კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რატომ მოსწონს ერთდროულად რამდენიმე ქალთან ურთიერთობა ლევან სუხიტაშვილს და როგორ ეხმარება ის უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ლევან სუხიტაშვილისგან ხალხი უფრო არაორდინარულ და არასერიოზულ საქციელებს არის მიჩვეული, თუმცა ლევანმა ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგა და გორის რაიონში სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახების ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწია ორგანიზება და საზღვარზე კონცერტიც ჩაატარა. თუმცა მათ დახმარებას ვეღარ აგრძელებს, რადგან  უცხოეთიდან გამოგზავნილი ტვირთი დღემდე ფოთშია დაკავებული...
 ლევან სუხიტაშვილი: წინასაახალწლო პერიოდში მომივიდა აზრად, დავხმარებოდი გაჭირვებულ ხალხს ჩემს მხარეში, გორის რაიონში.  თუ ვინმეს რამე რეკლამის გაკეთება უნდა, შემოივლიან აქ, ახლომახლო შემოგარენში, აჩუქებენ ორ ცალ „ბულკს“ გაჭირვებულებს და ეს არის. რეკლამის წინააღმდეგი არ ვარ. რა თქმა უნდა, კარგია. ყველა ჩემს ღონისძიებას აუცილებლად გავუკეთებ რეკლამას, იმიტომ რომ, როცა ტელევიზიამ გააშუქა, აქციაში ჩაერთნენ ოლიმპიური ჩემპიონები, მოჭიდავეები... ვიფიქრე, ვინ მყავს ყევლაზე მეტი დასახმარებელი? ჩემს მხარეზე შემტკიოდა გული, იქ ჩარჩენილი ადამიანები ჩემი ტკივილია. მთელი ღამე არ მიძინია, მეორე დილითვე წავედი გორში და გამგეობიდან გამოვითხოვე საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების სია. არიან სამი ტიპის: უკიდურესი, საშუალო და სოციალურად დაუცველები. ავიღე უკიდურესი – ძალიან ბევრნი არიან. გავუგზავნეთ ყველა კომპანიას, ავუხსენით, რომ მართლა კარგ რაღაცას ვაკეთებთ, დაგვიდექით გვერდით, ფული არ გვინდა, საჭმელი გვინდა... ვურეკავ მეორე დღეს და გვეკითხებიან, რომელი ხართ, უკაცრავად, კი არ გვინახავს, ახლავე ვნახავთ. სულ რამდენიმე კომპანია დამიდგა გვერდით.
– როგორ დაეხმარეთ ამ ხალხს?
– ახალ წელს ძალიან მაგარი ცოცხალი კონცერტი გავაკეთეთ, ზედ მავთულხლართებთან, იქითა მხარეს დარჩენილი ადამიანებისთვის. იყვნენ ოთო ნემსაძე, ჩემი ძმა – გიორგი სუხიტაშვილი, ნინი ბადურაშვილი. ძალიან მაგარი დღე გამოვიდა და იმდენად დიდი სტიმული მომცა ამან, რომ გაჩერება აღარ მინდოდა. იქ იდგნენ ბავშვები, რომელთაც გიტარა და ეს სიტუაცია ცოცხლად  ნანახიც არ ჰქონდათ, მხოლოდ – ტელევიზორში. მფრინავი თეფში დაფრინდა მათთვის. ერთი ბელგიელი გოგონა გამოგვეხმაურა – ანა ჯიშკარიანი, რომელსაც