კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

კითხვა: იწვევს თუ არა გასუქებას ბევრი ყავის სმა?
პასუხი:
ყავის გადაჭარბებული მიღება ადრენალინის გამოყოფას უწყობს ხელს, რაც სისხლში შაქრის რაოდენობას ზრდის. თუ თქვენ საკმარისად არ მოძრაობთ, ზედმეტი შაქარი ორგანიზმში ცხიმს დააგროვებს. ყავა შეგიძლიათ, მწვანე ჩაით ჩაანაცვლოთ.
კითხვა: როგორც კი დათბება, სახეზე გამონაყარი და შავი წერტილები მიჩნდება და საშინელი სანახავია. მითხრეს, რომ სოდა შველის და როგორ ვიხმარო?
პასუხი:
შეურიეთ სოდა ლიმონის წვენს ისე, რომ მიიღოთ ფაფისებრი მასა. დაიდეთ გამონაყარზე, დაელოდეთ გაშრობას და ჩამოიბანეთ. სიწითლე მალე გაქრება. გაითვალისწინეთ – ლიმონი კანს აშრობს. შავ წერტილებს, ასევე, არაჩვეულებრივად აცილებს სოდა. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი სოდა და  ჭიქა რძე. წაისვით სახეზე წრიული მოძრაობით და ჩამოიბანეთ. უკეთესი შედეგისთვის, შეგიძლიათ პროცედურა გაიმეოროთ.
კითხვა: ვიცი, რომ ორგანიზმს, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ სეზონზე, ბევრი სითხის მიღება სჭირდება. არ მიყვარს წყალი და გაზიან სასმელს ვსვამ. იმოქმედებს თუ არა ეს ჩემს კანზე ცუდად?
პასუხი:
გეტყვით, რომ წყლის დალევა ორგანიზმისთვის, არა ამრტო ცხელ სეზონზე, არამედ წლის ნებისმიერ დროსაა სასურველი. რაც უფრო ხშირად დალევთ წყალს გაზიანი სასმელის ნაცვლად, მით უკეთესი იქნება თქვენი კანისთვის და მთელი ორგანიზმისთვის.
კითხვა: სახეზე მაქვს აკნე და კანი მიწითლდება. მითხრეს, რომ ამისთვის კარგია თვალის წვეთები. როგორ მოვიხმარო ის?
პასუხი:
ბამბის ბალიში დაასველეთ თვალის წვეთებით და წაისვით დაბანილ, გაწმენდილ და სუფთა სახეზე. გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. ეს გააქრობს თქვენი სახიდან სიწითლეს და აკნეს.
კითხვა: თმის ხარისხი საკმაოდ შემეცვალა და უსიცოცხლო იერი აქვს. ამისთვის თუ არსებობს რაიმე ისეთი საშუალება, რომელსაც ბუნებრივ ინგრედიენტებზე, მარტივად მოვამზადებ სახლის პირობებში?
პასუხი:
მოამზადეთ თმის ნიღაბი ლუდით, ბანანით, კვერცხითა და თაფლით და ეს გიშველით, უსიცოცხლო თმას დაუბრუნოთ ჯანსაღი იერი. აიღეთ ერთი ბანანი, ერთი კვერცხი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა შავი ლუდი. კარგად შეურიეთ ერთმანეთს და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ ერთი საათი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ. მისი საშუალებით თმა უფრო გაძლიერდება და ჯანსაღი იერიც მიეცემა.

скачать dle 11.3