№27 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1994 წლის 3 დეკემბერს. მინდა, უცხოეთში გამგზავრება და იქნებ, მირჩიოთ, რომელი ქვეყანა ჯობია და ასევე, ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულთან მელის მშვიდი და ჰარმონიული ოჯახური თანაცხოვრება?
პასუხი: თქვენთვის მისაღებია ურთიერთობა თხის რქის, მორიელის, ლომის, სასწორის, მერწყულისა და ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთან. უცხოეთიდან კი კარგია: მექსიკა, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, საბერძნეთი, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, მაკედონია, ირლანდია, უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდავეთი, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1997 წლის 10 დეკემბერს. უნდა უცხოეთში წასვლა და იქ სწავლა, მუშაობა. რომელი ქვეყნებია მისთვის მისაღები?
პასუხი: უცხოეთი მისთვის დიდი წარმატების მომტანი არ არის. თუმცა, იქ წასვლა და ძალების მოსინჯვა, ღირს. ქვეყნებიდან კარგია, ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, სინგაპური, მალაიზია.
კითხვა: დავიბადე 1985 წლის 9 მაისს. მინდა, უცხოეთში ვცადო ბედი და რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია სწორედ უცხოეთს უკავშირდება. ამიტომ, იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა თქვენთვის აუცილებელია. ქვეყნებიდან კი მისაღებია: ინგლისი, ავსტრალია, დანია, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, საფრანგეთის სამხრეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი და პორტუგალია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1994 წლის 21 იანვარს. რომელ სფეროში მიაღწევს სასურველ შედეგს?
პასუხი: მისთვის მისაღებია ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, მთარგმნელობითი საქმე, იურისპრუდენცია; ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პოლიტიკა, სამართლებრივი ორგანოები, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა და პედაგოგიკა.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2000 წლის 29 აგვისტოს. რა საქმიანობას უნდა მოჰკიდოს ხელი, რომ სამომავლოდ, წარმატებებს მიაღწიოს?
პასუხი: მისთვის წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები – კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, აუდიო, მობილური და ვიდეოსისტემების ბიზნესი; სოციოლოგია, ასტრონომია, ასტროლოგია, ავიაცია, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო სფერო, მედიცინის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა.