კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ჩვენი ბაბუა მოძღვარი იყო და სახლში გვაქვს საეკლესიო წიგნები. შეიძლება, მათი სახლში დატოვება თუ ეკლესიაში მივიტანოთ?
პასუხი:
თუ ეს წიგნები ფართო სასულიერო მოხმარების ლიტერატურაა, მაგალითად, როგორიცაა „სახარება“ ან „წმიდა მოციქულთა ცხოვრება“ შეგიძლიათ, სახლში იქონიოთ, ოღონდ, თუ არ გამოიყენებთ, აჯობებს, ისეთ ადამიანს აჩუქოთ, ვინც სათანადოდ მოიხმარს. ხოლო თუ თქვენს ბიბლიოთეკაში აღმოჩნდება მკაცრად საეკლესიო დანიშნულების წიგნები – ისინი ეკლესიაში მიიტანეთ.
კითხვა: თუკი ჩვენ ღვთის ნების გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, გამოდის, რომ უფლის ხატი კი არა, რობოტები ვართ?
პასუხი:
უფალი საკუთარ ნებას იძულებით არავის ახვევს თავზე. მას ყველა ადამიანის გადარჩენა სურს. ადამიანი თავად ირჩევს, დაუქვემდებაროს თუ არა საკუთარი ნება ღმერთის ნებას, თუ შეეწინააღმდეგოს მას.
კითხვა: გამიგია, რომ რომელ დღესაც ბავშვი დაიბადება, იმ დღეს მისი დაბანა არ შეიძლება. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
პასუხი:
ეს, რა თქმა უნდა, ცრურწმენაა და მსგავს გამონათქვამებს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. მშვიდად დაბანეთ ბავშვი ნებისმიერ დღეს.
კითხვა: ვგრძნობთ, რომ ჩვენს ოჯახს ჯადო აქვს გაკეთებული. არაფერში ხელი არ გვემართება. როგორ მოვიქცეთ?
პასუხი:
ჯადოს, ანუ ბოროტი ძალის ზემოქმედების არსებობას ეკლესია არ უარყოფს. იმისთვის, რომ ჯადომ ოჯახზე არ იმოქმედოს, უპირველესად, ოჯახის წევრებმა უნდა დაიწყონ ეკლესიური ცხოვრება – უნდა ჰყავდეთ მოძღვარი, ამბობდნენ აღსარებას. მიიღონ წმიდა ზიარება. ასევე, აუცილებელია მოძღვარს აკურთხებინოთ თქვენი საცხოვრებელი ბინა.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ვიყო მოუნათლავი ქრისტიანი?
პასუხი:
ქრისტიანად ყოფნის უფლება მხოლოდ მონათლულს აქვს, რომელიც ასრულებს ქრისტეს მცნებებს და ცხოვრობს ეკლესიის კანონით.
კითხვა: ბავშვის გაჩენამდე ვერ მოვახერხე ჯვრის დაწერა მეუღლესთან. ჯვარი დავიწერეთ მას შემდეგ, რაც ვშილი გაგვიჩნდა. ცოდვიანად ხომ არ ჩამეთვლება ეს ბავშვი?
პასუხი:
ბავშვი, რა თქმა უნდა, არ ჩაგეთვლებათ ცოდვიანად. თუმცა, უმჯობესია, მეუღლეებმა შვილის შეძენამდე დაიწერონ ჯვარი, თანაცხოვრების დასაწყისში.скачать dle 11.3