კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როდის არ მოქმედებს ნუკა ყარალაშვილზე მამაკაცის მხრიდან ძვირფასი საჩუქრები და რატომ დადიოდა ის ბანგკოკში შეიარაღებული

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

„მის საქართველო“ ნუკა ყარალაშვილი ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი კომპანიის გათამაშების ინტერნეტწამყვანი გახდა. თუმცა ის საფინალო გათამაშებას უკვე „იმედის“ პირდაპირ ეთერში წაიყვანს. გარდა ამისა, ნუკა სამი თვით ბანგკოკში სამუშაოდ იმყოფებოდა, სადაც კარგად გაერთო, იმუშავა და კიდევ უფრო მეტი გამოცდილება დააგროვა.
ნუკა ყარალაშვილი: წამყვანობა ბანგკოკში ყოფნისას შემომთავაზეს და რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ჯერჯერობით ტელევიზიაში არ მიმყავს გადაცემა, ერთ-ერთი კომპანიის გათამაშებას ვუძღვები ინტერნეტში. პირდაპირი ეთერი ყოველდღეა. ერთი თვის განმავლობაში მომიწევს წამყვანობა და ბოლოს, საფინალო შოუს უკვე „იმედის“ ეთერში წავიყვან.
– მახსოვს, ძალიან გინდოდა წამყვანობა.
– იყო პერიოდი, როდესაც მინდოდა, მერე იყო პერიოდი, როდესაც არ მინდოდა. ზოგადად, მეცვლება ხოლმე სურვილები და ინტერესები, რადგან ძალიან მიყვარს სიახლეები, ახალი გამოწვევები. ესეც ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, კმაყოფილი ვარ მეც და ისინიც. ჩემი სიახლეებისადმი დამოკიდებულება ყველამ იცის. ეს ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის. თუმცა, გარკვეული ნერვიულობაც ახლდა. ზოგადად, რადგან პირდაპირი ეთერია, ბევრი ადამიანი გვიყურებს, ყოველდღე მიწევს ნერვიულობა. თუმცა ამ დროს ვიღიმი და ჩემი ღიმილით ვცდილობ ნერვიულობის დამალვას. ვფიქრობ, ქალისთვის ღიმილი კარგი იარაღია და სტრესული, სანერვიულო თუ დაძაბული სიტუაციების განმუხტვაში ეხმარება. ეს არაერთხელ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში და დამხმარებია კიდეც.
– საკუთარ თავს უყურებ ხოლმე?
– დიდად არ მიყვარს საკუთარი თავის ყურება. თუმცა მაინც მომიწია ამის გაკეთება და რაღაცები არ მომეწონა, რადგან ძალიან თვითკრიტიკული ვარ. არ მინდა, ჩემი თავი დავსტრესო ხოლმე. რადგან, როცა რაღაც არ მოგწონს ავტომატურად ისტრესები. ასეთ დროს ვინც რა უნდა, მითხრას, ვერავინ დამეხმარება. თუმცა, არ გამოვხატავ ხოლმე, რაღაც პერიოდი მოწყენილი ვარ და მერე თავისით გამოვდივარ ხოლმე მდგომარეობიდან.
– რა არ მოგწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში?
– თვითკრიტიკასთან ერთად თავდაჯერებულობაც მემატება. ცოტა უყურადღებო ვარ და რაღაცებზე ბევრს ვფიქრობ. ვიღაცამ თუ არ მიბიძგა, მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. შეიძლება, სერიოზული საკითხი დაუფიქრებლად, ერთ წამში გადავწყვიტო და არასერიოზულზე ბევრი ვიფიქრო. ეს ცოტა არ იყოს, დამღლელია და მეც ხშირად მღლის ხოლმე. საკუთარ თავში რა არ მომწონს და რა მომწონს, ამაში ჯერ ბოლომდე არ ვარ ჩამოყალიბებული. მთლიანობაში რომ ვაკვირდები, ჯერჯერობით ამით ვკმაყოფილდები და მერე ვნახოთ. მეგობრები მეუბნებიან: ეგოისტი ხარო. უფრო სწორად, მესაკუთრე ვარ და ალბათ, ამას გულისხმობენ ხოლმე. ეჭვიანი არ ვარ, ადრე უფრო ვიყავი, მაგრამ მესაკუთრე ვარ – ყველა მეგობარი ჩემია! თუმცა ყველა განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევს, არ მომაქცევენ და ნახონ, რა მოუვათ. ყურადღების ნაკლებობას თუ ვიგრძნობ, არ არის პრობლემა, ამასაც ვიტყვი, მოვითხოვ.
– ბანგკოკის ამბები მომიყევი, სადაც საკმაოდ წარმატებული სამი თვე გქონდა.