მადლობას ვუხდი. მოყარა ბელგიელები და მითხრა: მე ყველაფერს შევაგროვებ, შენ მანდ მოაგვარე, ჰუმანიტარული სტატუსი  მიენიჭოს, რომ გამოვაგზავნოო. სამი თვე ვირბინე, გააგზავნეს საბუთები, მერე გამოაგზავნეს – არ ვარგაო და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, როგორც იქნა, ძალიან დიდი ხნის მერე მიანიჭეს ჰუმანიტარული სტატუსი, მაგრამ, თურმე, ეს ჰუმანიტარული სტატუსი საერთოდ არ მჭირდებოდა. დართეს ნება და შემოვიდა ტვირთი ფოთში. თუმცა ახლაც იქ არის. აქ მეუბნებიან, რომ რაღაცები შემოვა, რაღაცები – არა, სერტიფიკატი უნდაო, რად უნდა სერტიფიკატი ვერანაირად ვერ ექნება – ეს სხვადასხვა ადამიანების  მიერ ორი თვის განმავლობაში ნაგროვები პროდუქტებია. ეს ხომ კონკრეტულ კომპანიას არ გამოუგზავნია, რომ სერტიფიკატი ჰქონოდა, მეუბნებოდნენ: ასი პროცენტიდან წაიღეთ ოციო, მაგრამ პრინციპულად არ წამოვიღებ არცერთს. გადავცემ მთავრობას. თვითონ ვერაფერს უკეთებენ გარდა იმისა, რომ მისცენ სოციალური დახმარება. მე კი, გარდა იმისა, რომ საჭმელი უნდა მივუტანო, იმ ბავშვებს სულიერი საზრდოც უნდა მივცე, შემიწყვე ხელი. გული რომ მეტკინება, მთავრობას მეორედ აღარ ვთხოვ.
– არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ ხოლმე და ასეთი სერიოზული ნაბიჯი, ალბათ, ბევრს გაუკვირდებოდა შენგან...
– რაღაცები ყოველთვის იცვლება ადამიანში, არ მჯერა, რომ რაღაც არ იცვლება და არც ის მჯერა, რომ მარტო ერთია, ორი-სამი მაინც არის. ჩემში ხუთი ადამიანია. ერთი მთავარია, ოღონდ რომელი – არ ვიცი, მერევიან ხოლმე, მაგრამ ცუდი არავინაა, ყველას თავის გამოსირებულობებით გამოვარჩევდი, ზოგს ის ევასება, მეორე ეუბნება – ჭკვინად იყავი. შემიძლია, ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ლევანამ გაიღვიძოს. ვიტყვი ძილის წინ, მოდი, ხვალ ასეთი ვიქნები. ხვალ მიზანდასახულ ლევანას გავაღვიძებ და რაც გასაკეთებელია, ყველაფერს გავაკეთებ. არის დღე, მოდი, ხვალ ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ზარმაცი ლევანა აქეთ ხითხითებს „ხვალ ჩემი დღეა, ბიჭო“. ერთი და იგივე და ერთფეროვნებით რომ დავიღლები, მაშინ მოწყენილი და დეპრესიული ვარ. მხიარული პალასაც მაქვს ხოლმე. ხშირად მომხდარა ისეც – რა გჭირს, შეჩემა, მეტყვიან ძმაკაცები, თუ მოწყენილი ვზივარ. ვეუბნები: მეც ხომ შეიძლება ვიჯდე ასე, თქვენსავით, ხომ მაქვს უფლება?!  ძალიან მარტივი ვჩანვარ, არადა ძნელია ჩემთან ურთიერთობა.
– შეყვარებული როგორი იყავი, ბევრი სიგიჟე ჩაგიდენია?
