კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რას უკრძალავდა თიკა მახალდიანი ქმარს და რის გამო მოუწევს მას ამ ზაფხულს მეუღლის გარეშე ყოფნა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მომღერალ თიკა მახალდიანსა და მის მეუღლეს, თემო პირველაშვილს გოგონა შეეძინათ. პატარა ახლახან მონათლეს, თუმცა, როგორც საზოგადოება ელოდებოდა, მისი ნათლიები საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები არ არიან და არც პომპეზური ნათლობა გადაუხდიათ. რატომ ერიდებოდა თიკა ბავშვის ფოტოების სოცილალურ ქსელში დადებას, რა შეცვალა მასში დედობამ და რის გამო მოუწევს ზაფხულის ქმრის გარეშე გატარება, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
თიკა მახალდიანი: როგორც ყველა ქალს, მეც მინდოდა, დედა გავმხდარიყავი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, დედობა თუ ასეთი იქნებოდა. ჩემში ყველაფერი შეცვალა, უფრო მობილიზებული და ყურადღებიანი გავხდი. მისმა დაბადებამ თითქოს სამყარო ამოატრიალა.
– შვილმა ქმართან ურთიერთობა თუ შეცვალა?
– რასაკვირველია, კარგისკენ შეცვალა. რაც კირა დაიბადა, ქმრის მიმართ, სიყვარული გაორმაგდა, სხვანაირი გახდა... შვილმა თავისუფლებაც შეგვიზღუდა (იცინის). მართალია, ახლა იმდენი თავისუფალი დრო აღარ გვაქვს მე და თემოს, მაგრამ ოჯახი შეიკრა. ორი წელია, რაც გათხოვილი ვარ, რაღაც პერიოდი, მინდოდა, ახალგათხოვილი ქალის სტატუსი მომერგო, მეტად დავმტკბარიყავი ქმრის გვერდით ყოფნით. მერე კი, პატარას გაჩენა დავგეგმეთ. ასე რომ, ეს დაგეგმილი ბავშვი იყო.
– რამხელაა ახლა კირა და სახელი ვის პატივსაცემად დაარქვით?
– კირა უკვე სამთვე-ნახევრისაა. სახელი – კირა, ძალიან მომწონდა, ჩემს ახლობლობაში არავის ჰქვია. სულ ვფიქრობდი, თუ გოგო გამიჩნდება, კირას დავარქმევ-მეთქი. არ მიდნოდა, ჩემს შვილს გავრცელებული და მოდური სახელი რქმეოდა. მამიკოსაც მოეწონა. იშვიათი, წმიდანის სახელია და იაპონურად მზეს ნიშნავს. ვხუმრობ ხოლმე, სახლში, იაპონური მზე მყავს-მეთქი (იცინის). ძალიან მინდოდა გოგო  და წინასწარ ვიცოდი, რომ გოგო იქნებოდა.
–  საიდან იცოდი?
– სანამ ბავშვი გაჩნდებოდა, სიზმარი ვნახე: გოგონა მყავდა, წვრილი თვალები ჰქონდა. რომ გავიღვიძე, იმდენად კარგად მახსოვდა ბავშვის სახე, თემოს ვუთხარი, ჩვენი ბავშვი ვნახე და ზუსტად ვიცი, როგორიც დაიბადება-მეთქი. წარმოიდგინეთ, ზუსტად ისეთია, როგორიც სიზმარში – წინასწარ მომევლინა.
– როდესაც კირა დაიბადა, მახსოვს, შენმა ქმარმა, სოციალურ ქსელში სამშობიაროდან დადო სტატუსი: ახლა მამა გავხდი და რაც გინდათ, მთხოვეთ, შეგისრულებთო. თუმცა, მას უფროსი შვილიც ჰყავს – ლაშა პირველაშვილი. ძმამ თუ ნახა დაიკო და არ ეწყინა მამის ეს სტატუსი?
– თემო ძალიან გახარებული იყო კირას დაბადებით.  საკეისრო გავიკეთე და მამიკო არ დასწრებია პატარას დაბადებას. გაგიჟებული მამაა, სახლიდან აღარ უნდა გასვლა. რომ გავდივართ, ორივეს ერთი სული გვაქვს, როდის დავბრუნდებით. ვამბობ კიდეც, კირა ჩემი კონცერტიცაა, სიმღერაც, სცენაც და ჩამწერი სტუდიაც-მეთქი (იცინის). თემო ახლა ბათუმშია წასული, ერთ-ერთი კლუბის მმართველია და ალბათ, მთელი ზაფხული იქ იქნება. მეც მომიწევს ჩასვლა, რამდენიმე კონცერტია დაგეგმილი. თუმცა, გამოდის, რომ ქმართან დროებით განშორება მიწევს.  ჩვენ სულ ასე არ ვართ? თემო ხშირად იტალიაშია და მის გარეშე ყოფნა ხშირად მიწევს. რაც შეეხება უფროს შვილს, ისიც  ძალიან უყვარს, თემო ამბობს, ლაშა რომ გაჩნდა, 17 წლის ვიყავი და მამობა ვერ შევიგრძენი. ისე გაიზარდა, ჩემი შვილი რომ იყო, ვერ ვგრძნობდიო. კირა კი, ისეთ ასაკში გაუჩნდა და თან ხომ იცით, გოგო სუსტი წერტილია მამისთვის. ბავშვის მიმართ, მგონი, ჩემზე ყურადღებიანია. აბანავებს კიდეც, უცვლის. თან, გადარეულია, მე მგავს, ჩემი კოპიოაო. ძამიკოს, ლაშას, ჯერ არ უნახავს კირა, არ არის საქართველოში და რომ ჩამოვა, ნახავს.
– შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს ქმრის პირველ შვილთან?
– გადასარევი და მეგობრული. ცუდი რატომ უნდა მქონდეს? კარგად ვარ განწყობილი და რომ არ მდომოდა, არც გავყებოდი თემოს ცოლად.
– კირა ახლახან მოინათლა. ყველა ელოდებოდა, რომ ნათლიები დედისა და მამის მეგობრები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები იქნებოდნენ.
– გვინდოდა, ორმოცი დღის რომ გახდებოდა, მაშინ მოგვენათლა, თუმცა, დრო გაიწელა. თემო აქ არ იყო, ჩამოსვლას ველოდებოდით და ესეც გახდა მიზეზი. არც სოციალურ ქსელში ვდებდი ფოტოებს. ცრურწმენების თან მჯერა და თან არა. გარეთაც გამყავდა და მეუბნებოდნენ, ღამით არ დატოვო გარეთ ბავშვის სარეცხიო, მაგრამ ვტოვებდი (იცინის). კირა იმ ეკლესიაში მოინათლა, სადაც მე და თემომ ჯვარი დავიწერეთ. მამაო თემოს დიდი ხნის მეგობარია. ნათლიები კი ჩემი და თემოს მეგობრები გახდნენ და გვანცა დარასელიას შვილი – ერეკლე. მეორე შვილი რომ გვეყოლება, საზოგადოებისთვის ცნობილ მეგობრებს იმას მოვანათვლინებთ (იცინის). ჩემს პატარას შვიდი ნათლია ჰყავს. გრანდიოზულად არა, მაგრამ ვიწრო წრეში აღვნიშნეთ. როგორც კი მოვნათლეთ, ვეღარ მოვითმინე და დავდე და დავდე ბავშვის ფოტოები სოციალურ ქსელში. თემოს თავიდანვე უნდოდა, ამბობდა, დავდებო, მაგრამ მე ვეჩხუბებოდი  – არა-მეთქი (იცინის). ახლა, ვეღარ ვაკავებ და ვეუბნები, თავი შეიკავე, ვინმემ, არ თქვას, რა იყო, ბავშვი ვის არ ჰყოლიაო (იცინის).
– ძალიან ხალისიანი ბავშვია, სულ იცინის და კისკისებს. მგონი, ღიღინებს კიდეც და ამაში დედის გენეტიკა დაჰყვა, არა?
– ძალიან მშვიდია, წყნარი და მთელი სახით იღიმის. ძალიან უყვარს, როცა ვუმღერი და გაბადრული სახით მიყურებს. ახლა, კივილი ისწავლა და სიმღერას რომ ვიწყებ, ეს კივის. მგონი, ჩემი გენეტიკა გამოჰყვა და ასე მღერის (იცინის).
– ვინ გეხმარება ბავშვის გაზრდაში?
– როცა თემო არ არის სახლში, დედა რჩება. ძიძას ვერ ვენდობი, ისეთი რამეები მესმის. ვეძებე, მაგრამ ისეთი ძიძა ვერ ვნახე, რომ კირა ვანდო. თან, არც ისეთი დატვირთული ვარ და დედაც გვერდით მიდგას. ამას წინათ კირას აცრა გავუკეთეთ და ბავშვზე მეტი მე ვიტირე (იცინის).
– კარგ ფორმაში ხარ, გამხდარი მეჩვენები. რამდენი კილოგრამი დაგაკლებინა შვილის მოვლამ?
– ახლა დავიწყე დიეტა, მანამდე ვერიდებოდი, ბუნებრივ კვებაზე მყავს ბავშვი. ასე რომ, მშობიარობის მერე, „კირას დიეტაზე“ ვარ და ათი კილო დავიკელი (იცინის).
– როცა გოგონები დედები ხდებიან, დედამთილები ან ქმრები, სამახსოვრო საჩუქარს უკეთებენ. შენ თუ გაჩუქეს რამე?
– კი, თემომ, მაჩუქა ულამაზესი ოქროს ბეჭედი და ასე მომილოცა დედობა.
– შენს შემოქმედებით ცხოვრებაში რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?
– ჯერ სამი თვეა, რაც ბავშვი გავაჩინე და ახლა, ნელ-ნელა „ამოვიქოქები“.
скачать dle 11.3