კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 თუ სუსტი და მტვრევადი ფრჩხილები გაქვთ...

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

სასიამოვნოა, როცა ფრჩხილები ლამაზად გამოიყურება. ამისთვის საჭიროა მათი მოვლა. თუმცა, ხშირად, მოვლის მიუხედავადაც, ისინი კარგავენ ბუნებრივ ფერს და ყვითელდებიან. ამის მიზეზი შესაძლოა, გახდეს სიგარეტი, უხარისხო ლაქის გამოყენება, შინაგანი ორგანოების პრობლემები, სოკოვანი დაავადება. ფრჩხილების მტვრევის გამომწვევი მიზეზი კი ორგანიზმში მინერალების – კალიუმის, ფოსფორისა და ფტორის, დეფიციტია. ამიტომ, ხშირად უნდა მიირთვათ სეზონური ხილი, ბოსტნეული და ხაჭო.
* ფრჩხილების გასათეთრებლად: ყოველდღიურად, 2 კვირის განმავლობაში, ყველა ფრჩხილი, ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის ნაზავით გაიწმინდეთ. ეს დაგეხმარებათ, ფრჩხილების არა მარტო გალამაზებაში, არამედ გახდის მათ უფრო მყარს. ასევე, კარგია სოდის აბაზანებიც: 1 სუფრის კოვზ სოდას დაასხით თბილი წყალი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ ხელები წყალში, დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. უკვე მესამე პროცედურის შემდეგ შედეგი შესამჩნევი იქნება.
თუ თითებსა და ფრჩხილებზე რეგულარულად წაისვამთ ზეითუნის ზეთს,  ფრჩხილები ჯანსაღ იერს მიიღებს, ფრჩხილები სწრაფად გაიზრდება და გამაგრდება; კანი კი, დატენიანდება, ნუნების აქერცვლაც აღარ შეგაწუხებთ. გამოიყენეთ სპეციალური ზეთები ან ხშირად ისვით ხელებისა და ფრჩხილებისთვის განკუთვნილი კრემი ყველგან  და ყოველთვის - მანქანაში, სამსახურში, ძილის წინ, შხაპის შემდეგ. ხელები გახდება ხავერდოვანი, ხოლო  ფრჩხილები ძლიერ და ჯანსაღ შესახედაობას მიიღებს.
ნუნები სპეციალური საკვნეტით მოიჭერით, ძალიან ფრთხილად, სპეციალური დამარბილებელი საშუალების გამოყენების შემდეგ.
მანიკიურის გაკეთების წინ, აუცილებლად დაილბეთ თითები: ერთი სუფრის კოვზი ზღვის მარილი, გახსენით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში. ხსნარში გააჩერეთ ხელები 10 წუთს. შემდეგ ფრჩხილები შეიმშრალეთ ხელსახოცით და წაისვით ნებისმიერი მკვებავი კრემი.
* თუ ფრჩხილი ხშირად ტყდება და იქერცლება:  2 ჩაის კოვზ სუფრის მარილს დაუმატეთ 3-4 წვეთი იოდი, 1/3 ჭიქა ფორთოხლის წვენი და 1/3 ჭიქა თბილი წყალი. კარგად აურიეთ, ჩაყავით თითები აბაზანაში ისე, რომ ფრჩხილები ხსნარმა დაფაროს. გააჩერეთ 5-10 წუთს. პროცედურის შემდეგ, ხელები გაიმშრალეთ და წაისვით კრემი. ან 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 3 სუფრის კოვზი სუფრის მარილი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი 5-პროცენტიანი იოდის ხსნარი. კარგად აურიეთ. ჩაალბეთ თითები ამ აბაზანაში 10-15 წუთით.
* გლუვი და პრიალა ფრჩხილები რომ გქონდეთ: 1/3 ჭიქა ზეთი შეათბეთ წყლის აბაზანაში, დაუმატეთ მარილი და კარგად აურიეთ. ჩაყავით მასში თითები და 15-20 წუთს გააჩერეთ.  პროცედურის შემდეგ, ხელები თბილი წყლით დაიბანეთ.
* ფრჩხილის გასამაგრებლად და მისი ჯანსაღი ფერის დასაბრუნებლად: ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალს, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი მარილი და მასში ფრჩხილები 20 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. სასურველია, ეს პროცედურა დღეში ორჯერ გაიმეოროთ. ორი კვირის შემდეგ, ფრჩხილები საგრძნობლად გამაგრდება და ჯანსაღ შეფერილობასაც დაიბრუნებს.
* სანამ მანიკურს გაიკეთებთ, ფრჩხილებზე იოდი წაისვით. ამით მის სტრუქტურას დაზიანებისგან დაიცავთ.
* გაწურეთ ორი ცალი ლიმონი, დაუმატეთ იმავე რაოდენობის წყალი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და გაიკეთეთ ფრჩხილების აბაზანა 20 წუთის განმავლობაში. პროცედურის ჩატარება საკმარისია ორ დღეში ერთხელ. ერთი თვის შემდეგ საკუთარ ფრჩხილებს ვერ იცნობთ.
 აუცილებელია ხარისხიანი, ვიტამინიზირებული ხელებისა და ფრჩხილების მოვლის საშუალებები შეიძინოთ, რათა ფრჩხილები მუდამ მოვლილი და ჯანსაღი გქონდეთ.скачать dle 11.3