კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 როგორ უნდა მოიქცეს დასასვენებლად წასული ადამიანი და რატომ არ უნდა მისცეს მან სულს, ხორცის მსგავსად, დასვენების უფლება

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ზაფხულის ცხელ დღეებში ადამიანებს განსაკუთრებით გვეზარება ეკლესიაში წასვლა, ლოცვა, დილით ადრე გაღვიძება. დასვენების დროს კი, ქალაქიდან გასულებმა, ლამის საერთოდ დავივიწყოთ ეკლესიის არსებობა და უფალთან ურთიერთობისთვის დროც კი ვერ გამოვნახოთ. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

​– როცა ყველაზე მეტად ცივა და არ დაიზარებთ, მიხვალთ ეკლესიაში, ეს არის ყველაზე ნაყოფიერი ლოცვა, ისევე, როგორც ზაფხულში, როდესაც ძალიან ცხელა, არ იზარებ ტაძარში წასვლას, ლოცვას, აღსარების თქმას. ასეთ დროს ყველაზე კარგად ისმის შენი ლოცვა – ამას გვასწავლიან წმიდა მამები. დღესასწაულების დროს ჰაერიც კი, ჩვენი ლოცვებითაა გაჟღენთილი. როცა ყველაზე მეტად გეზარება, ფიქრობ: წავიდე თუ არ წავიდე, წინა კვირას ხომ ვიყავი, ხომ ვეზიარე, ვმარხულობ, არ ვიპარავ, არ ვმრუშობ. მოდი, არ წავალ დღეს, პეტრეპავლობას წავალ.  მაგრამ, თუ ადგები, საკუთრ თავს აიყვან ხელში და ეკლესიაში წახვალ, დამერწმუნეთ, ასეთ დროს ღმერთი ყველაზე ახლოს არის თქვენთან. როცა ვუყურებ ადამიანს, როგორ ლოცულობს, მახსენდება ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: ეს ხალხი ბაგეებით მადიდებს, ხოლო გულით ძალიან შორს არის ჩემგან. რასაც გულში ფიქრობს, იმას ადამიანი ბაგეებით გადმოსცემს. როცა ლოცულობთ, კარგად დაუკვირდით: თქვენი ენა იმას ლაპარაკობს, რაც გულში გაქვთ? თუ თქვენს გულში ცუდი ხდება, იმას არ უნდა დაემორჩილოს ენა. როცა გშურს, გინდა, ცუდი თქვა, განიკითხავ, არ მოგწონს ადამიანი, ამ დროს ენამ არ უნდა გამოიტანოს ის, რაც გულში ხდება. მაგრამ, თუ შენი გული სითბოთი, სიყვარულით თუხთუხებს, ენა არ უნდა გააჩერო და შენმა ენამ ის უნდა თქვას, რასაც გულში ფიქრობ. როცა ადამიანის საუბარი არ მოგწონს, ესე იგი, ის ადამიანი ცუდია, რადგან რაც შიგნიდან არის, ის გამოდის გარეთ. თუ ადამიანი კარგია, მისი ბაგეებიდან სიმშვიდე, სიკეთე მოდის, მისი გული სუფთა და განწმენდილია. ეშმაკს არანაირი უფლება არ აქვს, თავის ნებით რამე გააკეთოს, თუ ღმერთი ამის ნებას არ მისცემს. ეშმაკი იმდენად თავხედია, ღმერთს ეპაექრება. ღმერთმა იცის, ვინ არის ეშმაკი და ეშმაკმა ბოლომდე არ იცის, ვინ არის განკაცებული ღმერთი. ღმერთმა დაუშვა, ჩვენთვის ეჩვენებინა, რა საცდურს გვიდებს ეშმაკი ადამიანებს. ამის მანიშნებელია, როდესაც ეშმაკმა მაცხოვარი უდაბნოში გაიყვანა.  ადამიანები მარხვაშიც და ისეც სულ იმაზე ფიქრობენ: რა ვჭამო? პირველი თხოვნაც, როდესაც ადამიანი ეკლესიაში მოდის, არის: ხელფასი მომიმატე, პური მინდა, სანახაობა მინდა, იმდენად გაუფასურდა დღეს პური და სანახაობა. კარგად დააკვირდით: რას ჭამთ და ცოცხლები როგორ ვართ.  თუკი სხეულს არ შეუძლია არსებობა პურის გარეშე, სულს არ შეუძლია ლოცვის გარეშე.
