№27 რა მოხდა ამ დღეს
2 ივლისი
1556 – რუსეთმა მოახდინა ასტრახანის სახანოს ანექსია.
1860 – დაარსდა ქალაქი ვლადივოსტოკი.
3 ივლისი
987 – საფრანგეთის მეფე გახდა პარიზის გრაფი ჰიუგო კაპეტი, კაპეტინგების დინასტიის დამაარსებელი. პარიზი საფრანგეთის მეფეთა ძირითადი რეზიდენცია გახდა.
1608 – დაარსდა ქალაქი კვებეკი (კანადა).
1928 – გასაყიდად გამოიტანეს პირველი ტელევიზორები. 75 დოლარი ღირდა.
4 ივლისი
1631 – პარიზში გაიხსნა მსოფლიოში პირველი დასაქმების ბიურო.
1776 – გამოცხადდა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა.
5 ივლისი
1811 – ვენესუელა გახდა პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში.
1841 – ინგლისელმა თომას კუკმა გახსნა პირველი ტურისტული სააგენტო.
6 ივლისი
969 – დაარსდა ქალაქი კაირო (ეგვიპტე).
1885 – ლუი პასტერმა წარმატებით გამოსცადა მის მიერვე გამოგონებული ცოფის ვაქცინა.
7 ივლისი
1937 – იაპონია თავს დაესხა ჩინეთს (და სულ მალე თითქმის მთლიანად დაიპყრო ის).
1977 – პირველად მოხდა ნეიტრონული ბომბის გამოცდა. ამ ბომბის მოქმედების შედეგად იღუპებიან მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმები, ხოლო ნაგებობები და ტექნიკა უვნებელი რჩება.
8 ივლისი
951 – დაარსდა ქალაქი პარიზი.
1654 – იაკობ ბარსიმონი ჩავიდა ვირჯინიაში – ეს იყო პირველი ებრაელი, ვინც ფეხი დადგა ამერიკის კონტინენტზე.
1918 – I მსოფლიო ომში ერთ-ერთ ბრძოლაში დაიჭრა ერნესტ ჰემინგუეი.