 – ძალიან მიზანდასახული ვარ. საშინელი სისულელეები ჩამიდენია. გოგოსთვის მანქანის ზეთი მაქვს ნაჩუქარი, მეტი ფული არ მქონდა. პატარა სუნამო ვუყიდე და მითხრა, იმედია ეს მანქანის „ჟიდკოსტი“ არ არისო. 1998 წელს, მაშინ გმირთა მოედანზე იყო საიდუმლო სარეკლამო ბორდერი, მე მოვხატე მთელი ქალაქი, წარწერით: „შეიყვარე... შეიყვარე... შეიყვარე...“ ვერ გეტყვი, რომ რომანტიკოსი ვიყავი, ამით მეც ვსარგებლობდი, თავს ვაწონებდი. ვითომ ძალიან რომანტიკული ტიპის იმიჯიც მაქვს გაკეთებული, მაგრამ არ გამოვიდა. იყო პერიოდი, ერთ-ერთ ინსტიტუტში ერთდროულად მყავდა ხუთი შეყვარებული, ოღონდ ისე გავნაგლდი, რომ ერთ ჯგუფში მყავდა ორი... ერთ დღეს ძმაკაცი მეუბნება: წამო, იქ ერთი გოგო მომწონს და დაგანახებო და თან მითხარი, ვინ არისო, თურმე ერთმანეთში გაიასნებული აქვთ, დგას ყველა ერთად მთავარ კორპუსში, რაზბორკა მომიწყვეს. მერე მართლა შემიყვარდა ერთ-ერთის ჯგუფელი და როგორ გინდა თქვა,  დანით დამჭრიდნენ. რა ნამუსით უნდა მეთქვა? ამის შემდეგ უცებ ძალიან რომანტიკული გავხდი, გრძელვადიანი პროექტი გავწერე, წავედი ვიყიდე ცხრა ვარდი, რვა დღის მერე გავატანე რვა ცალი, შვიდი დღის მერე შვიდი და ასე ჩამოვდიდოდი ყოველდღე. მაშინ არავის არ ჰქონდა, მე დავაბეჭდინე და ძმაკაცს დავკიდე გულზე, შპს „თაიგული“ და აჰქონდა. ისინიც მიხვდნენ მუღამს. სამი დღის მერე სამი, ორი დღის მერე ორი ვარდი, და ბოლოს მე უნდა ავიდე ერთი ვარდით. ძმაკაცის მამის მანქანებს ვაძრობდით ხოლმე, რაღაც „ჯიპებით“ ვმოძრაობდით და იმ დღეს აღმოჩნდა, რომ მანქანა არ გვყავს. ჩემმა ძმაკაცმა მითხრა, დალიეო. დავლიე და კარგი მთვრალი ვიყავი. ძმაკაცის მამას ჰქონდა მანქანის საბურავები გაფუჭებული და სხვა მანქანის საბურავები მივუყენეთ, წავედით, მივედი ერთი ცალი ვარდით ხელში, ბოლო ვარდია, ვაფხაჭუნებ კარებზე, გააღო იმ გოგომ და ვაიმე ეს დეგენერატიაო, არადა, დედამისს უკვე უნახავად ვუყვარდი, მამამისი გამოვიდა, მაგარი კაცი იყო, თამუნა, რა ხდებაო. ეს გოგო ჩემი დანახვით გაბრაზებული იყო – დამანებე ერთი თავიო.
– ხუთი გოგო რატომ გყავდა ერთდროულად,  მექალთანე ხარ?
– მისწორდებოდა რაღაც პონტში, თან თავისი მუღამი აქვს, იმალები და რომ არ დაიწვა, ეს ლექციაზეა, ის – გარეთ. ერთი თუ აუგორეს ადამიანს მექალთნე, ბაბნიკიაო... ხუთი ქალის ერთად რომ მყავდა, ეგ იყო გართობა, მექლთანემ იმდენი ვირიშვილობა თუ გააკეთოს, რასაც მე იმ ხუთ ქალთან ვაკეთებდი. ჩემთვის მექალთანე არის „ვოლგა“ რომ ჰყავდა, ღიპი რომ ჰქონდა, ნებისმიერთან რომ მივიდოდა, დაჯდებოდა, შამპანურს დალევ, „დეტკა“? – ეგ არის მექალთანე ჩემს თვალში. ძალიან მაღალფარდოვანი სიტყვებით რომ გკერავენ და გულში ათ პიდარასტობას რომ ფიქრობენ. მე ჩვეულებრივ ვეუბნები, რა კარგი ძუძუ გაქვს ან რაღაცას, ეს არ არის მექალთანეობა.
скачать dle 11.3