კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ნა-ქვეყნარი?!

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ გამცვდარმჯიღებიანები

​თუმცა ყველანი ვიცემთ გულზე მჯიღს (ცხადია, სამშობლოს სიყვარულის დასტურად) და არც ენის ქავილს ვუჩივით (ვის როგორ უყვარს და რარიგ ძლიერად), ამ ჩვენს ქვეყანაში იმდენი დაუმუშავებელი მიწაა, ლამისაა უდაბურ ადგილს დაემსგავსოს.
ოღონდ, მეორე მხრივ, არც უცხოთათვის გვემეტება (ესეც საქმეა), მაგრამ, რაკი ცარიელი ადგილი ცარიელი არასდროს რჩება (იმიტომ რომ უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან), ამ ჩვენს აუთვისებელ ტერიტორიებს სხვები ითვისებენ.
უჰაერობასაც ვუჩივით, რაშიც, ცხადია, ზემოთ მყოფებს ვადანაშაულებთ (არ უვლიან გარემოსო), მაგრამ ჩვენ შორის, ანუ ქვემოთაც არც თუ ცოტანი არიან, ავტოფარეხების ასაშენებლად ხეები რომ მოუჭრიათ და მწვანე საფარზე თავიანთი ავტოები შეუყენებიათ.
ვისი ბრალიც უნდა იყოს, საქართველოს სოფლები დაცლილია. ამ ფოტოზე კი ლეჩხუმია (ქუთასიდან, სულ რაღაც, 62 კილომეტრში): ლეჩხუმური ოდებითა და ქილიქიანი სახლებით, რომელთა ფასები 2 000-დან 8 000-ლარამდეა.
ჯერჯერობით უხვად ნასახლარები გვაქვს, რასაც, თუ პატრონები არ გამოუჩნდნენ, ნასოფლარები მოჰყვება, რის ფინალიც ნაქვეყნარია („სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული“). მე კი იმას ვდარდობ, მჯიღები არ გაგვიცვდეს.
скачать dle 11.3