– ხშირად გაგვიგია, რომ დღეს მთელი კაცობრიობა ორ ნაწილად იყოფა.
– დიახ, მთელი კაცობრიობა დღეს ორ აწილად იყოფა. ესენი არიან: ფარისევლები და მეზვერებიი. მეზვერეები, რომლებიც მუდმივად ამბობენ: კარგები ვართ, ქართველები ვართ, მართლმადიდებლები ვართ, სხვებს ვჯობივართ. მეორე კატეგორია, რომელიც ამბობს: კი ვარ ქართველი, კი ვარ ებრაელი, მაგრამ ცოდვილი ვარ, შემიწყალე, ღმერთო, დღეს მიღებული ზიარება შეიძლება, ბოლო იყოს ჩემთვის, მომეცი განწმენდილი გონება, ღირსეულად მაზიარე, მომეცი სიკეთის კეთების უნარი. ებრაული ანდაზაა: ადამიანს იმდენი ასესხე, დაბრუნებას აღარ დაელოდოო. ქრისტიანული სწავლება ებრაულ ანდაზაზე მეტია: უხვად გაეციო. ღმერთს უყვარს გაშლილი ხელით გაცემა, თან გეუბნება: ვიღაცას კი არ ეხმარები, მე მეხმარებიო. ერთმა წმიდა მამამ სთხოვა ღმერთს, მაჩვენე, როგორია სამოთხე და ჯოჯოხეთიო. აჩვენა ჯერ ჯოჯოხეთი, სადაც დიდი სუფრა იყო გაშლილი, ნაცნობი ადამიანები შეკრებილი, ყველანაირი კერძი, მაგრამ იქ ვინც იჯდა, გრძელი კოვზები ეჭირათ და ვერაფერს ჭამდნენ. ეს არის ჯოჯოხეთი: გინდა რაღაც და ვერ ისრულებ. ქურდი ხარ, ყაჩაღი, ვერცხლისმოყვარე, მპარავი, მაგრამ ჯოჯოხეთში სხეული აღარ გაქვს და ამ სურვილებს ვერ იკმაყოფილებ. ეს არის ჯოჯოხეთი: სურვილები გაქვს, მაგრამ ვერ ისრულებ. იგივე სუფრა ანახა სამოთხეში: კოვზები არ არის, ყველა მხიარულობს და ერთმანეთს აჭმევენ საჭმელს. კაცმა იკითხა: მამაო, ამიხსენი, აქ რა ხდებაო. ჯოჯოხეთში რომ ნახე, იყო ხალხი, რომლებიც მთელი ცხოვრება მხოლოდ თავისთვის ჭამდნენ. ისინი კი, ვინც სამოთხეში იყვნენ, სიცოცხლეში სხვებს აპურებდნენ და ახლა მათ თავად აპურებენო. ეს არის სამოთხე, როცა შენ გასცემ, მოწყალე ხარ, პატიოსანი, მარხვას ინახავ. ოღონდ არა ისე, როგორც დღეს ვაკეთებთ: ვინახავთ მარხვას, ვლოცულობთ, მაგრამ არანაირი სიკეთე არ არის ჩვენს ცხოვრებაში, არანაირი სულიერება და პირიქით, მძიმე მდგომარეობაა. მინდა, ყველას ვუთხრა, ვინც აპირებს დასასვენებლად წასვლას, რომ ამოალაგებთ ჩანთებს, იმის გაკითხვასთან ერთად, სად არის კარგი კაფე, კლუბი, სალონი, ისიც გაიკითხეთ: სად არის აქ ეკლესია, რომ წირვაზე წახვიდეთ. სულიერი დასვენება არ არსებობს. ხორცმა უნდა დაისვენოს, მაგრამ სული არ ისვენებს, ის არ იღლება, მას სჭირდება უფალთან ურთიერთობა. რომ წახვალთ სოფელსა თუ ქალაქში, მოიკითხეთ მამაო და ერთხელ მაინც ეზიარეთ. თქვენ ამას არ აკეთებთ, სექტემბერში ჩამოდიხართ გარუჯულები და მეუბნებით: როგორ გითხრა, მამაო, აღსარება. რა უნდა მითხრა, ისედაც ვიცი, როგორ ხარ, როგორ დაისვენე. სანამ რამე განსაცდელი შეგხვდებათ, გთხოვთ, ლოცვა-კურთხევა აიღეთ და უთხარით მამაოს: ქალაქიდან გავდივარ, დამლოცე. რომ ჩამოხვალ, მისწერე: მადლობა, მამაო, მშვიდობით ჩამოვედი. მადლობელი უნდა იყო ღმერთის, რომ ამ გაჭირვებულ დროში გქონდა საშუალება, ქალაქიდან გასულიყავი და ოჯახი დაგესვენებინა. სოციალურ ქსელში ნაირ-ნაირი ფოტოების დადებას, ჯობია, საშუალება თუ გაქვს, ერთი ადამიანი წაიყვანო დასასვენებლად, მოწყალება გაიღო.
