კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რატომ სცემა შვილიშვილის ქორწილში ბებომ პატარძალი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

პოლიციის გენერალი ბორის ივანოვი ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ეს ამბავი შორეული, კომუნისტების დროს მოხდა. პოლიციას მაშინ მილიცია ერქვა. მე კი მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა და ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ერთ დღეს შეტყობინება მოვიდა, ქორწილში ჩხუბიაო და ოპერატიულად გავედით გამოძახებაზე. რომ მივედით, ჩხუბი უკვე ჩამცხრალიყო, მაგრამ პატარძალი იყო საშინლად ნაცემი და ძვირფასი საქორწინო კაბა კი  შემოგლეჯილი ჰქონდა. როგორც გვევალებოდა, დავიწყეთ მოკვლევა, თვითმხილველების გამოკითხვა და გაირკვა, რომ პატარძალი სიძის ბებიას უცემია, რომელიც ქუთაისიდან ჩამოსულა შვილიშვილის ქორწილში. ბებია რომ მოვიკითხეთ, გვითხრეს, სახლში შევიდა და ოთახში იქნებაო. ჩვენც მივედით ბებიასთან და ვკითხეთ:
– ქალბატონო, რატომ სცემეთ თქვენი შვილიშვილის საცოლე, კაბაც შემოგიხევიათ.
ბებოს სახე წამოეჭარხლა და თვალებანთებულმა გვითხრა:
– მეტის ღირსია მაგ „საღორიის“ (ქუთაისის უბანი) ბოზი მაგი, – ბებომ ფილტვები ჰაერთი შეივსო და დაამატა, – გინეკოლოგის ასისტენტი ვარ მე და სამი თვის წინ ჩემი გასახმობი ხელებით გოვუკერე მაგ ბოზს საქალწულე აპკი და თურმე, ჩემს ანგელოზ შვილიშვილს არ ეტენებოდა?
ბებოს სიტყვებზე სიცილი ვეღარ შევიკავეთ და მოკონფლიქტე მხარეებს შინაურული მოგვარებისკენ მოვუწოდეთ. საქმე კი არ აღგვიძრავს. როგორც გავიგეთ, მოგვიანებით „გაკერილი“ საპატარძლო გარკვეული თანხით, მშვიდობიანად გაუშვეს“.
скачать dle 11.3