვიდროდ რჩება ჩემი ოჯახი, ასეთივე უმკვიდრო დატოვოს შენი სახლი მთავარმოწამე გიორგიმ, თუ მიღალატოო“.
დაიფიცა და გამოხსნა ხორნაბუჯელმა პანკელი. ფიცით შეკრულმა წაიყვანა ტაბახმელას, სადაც სამეფო ოჯახი იმყოფებოდა დასასვენებლად. მიუყვანა ჯიქურსა და დედოფალს. მათ კი მეფეს არ გააგებინეს და კლდიდან გადააგდეს. ასე შეწყდა პანკელ ფეოდალთა ის გვარი.
ხორნაბუჯელმა, ალბათ, არ იცოდა ჯიქურისა და ჯიგდას ჩანაფიქრი, რომ მეფის უკითხავად მოკვლას უპირებდნენ თორღვას. რადგან, მეფის ბრძანების გარეშე ასეთ საქმეზე არ წავიდოდა და არც წმინდა გიორგის წინაშე დაიფიცებდა ტყუილად.
როგორც ამბობენ, ბერი ხორნაბუჯელი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. შიშმა აიტანა უშიშარი მეომარი. ფიცის გატეხვას თავს აბრალებდა. მას ჰყავდა ერთადერთი ვაჟი, შესანიშნავი მეომარი შალვა. შალვას ჰყოლია რამდენიმე ძე და ერთი ასული. თორღვა პანკელის მკვლელობიდან სულ მალე, შალვას ორი ვაჟი მოკვდა. ერთი კლდიდან გადმოვარდნილა, მეორე შხამიან ჯოჯოს დაუგესლავს.
მალე ოქროს ურდოს ახალი ყაენი, ბერქა შემოიჭრა ამიერკავკასიაში. ამ დროს ჩვენი სახელმწიფო უკვე ჰულაგუიანების ვასალი გამხდარიყო და ჩვენს ჯარს ვალდებულება ჰქონდა, ეომა ოქროს ურდოს წინააღმდეგ.
შირვანში მტკვარი ვერ გადალახა ბერქა ყაენის ჯარმა, რადგან აყრილი იყო ხიდები. ამოუყვა მტკვრის მარცხენა სანაპიროს და აოხრებდა უმოწყალოდ. ხორნაბუჯის საერისთავოს პატარა ლაშქარი შეებრძოლა ბერქას ჯარს. ლეგენდის მიხედვით, შალვა არ გაჰყვა თავის მეომრებს, რადგან ხატის შურისძიებისა ეშინოდა, ფრთხილობდა, სხვებიც არ დავღუპოო. ქიზიყში გაიმართა ბრძოლა. ლეგენდის მიხედვით, ბრძოლაში შალვა ხორნაბუჯელის სამივე ვაჟი დაიღუპა. გამწარებულ შალვა ხორნაბუჯელს უთანასწორო ბრძოლაში ხმლით დაუჭრია ბერქა ყაენი, რის გამოც ყაენი რამდენიმე დღეში გარდაიცვალაო. სინამდვილეში, კი, ბერქა რაღაც ფეხების დაავადებით მომკვდარა საქართველოში, გარეჯში.
ლოვარდ ტუხაშვილი გვიამბობს გავრცელებული ლეგენდის დასასრულს:
„აღიჭურვა ბერი ხორნაბუჯელი, რამდენიმე მოხუცი მეომარი და მღვდელი გამოიყოლა, შვიდი დღე ეძებდა ნაომარ ველზე საკუთარ ნაშიერებს. დაღუპული მეომრებიდან ვერაფრით გამოარჩია ვერც შალვა და ვერც მისი სამი ვაჟი. უხმოდ დაბრუნდა დაცარიელებულ ქალაქში, სულ მაღლა, ზესთა კოშკზე ავიდა, ოთხი ანთებული სანთელი ხელში დაიჭირა და ზეცას შეღაღადა:
„ალავერდის წმიდა გიორგის ხატო, ხომ ბოლომდე მაჩვენე უბედურება ჩემი, ხომ იცი, უბრალო ვარ, მეფის ნდობამ წაბილწა სული ჩემი, ახლა მაკმარე სასჯელი დიდი, მიმიღე!“
მაღალი ფრიალო კბოდედან გადაეშვა ბერი ხორნაბუჯელი, ქვასავით დაენარცხა მიწას. ქიზიყში ახლაც გიჩვენებენ ზესთა კოშკის წინ, ოდნავ შეწითლებულ ქვის ბასრ ნატეხს, ამ ქვაზე წამოეგოო ერისთავთ-ერისთავი, სწორედ მისი სისხლით არის შეწითლებული ეს ბასრკბილა, კაჟი ქვა. შეღამებისას კი, ზესთა კოშკიდან ისმის ტირილი მოხუცი კაცისა. ქარიან დღეს ეს ხმა კლდის ნაპრალებში დარბის, მაშინ ნათლად გამოიკვეთება სიტყვები: ,,სადა ხარ შალვა, საღირ, დავით, გიორგი“. ეს მოხუცი ბერი ეძახის შვილს და შვილიშვილებს.
ჯიგდა-ხათუნს შვილი არ მიეცა. აღმოსავლეთში გავრცელებული წესის თანახმად, ჯიგდას ბრძანებითა და თანხმობით, მეფეს მოუყვანეს მხევალი ოსეთიდან, სახელად ალთუნი, რომელსაც შვილები უნდა გაეჩინა დავითისთვის.  დედა კი, ოფიციალურად, ჯიგდა გახდებოდა.
ალთუნმა ლაშას ძეს უშვა უფლისწული გიორგი და ასული, თამარი. დედოფალმა იშვილა ქმრის ქალ-ვაჟი და ალთუნი უკან გაგზავნეს – ჩრდილოეთ კავკასიაში, ოსეთში. თუმცა, ჯიგდა-ხათუნი მალე გარდაიცვალა.
ტრაგიკულად დამთავრდა ჯიქურის სიცოცხლეც, მეფემ, ის მეტეხის კლდიდან გადააგდებინა.
скачать dle 11.3