– რა უნდა აუკრძალოს ადამიანმა საკუთარ თავს?
– საკუთარ თავს „აუკრძალეთ ამაო ოცნება, ამაო ფიქრი“. გასათხოვარი ხარ, ნუ ფიქრობ: სექტემბერში გავთხოვდები, თეთრი რაშით მოფრინდება პრინცი, ნუ იოცნებებ. „ითხოვე და მოგეცემათ“, ასეთ ოცნებებში კვდება ძალიან ბევრი ადამიანი. ისე დაბერდები, ვერც გაიგებ. „მეხსიერებას აუკრძალეთ ბოროტი ხსოვნა“. ენა პატიობს, გონება პატიობს, გული, რომელიც ბოღმით არის სავსე – არა. გულები განიწმინდეთ ოჯახის წევრების, თანამშრომლების, სხვა ეროვნების, სხვა სარწმუნოების ადამიანების მიმართ. თორემ შენ ტაძარი სულიწმიდისა კი არ იქნები, ტაძარი ეშმაკისა გახდები, თეთრად შეფეთქილი საფლავი იქნები. შენი ნება ბოროტი სულებისა და მოქმედებისგან დაიცავი. ის ხალხი, ვინც გარეგნულად ძალიან მოწესრგებულია, სხვას ჭკუას არიგებს, თვითონ არის მემრუშე და ბოროტი ადამიანი. რომ გაიგებ: ვიღაც მრუშობს, ნუ გაგიხარდება, მაშინ შენ ბოროტი გამოდიხარ. სხვისი ცუდი არ უნდა გვიხაროდეს. „აარიდე შენი თავის ბოროტ სახილველს“ – ინტერნეტში იქნება თუ ტელევიზორში, იმდენად მარტივია ყველაფერი, იქიდან იმდენი ბოროტება, შური, დაცინვა მოდის ქრისტესი, მარიამ ღვთისმშობლის... სპეციალურად ჩავერთე სოციალურ ქსელში, ყოველ დილით ნახევარი საათი შევდივარ, საეკლესიო სწავლებას ვდებ იმათთვის, ვინც იქ არის. გვინდა, რომ ეს ყველაფერი შემეცნებითადაც გადაიქცეს, რომ ადამიანებს მივაწვდინოთ ღვთის სიტყვა. ჩვენ ყველგან უნდა შევიდეთ: რადიოში, სოციალურ ქსელში, პრესაში, ქუჩებში. მოსაყდრე შიომ გვაკურთხა, რომ ეკლესია უნდა გავიდეს ქუჩაში, ყველა ოჯახში უნდა შევიდეთ. „მოაცილე შენი ენა ჭორს, უშვერ სიტყვებს“. ერთი რამ მინდა გითხრათ: რატომ იფარებენ ქალები ლოცვისას თავზე მანდილს. სალონიკი დიდი საპორტო ქალაქი იყო, სადაც ბევრი მეძავი ქალი იყო. ისინი შიშველი თავებით დადიოდნენ და ყველა ხვდებოდა, რომ ის მეძავი იყო. ამიტომ პავლე მოციქული ეუბნებოდა მათ: როდესაც შემოდიხარ ეკლესიაში, მორჩილების ნიშნად, რომ ვინმეს მეძავი არ ეგონო და შენი  თავი არის ქმარი, დაიფარე თავზე, რომ მიახვედრო სხვა: ღვთის მორჩილებაში ხარ, არ ხარ მეძავი. შენი თავი ქმარია, ხოლო მამაკაცის თავი კი – ღმერთია. ამით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან მეძავი და პატიოსანი ქალი – თავსაფრით.

скачать dle 11.3