№28 ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებელი ნესვის 3-დღიანი დიეტა
ნესვის დიეტით არა მხოლოდ გათავისუფლდებით ზედმეტი კილოგრამებისგან, არამედ მოიწესრიგებთ ნივთიერებათა ცვლას და შეავსებთ თქვენს ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით. ნესვი მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, მარილებითა და ვიტამინებით.
პირველი დღე:
საუზმე – 200 გრამი ნესვი, 100 გრამი უცხიმო ხაჭო, ერთი ნაჭერი ჭვავის პური.
სადილი – ერთი ნაჭერი მოხარშული უცხიმო თევზი, 50 გრამი ნესვი, 50 გრამი უცხიმო ყველისა და სალათის ფურცლების სალათა ლიმონის წვენითა და ცოტა ზეითუნის ზეთით.
სამხარი – 200 გრამი ნესვი.
ვახშამი – 200 გრამი მოხარშული ბრინჯი, 1 კიტრისა და 1 პომიდვრის სალათა, მარილის გარეშე და ერთი ნაჭერი ნესვი.
მეორე დღე:
საუზმე – 1 მოხარშული კვერცხი, უშაქრო მწვანე ჩაი.
სადილი – ჭარხლის, კიტრისა და მწვანილის სალათა, ლიმონის წვენით და ცოტა ზეითუნის ზეთით. 200 გრამი ნესვი და ერთი ჭიქა ლიმონიანი წყალი.
სამხარი – 200 გრამი უცხიმო ხაჭო.
ვახშამი – 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი, 1 ცალი გახუხული პურის ნაჭერი და 200 გრამი ნესვი.
მესამე დღე:
საუზმე – 200 გრამი ნესვი და ერთი ჭიქა იოგურტი.
სადილი – ერთი თეფში მოხარშული ბრინჯი, ერთი ნაჭერი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი, 100 გრამი ნესვი.
სამხარი – ერთი ნაჭერი შავი პური და ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი.
ვახშამი – 1 ცალი მოხარშული კარტოფილი, კიტრის, მწვანილისა და ზეითუნის ზეთისგან მომზადებული სალათა, 200 გრამი ნესვი.