კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რატომ დალია ჩერჩილმა თავის დაბადების დღეზე სტალინის სადღეგრძელო

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი თავისი არსითა და ბიოგრაფიით ანტიკაპიტალისტი იყო, მთელი ცხოვრება ოლიგარქებს ებრძოდა და ამ სისტემას ანგრევდა, საბჭოთა ბელადი, საჭიროების შემთხვევაში, მშვენივრად პოულობდა ხოლმე მათთან საერთო ენას და საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად იყენებდა... პროფესორი არკადი კაზანცევი წერს: „სტალინი უნიჭიერესი ადამიანი იყო და მის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარეს  პოლიტიკა წარმოადგენდა. საბჭოთა ბელადს ჰქონდა უნიკალური თვისება – ზუსტად და სწრაფად აეღო ალღო შექმნილი პოლიტიკური სიტუაციისთვის, ეპოვა ყველაზე სწორი გამოსავალი კრიზისიდან და ღირსეულად გამოსულიყო პოლიტიკური ჩიხიდან. 2015 წელს საშუალება მომეცა, მემუშავა „კაგებეს“ ყოფილ საიდუმლო არქივში. იქ წავაწყდი „ჩეკას“ ცნობილი უფროსის, ლეგენდარული რევოლუციონერის, ფელიქს ძერჟინსკის დღიურებს. სრულად გავეცანი მათ შინაარსს და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციებიც მივიღე. განსაკუთრებით საინტერესოა ამ დღიურების ერთი მონაკვეთი, რომელშიც „რკინის ფელიქსი“  აღწერს საუბარს ლენინის კაბინეტში, კრემლში 1920 წლის 27 თებერვალს. იქ იმყოფებოდნენ ლენინი, ძერჟინსკი და სტალინი. ძერჟინსკი საკმაოდ კარგად წერდა და ეს დიალოგიც შესაბამისად აქვს აღწერილი. დღიურის ამ მონაკვეთში წერია: „ილიჩმა (ლენინმა) დილის ათ საათზე დამირეკა და მითხრა:
– ფელიქს ედმუნდოვიჩ, ჩემთან შემოდი. საქმე მაქვს და უნდა მოგეთათბირო.
რთული პერიოდი იდგა. ლენინი ხშირად მიბარებდა ხოლმე და ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ათიოდე წუთში ვეახელი. იქ სტალინიც დამხვდა. მივესალმე მათ და სავარძელში მოვკალათდი. საუბარი ეხებოდა ქვეყნის  ეკონომიკას. იმას, თუ როგორ გამოვსულიყავით ამ უმძიმესი ვითარებიდან. ერთი მხრივ, სამოქალაქო ომის სიმძიმე, მეორე მხრივ კი – აბსოლუტური ეკონომიკური ბლოკადა გარედან ჩვენს მდგომარეობას კატასტროფულს ხდიდა. ლენინი წუხდა და გამოსავალს ვერ პოულობდა. მისი აზრით, გარდაუვალი იყო კაპიტალისტებთან სამხედრო კონფლიქტი და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვარდებოდა ეკონომიკური პრობლემები. მაგრამ ილიჩს სტალინი შეეწინააღმდეგა:
– ვლადიმირ ილიჩ, კაპიტალისტური სამყარო ამჟამად ჩვენზე ბევრად ძლიერია და მათთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი ჩვენთვის კატასტროფა იქნება.
– სხვა რა გზა გვაქვს? – ჰკითხა ლენინმა და დააყოლა, – მათ მიერ ჩვენთვის გამოცხადებული ბლოკადა კატასტროფა არაა? ეს იგივეა, შენობაში რომ გამოგამწყვდიონ, შიგნით მომწამვლელი კვამლი შემოუშვან და ამოგგუდონ. ხოლო, თუკი მათ შეიარაღებულ წინააღმდეგობას გაუწევ, შეიძლება, დაამარცხო და უფრო მეტ სარგებელსაც კი ნახავო.
– სარისკო და სათუო საქმეა. ჯობია, მათ სხვაგვარად მოვუაროთ, – თქვა სტალინმა.
– როგორ? – ჰკითხა ლენინმა.
– მოვატყუოთ, – გაეცინა სტალინს.
– იდეა გაქვთ? – იკითხა ილიჩმა.
– დიახ, – მიუგო სტალინმა და დაამატა, – ჩემი აზრით, მთელი ეს ოლიგარქიულ-კაპიტალისტური ბანდა უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ ხელს ვიღებთ ჩვენს ფუნდამენტურ პრინციპზე – ანტიკაპიტალიზმზე და კერძო საკუთრებასა და თავისუფალ ვაჭრობას ვემხრობით, რაც სოციალიზმის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ქვეყანაში ახალი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გამოვაცხადოთ. ამას მოჰყვება დიდძალი კაპიტალის შემოდინება. გავსწორდებით წელში და ფეხზე რომ მყარად დავდგებით, აი, სწორედ მაშინ დავცხებთ მსოფლიო კაპიტალიზმს.
ილიჩი სტალინის სიტყვებმა ჩააფიქრა. ათიოდე წუთის შემდეგ კი, თავი გააქნია და ეშმაკური ღიმილით უთხრა:
– თუ სწორად მივხვდი, თქვენი ფორმულა მარტივია – კაპიტალისტების განადგურება მომავალში თავად კაპიტალისტებს უნდა დავაფინანსებინოთ ახლა. სწორია?
– დიახ, ვლადიმირ ილიჩ. აბსოლუტურად ზუსტად ჩაწვდით საქმის არსს, – მიუგო სტალინმა.
სწორედ იმ დღეს ჩაისახა ახალი ეკონომიკური პოლიტიკა – „ნეპი“, რომელმაც საფუძველი დაუდო საბჭოეთის ეკონომიკურ აღმასვლას მომავალში“.
საგულისხმო ფაქტია, რომ „ნეპის“ იდეა დღემდე ყველას ლენინის აზრი ჰგონია  და მხოლოდ ძერჟინსკის დღიურებმა მოჰფინა ამ ამბავს ნათელი. მომავალში სტალინი არაერთხელ მიმართავს კაპიტალისტურ დახმარებას, მათსავე დასამარცხებლად და საბჭოთა ბელადს ეს ყოველთვის მშვენივრად გამოუვა. მარტო ის რად ღირს, რომ საბჭოეთის გიგანტური ინდუსტრიალიზაცია სტალინმა სწორედ კაპიტალისტების ხელშეწყობით განახორციელა და შემდგომ მათ წინააღმდეგ მიმართა. სწორედ კაპიტალისტური დახმარებით მოუღო სტალინმა ბოლო ჰიტლერს და ეს გამარჯვებაც კაპიტალისტების წინააღმდეგ გამოიყენა. სრულიად კანონზომიერი იყო ისიც, რომ 1943 წელს თეირანის კონფერენციაზე, ჩერჩილის დაბადების დღეზე შეკრებილი დიდი სამეულისა და მათი ამალის წინაშე იუბილარმა ჩერჩილმა პირველად სწორედ სტალინი ადღეგრძელა...
პროფესორი კაზანცევი მხოლოდ ერთი წინადადებით ახსენებს თეირანის კონფერენციაზე ჩერჩილის საქციელს სტალინის მიმართ. ეს ეპიზოდი კი უფრო ფართო განხილვის ღირსია და საინტერესოა, თუ რას ყვებოდა ვიაჩესლავ მოლოტოვი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ კონფერენციაში. მოლოტოვი იხსენებდა: „საბჭოთა დაზვერვამ სწორედ ჩერჩილის დაბადების დღეს აღკვეთა მოსალოდნელი თავდასხმა დიდ სამეულზე და როდესაც ბრიტანელი პრემიერის დაბადების დღის აღსანიშნავად ვიკრიბებოდით, ეს ამბავი მაშინ მოახსენეს ჩერჩილს. მან (ჩერჩილმა) დიდ დარბაზში შეკრებილებს თვალი მოავლო. შემდეგ სტალინისა და რუზველტისკენ წავიდა, თან ხელში ბოკალი ეჭირა, რომელიც შამპანურით იყო სავსე. სტალინთან შეჩერდა. გაუღიმა და შეკრებილებს ხმამაღლა მიმართა:
– მეგობრებო! ამ წუთას ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ფაშისტი დივერსანტები ჩვენი სამეულის ლიკვიდაციას აპირებდნენ და ეს ყოველივე საბჭოთა დაზვერვამ აღკვეთა. მე გთავაზობთ სტალინის სადღეგრძელოს. მართალია, ჩემი დღეობაა, მაგრამ რომ არა დიდი სტალინი, ჩვენ ახლა აქ ასე ვერ შევიკრიბებოდით.
ჩერჩილმა სტალინს ბოკალი მიუჭახუნა და მისი სადღეგრძელო შესვა. იგივე გააკეთა ყველამ, ვინც იმ დარბაზში იყო შეკრებილი“.
მიუხედავად იმისა, რომ სტალინს თავის კოლეგებთან, სხვა ქვეყნების მეთაურებთან კარგი ურთიერთობები აკავშირებდა, საბჭოთა ბელადი არასდროს ყვებოდა პირადი ურთიერთობების ხიბლზე და ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც ამას მისი ქვეყნის (საბჭოთა კავშირი) ინტერესები მოითხოვდა. ტყუილად არ წერდა ტროცკი – ყველაზე რთულ მოლაპარაკებებზე ლენინი ყოველთვის სტალინს გზავნიდა, იმიტომ რომ მისი (სტალინის) მოტყუებას ან მოხიბვლას ვერავინ შეძლებდაო.
საგულისხმოა ისიც, რომ ჩერჩილმა თავის მემუარებში აღწერა და ასეთი რეზიუმე გაუკეთა სტალინთან პაექრობას – „ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ სტალინი და სიკვდილი ვერ დავამარცხეო“.
скачать dle 11.3