კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 დაამარცხეთ სტრესი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

სტრესი – ემოციური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სამსახურებრივი, პირადული და ასე შემდეგ ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე გავრცელებული სენია. გარემო ფაქტორები, გადაღლა, ფიზიკური თუ ემოციური დატვირთვა, ადამიანის ფსიქიკას დიდ ზიანს აყენებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რამდენიმე მარტივი მეთოდი, რომელიც მისგან თავის დაღწევაში დაგვეხმარება.
მიირთვით თხილეული – ეს ძალზე სასარგებლო საკვებია თქვენი ტვინისთვის და დიდად უწყობს ხელს ემოციური მდგრადობის შენარჩუნებას, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმსა და ტიპტოფანს, რაც თავის მხრივ, ორგანიზმში კარგი განწყობისთვის აუცილებელი ნივთიერების, სეროტონინის გამომუშავებას უზრუნველყოფს.
იცინეთ ხმამაღლა – გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სასაცილო სიტუაცია ან, ზოგადად, სიცილის მომენტი ორგანიზმს სტრესის მიმართ მდგრადობას 4 საათით უხანგრძლივებს. თუ სასაცილოს გარშემო ვერაფერს ხედავთ, იკითხეთ ანეკდოტები, კომიქსები; უყურეთ კომედიებს ან, უბრალოდ, დააკვირდით ბავშვებსა და ცხოველებს.
მიირთვით გემრიელი, არომატული ჩაი – გარდა იმისა, რომ ჩაის მატონიზირებელი თვისებები აქვს, ზოგადად, მისი სმის პროცესი ადამიანში ემოციურ დისბალანსს არეგულირებს. მოიდუღეთ სურნელოვანი ჩაი და სასიამოვნო თანამოსაუბრესთან ერთად ან, თუნდაც, მარტო ნება-ნება მიირთვით.
მიმართეთ არომათერაპიას - არომატი ის ძლიერი საშუალებაა, რომელიც ადამიანის განწყობაზე გასაოცარ ზემოქმედებას ახდენს. ბევრი ადამიანი არომატის მიხედვით იმახსოვრებს საყვარელ ადგილებსა და ადამიანებს. აქედან გამომდინარე, ისიამოვნეთ არომატებით. ეს თქვენს განწყობას გააუმჯობესებს.
დაიზილეთ ყურის ბიბილოები – ადამიანის ყურის ბიბილოებზე უამრავი ნერვული დაბოლოებაა, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ემოციურ ველთან. აქედან გამომდინარე, ხშირად ჩაიტარეთ ხოლმე ყურის ბიბილოების მასაჟი, რათა თავი უკეთ იგრძნოთ.
მიირთვით დიდი რაოდენობით კენკრა – კენკროვანი პროდუქტები მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, მაყვალი და ასე შემდეგ არა მარტო ვიტამინ C-ს შეიცავს, დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს სტრესის მიმართ მდგრადობის მქონე ანტიოქსიდანტურ ნივთიერებებს. ასე რომ, მიეძალეთ კენკრას!
იირთვით ნახშირწყლებით მდიდარი საკვები –  ფაფები თუ არ გიყვართ, მოგიწევთ, სტრესის დასამარცხებლად შეიყვაროთ. ბრინჯი, წიწიბურა, მანანის ბურღული – ყველა ეს პროდუქტი მდიდარია ნახშირწყლებით, რომელიც ორგანიზმს სტრესის დაძლევაში ეხმარება.
დაადასტურებულია, რომ ვინც ქალაქგარეთ ცხოვრობს ან დიდ დროს ატარებს ბუნებაში, ბევრად ნაკლებადაა მიდრეკილი ნერვული აშლილობისკენ, უფრო ძლიერი ფსიქიკა და ჯანსაღი ძილი აქვს, ვიდრე მას, ვინც ვერაფრით ელევა ცივილიზაციას და ფანჯრიდან ურჩევნია პეიზაჟებით დატკბობა.
ფსიქოლოგების მტკიცებით, განსაკუთრებით სასარგებლოა ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა. დაისვენეთ სუფთა ჰაერზე სიცივეშიც და სიცხეშიც. სათევზაოდ წასვლით კი, ერთი მხრივ, სიმშვიდითა და სიჩუმით ისიამოვნებთ, მეორე მხრივ კი, პოზიტიური ენერგიით დაიმუხტებით და ნერვულ სისტემას დაასვენებთ. ასე რომ, გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო ბუნებაში.
скачать dle 11.3