კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ვისთვის არის განსაკუთრებით საშიში მაღალი ტემპერატურა და რა გართულებებს იწვევს ის

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივად მოქმედების შედეგად ხდება ორგანიზმის სარეგულაციო-ადაპტაციური მექანიზმების მოშლა, ვითარდება სითბური დაკვრა. ადამიანს ეწყება გულისრევა, თავბრუხვევა და სისუსტე. თვალებზე ჩნდება მუქი ფერის ლაქები, რაც აძნელებეს მხედველობას. შესაძლოა, განვითარდეს კუნთების სპაზმი და ფეხების შეშუპება. თუ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება დიდხანს გაგრძელდა, საბოლოოდ შეიქმნება ორგანოთა ტერმინალური დაზიანების საფრთხე – ეს ის მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანოები პრაქტიკულად „მოხარშულია“.
 უპირველესად, ნებისმიერი ორგანიზმი სიცხეზე სისხლძარღვების გაფართოებით რეაგირებს, რის გამოც არტერიული წნევა ეცემა. მაგრამ ზოგჯერ სისხლძარღვები სიცხის დროს ჯერ ფართოვდება, ზოგჯერ კი ადგილი აქვს, ეგრეთ წოდებულ, პარადოქსულ სპაზმს, როდესაც სისხლძარღვები  ძალიან ვიწროვდება და წნევა მაღლა იწევს. ხშირად ხდება ჰიპერტონიული კრიზიც, რაც, თავის მხრივ, ინსულტს ან გულის ინფარქტს იწვევს. გარდა ამისა, ვინც დაავადებულნი არიან ათეროსკლეროზით, მათი სისხლძარღვები პლასტმასის მილებივითაა, სიცხის დროს არ ფართოვდება და არტერიული წნევა შეიძლება, მაღლა ავარდეს.
სიცხეში ორგანიზმი კარგავს ბევრ სითხეს და მასთან ერთად მინერალურ მარილებს. კალიუმი და მაგნიუმი აუცილებელი ნივთიერებებია გულის რითმის ნორმალური მუშაობისთვის და მისი დეფიციტი იწვევს სხვადასხვა არითმიას და ზოგჯერ გულის გაჩერებასაც კი. ორგანიზმის გაუწყლოების გამო ხდება სისხლის გასქელება, რაც სისხლძარღვთა გაფართოებასთან ერთად მნიშვნელოვნად ზრდის თრომბის წარმოქმნის რისკს და ამასთანავე მასთან დაკავშირებულ გართულებებს. იზრდება ინფარქტის, ინსულტის, ფილტვის ემბოლიის განვითარების რისკი. სიცხის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეაქციით აიხსნება ცუდი განწყობილება, ქოშინი და მუდმივი დაღლილობა. არ არის გამორიცხული ასეთ მსუბუქ სიმპტომებს ადგილი ჰქონდეს შედარებით ჯანმრთელ ადამიანებში. მაგრამ პირებს, რომლებსაც უკვე აქვთ გულთან პრობლემები, მინიმუმ, შეიძლება, გაუმწვავდეთ დაავადება და მაქსიმუმ, განუვითარდეთ მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი. სიცხის დროს განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან:
1. ასაკი: 65 წლის ზემოთ ასაკის პირები. მათზე მოდის ყველა გულის დაავადებით გამოწვეული სიკვდილობის 83 პროცენტი
2. სქესი: მამაკაცებს, ქალებთან შედარებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არა მარტო ადრე ეწყებათ, არამედ უარესი შედეგითაც  უმთავრდებათ.
3. ოჯახური ანამნეზი: თუ თქვენ რომელიმე ახლო ნათესავს აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადება, მაშინ თქვენც იმყოფებით მომატებული რისკის ჯგუფში
4. რასა: სიცხე უფრო ცუდად მოქმედებს აფრიკიდან, აზიიდან და ლათინურ ამერიკიდან მიგრირებულ პირებზე.
5. თამბაქოს მოხმარება: ეს მავნე ჩვევა უარყოფითად მოქმედებს სისხლის შემადგენლობაზე, ხელს უშლის სისხლის ჟანგბადით გაჯერებას, ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას.
6. ქოლესტერინის მაღალი დონე: რაც უფრო მეტია ჩვენს სისხლძარღვებში, ეგრეთ წოდებული, „ცუდი“ ქოლესტერინი მით მეტია სისხლძარღვების დახშობისა და, შესაბამისად, ინფარქტის განვითარების რისკი.
7. არტერიული წნევა: ყველა ჰიპერტონიკმა იცის მაღალი წნევის მავნებლობის შესახებ, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ის ჰიპერტონიკია.
8. დიაბეტი: 75 პროცენტში დიაბეტიკების სიკვდილი გულთან დაკავშირებულ დაავადებებზე მოდის.
გარდა ამისა, ზაფხული ამწვავებს ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც აღენიშნება ფილტვების, ენდოკრინული და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ნევროლოგიული მოშლილობები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ზაფხულის სიცხე მათთვის შეიძლება ფატალურიც კი აღმოჩნდეს.скачать dle 11.3