– კი, სამთვიანი კონტრაქტით ვიყავი. ბანგკოკი ძალიან კარგია ბუქის განახლების მხრივ. ჩემთან ერთად იყო ანა ზუბაშვილიც. უამრავ რეკლამაში გადაგვიღეს, ჩვენებებიც გვქონდა. ზოგადად, სამოდელი სფეროს მხრივ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი წარმატებული ეტაპი იყო. მაგალითად, „კავალისთან“ შოუ-რუმშზეც ვიყავი და გადაღებებშიც მივიღე მონაწილეობა. „ანტონიო მარასთან“, „დონა კარანისთანაც“ არაერთხელ მიმუშავია. როდესაც აზიაში ვიყავი, გადაღებები რამდენიმე ცნობილი ჟურნალისთვის მქონდა, სადაც „შანელის“, „დოლჩე გაბანას“, სხვა ცნობილი ბრენდების სამოსი მეცვა. „გუჩის“ ჩვენებაზეც გამოვედი. მახსოვს, როგორ ამირჩიეს ძალიან ბევრი გოგონადან ხუთეულში. სამოდელო კარიერის მხრივ, ჩემთვის ბანგკოკიც წარმატებული იყო. ფეშენ-შოუებზე გამოვედი, ჟურნალებისთვის მქონდა გადაღებები, კატალოგებისთვის, რეკლამებისთვის. ბოლოს „სამსუნგის“ ვიდეო- და ფოტორეკლამაში გადამიღეს, რომელსაც 20 ქვეყნის აეროპორტების ლაუნჯებში განათავსებენ და აჩვენებენ. სჭირდებოდათ გოგონა, რომელიც კარგად ცურავდა და მე ხომ კარგად ვცურავ. გადაღებები ძირითადად წყლის ქვეშ მიდიოდა. ასევე, საინტერესო იყო, როდესაც ჩემგან პარის ჰილტონი შექმნეს. ქერა პარიკი დამახურეს, ვარდისფერები ჩამაცვეს და ერთ-ერთი ჟურნალისთვის პარის ჰილტონი გამხადეს.
– ფოტო ვნახე, სადაც მორიელს ჭამ.
– კი, მორიელი გავსინჯე, მაგრამ დიდად არ გავგიჟდი და არ გადავირიე. თუმცა ძალიან კარგი სამზარეულო აქვთ და ბევრი კერძი მომეწონა. ზოგადად, ძალიან კარგი ქვეყანაა და კარგად გავერთეთ. ამბობენ, ბანგკოკი საშიში ქალაქიაო, მაგრამ მე ძალიან დაცულად ვგრძნობდი თავს. კლუბებშიც ხშირად დავდიოდით, ვერთობოდით. ყველაზე კარგი იყო „სონკრანის“ ფესტივალი. ქუჩაში რომ გადიხარ, სამი დღის განმავლობაში ყველა წყალს გასხამს: ქუჩაში, ავტობუსში. მთელი სამი დღე სველი და გაწუწული დავდიოდი. ჩვენც შეირაღებულები ვიყავით და ვწუწავდით ხალხს. ძალიან სახალისო იყო.
– ბანგკოკში თაყვანისმცემლები არ გამოგიჩდნენ?
– იყო რაღაცები, მაგრამ სერიოზული – არაფერი. იქ ყვავილების გამოგზავნა და ასეთი რაღაცები არ იციან. საქართველოში უფრო აკეთებენ ამას. თუმცა დიდად არც აქ მიგზავნიან ყვავილებს, რადგან იციან, არ მიყვარს. რამდენიმე მცდელობა იყო, მაგრამ თუ ადამიანი არ მოგწონს, არც ყვავილი გაჭრის და არც ბრილიანტი. რომ მომეწონება, მერე ყველაფერი გაჭრის, უბრალო ფურცელზე დაწერილი წერილიც. ისე, ეს რომანტიკული იქნება, წერილებით ურთიერთობა არავისთან მქონია. დღეს ყველას ტელეფონი, ინტერნეტი აქვს და სასიყვარულო წერილების წერა, ალბათ, საინტერესო იქნებოდა.
– არაფერი ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– არაფერი ხდება. სერიოზული არაფერი, თორემ ფლირტის დონეზე სულ ხდება რაღაც. თუ ადამიანი საინტერესოა, ცოტა ხანი ფლირტიც შეიძლება, მაგრამ ამაზე არ ვგიჟდები. არასერიოზული ურთიერთობები არასდროს მხიბლავდა. არ ვარ ის ტიპი, რომელსაც მოსწონს ბევრი ურთიერთობა ჰქონდეს. მე ნამდვილი სიყვარულის მჯერა. ვფიქრობ, რომ ორი ადამიანის ურთიერთობაში მთავარი სიყვარული, პატივისცემა, ურთიერთგაგება და ერთგულებაა. მაგრამ ეს ყველაფერი ვიღაცასთან ჭარბობს, ვიღაცასთან – ნაკლები დოზით არის. მთავარია, ერთად კარგად გრძნობდეთ თავს. ამ ეტაპზე მარტოც, საყვარელი ადამიანის გარეშეც, მშვენივრად ვგრძნობ თავს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სულ ასე უნდა ვიყო. ყველაფერს თავისი დრო აქვს. დიდი ხანია, დამოუკიდებელი ვარ და ალბათ, ამ დამოუკიდებლობის, თავისუფლების დაკარგვაც ცოტა რთული იქნება. მაგრამ, როცა ადამიანი გიყვარს, ეს ყველაფერი გიღირს და სასიამოვნოც არის.  
скачать dle 11.3