კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როდის უნდა გამოიყენოთ იასამანი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე



იასამანს აქვს სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და შარდმდენი მოქმედება. იასამნისგან ამზადებენ ნაყენებს, ჩაის, კომპრესებს, მალამოს. მის გაუშლელ კვირტებს სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად იყენებენ. იასამნის ყვავილები შველის რევმატიზმს, კუჭის მოქმედების დარღვევასა და მალარიას.
 ფოთლების ნაყენი გამოიყენება მარილების, რევმატიზმის, სახსრების ტკივილისა და პოდაგრის დროს. ნაყენის მოსამზადებლად 100 გრამ ახალ ფოთლს დავასხათ 1 ლიტრი არაყი და 2 კვირის განმავლობაში გავაჩეროთ ბნელ ადგილზე. ამგვარი სითხე მივიღოთ 30 წვეთი სამჯერ დღეში, ჭამამდე. უფრო მეტი ეფექტის მისაღებად კი, ნაყენით შეიძლება, მტკივნებული ადგილებიც დავისრისოთ.
მცენარის ფოთლებისგან დამზადებულ ნაყენს ხალხურ მედიცინაში იყენებენ თირკმელში კენჭებისა და ტკივილის დროს. 2 სადილის კოვზ  იასამნის ფოთლებს დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე. დავდგათ თბილ ადგილზე 2-3 საათით, შემდეგ გავწუროთ და დავლიოთ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე. კურსი უნდა გაგრძელდეს 2 კვირა. იასამნის ჩაი ხსნის თვალის უპეების ჩაშავებას. ამისათვის უნდა მოხარშოთ იასამნის ყვავილები, გააჩეროთ 7 წუთი, გაწუროთ, გააგრილოთ, დაასველოთ მასში ბამბა და დაიდოთ თვალებზე 10 წუთის განმავლობაში. ამ პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია დილით და საღამოს.
იასამნის ფოთლის ნახარში გამოიყენება გაციებისას, ზედა და ქვედა სასუნთქ გზებში არსებული ტკივილის შესამსუბუქებლად, ხველებისა და ბრონქიტის დროს.
რევმატოიდული ართრიტის დროს კარგი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს იასამნის ყვავილებისგან მომზადებულ მალამოს: 2 სადილის კოვზი მშრალი ყვავილები ავურიოთ 2 სადილის კოვზ ნაღების კარაქში და შევიზილოთ მტკივნეულ ადგილზე.
იასამნის ყვავილების ნაყენი კი, შველის ნევრალგიას და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. რეკომენდებულია რევმატული ტკივილებისა და რადიკულიტის დროს. ყვავილები და ფოთლები დააქუცმაცეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით ნახევარი ლიტრი 40-პროცენტიანი სპირტი და სამი საათით დადგით. ნაყენი შეგიძლიათ, გამოიყენოთ მტკივანი ადგილების დასაზელად და კომპრესისთვის. იასამნის ექსტრაქტს შეიცავს მრავალი ფარმაცევტული პრეპარატი – ანთების საწინააღმდეგო მალამოები და გელები, რომლებიც რევმატიზმის სამკურნალოდ გამოიყენება.
იასამნის ნაყენს სვამენ, როგორც მადის აღმძვრელ საშუალებას – 1-2 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. იასამნის პრეპარატები არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს.
გაითვალისწინეთ: შინაგანი მიღებისთვის უმჯობესია ხმელი ყვავილებისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენოთ. ახალდაკრეფილ, ცოცხალ ყვავილებსა და ფოთლებში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები საკმაოდ ტოქსიკურია და შესაძლოა, გავნოთ. იასამანი ასე გაახმეთ: დაკრიფეთ, შეკარით მომცრო კონებად და დატოვეთ სათავსში, რომელიც კარგად ნიავდება. ზამთარში ეს მარაგი ძალიან გამოგადგებათ. იასამანი შეიძლება, მომწამვლელიც აღმოჩნდეს ჩვენთვის, ამიტომ მისი გამოყენებისას აუცილებელია არ გადავაჭარბოთ მითითებულ დოზებს.


გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ
ბადრიჯანი სამკურნალო ბოსტნეულია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის. ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი, სითხე, აუმჯობესებს გულის
მუშაობას. მის მიღებას ურჩევენ სისხლნაკლებობისას, ნიკრისის ქარის, პოლიართრიტის, თირკმლისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებისას. იყენებენ ვიტამინების ნაკლებობისას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებისას, აქვს შარდმდენი, ორგანიზმის გამამაგრებელი თვისებები.
მოცხარი მდიდარია ჯანმრთელობისთვის საჭირო B, C, D, E, K და PP და ვიტამინებით. შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ 600-მდე ნივთიერებას. ამის გამო, ის ააქტიურებს სისხლის წარმოქმნას, გამოდევნის ორგანიზმიდან მარილებს, კარგია ავიტამინოზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შავი მოცხარი არეგულირებს წნევას, ხელს უშლის სახსრების ანთებასა და ალერგიას. წითელი მოცხარი კი, კლავს წყურვილს, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებსა და წიდებს.
გრეიპფრუტს მწარე გემოს აძლევს ფლავონოიდი ნარინგინი, რომელსაც შეიცავს მისი კანი. ის აუმჯობესებს სისხლძარღვების გამტარიანობას და ელასტიკურობას, აძლიერებს კაპილარებს, ამიტომ გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ძალიან სასარგებლოა, ასევე, მისი თესლი – ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება.


რომელი დაავადებების მკურნალობაში დაგეხმარებათ ბულგარული წიწაკა

თავისი მდიდარი შემადგენლობის წყალობით, ბულგარული წიწაკა ფასდაუდებელი ბოსტნეულია. მას უდიდესი სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისათვის. მასში შემავალი მინერალები სისხლს საჭირო კომპონენტებით ამდიდრებენ და ხელს უშლიან ანემიის განვითარებას, აძლიერებენ იმუნიტეტს. ვიტამინების მრავალფეროვნება კი, ხელს უწყობს სისხლძარღვთა გამაგრება-განმტკიცებას, თმის ზრდას, აუმჯობესებს კანისა და მისი დანამატების (თმა, ფრჩხილები) სტრუქტურასა და მდგომარეობას.
ბულგარული წიწაკა ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას, ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებასა და განახლებას, დეპრესიული მდგომარეობისგან თავის დაღწევას, ძალთა მოზღვავებას. განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. მეცნიერული გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ბულგარული წიწაკის მიღება ათხელებს სისხლს, აქვეითებს არტერიულ წნევას, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და კუჭუკანა ჯირკვლის (პანკრეასის) ფუნქციებზე. ნიღბებსა და საცხებს სწორედ ამ წიწაკის ფხვნილს ამატებენ და ისე იყენებენ რადიკულიტის, ართრიტისა და ნევრალგიის სამკურნალოდ.
ბულგარული წიწაკა ფასობს P ვიტამინის, ანუ რუტინის, შემცველობის გამოც. ცნობილია, რომ რუტინი სისხლძარღვებს, მათ შორის, უწვრილეს კაპილარებს, ელასტიკურობასა და სიმტკიცეს უნარჩუნებს, მთელ გულ-სისხლძარღვთა სისტემას კი, აახალგაზრდავებს. ამიტომ ბულგარული წიწაკის გამოყენება რეკომენდებულია თრომბოზებისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბულგარული წიწაკის რეგულარული გამოყენება აქვეითებს თამბაქოს დამღუპველ ზემოქმედებას. ამიტომაც, წიწაკის ამ სახეობის კვების რაციონში ჩართვა რეკომენდებულია როგორც აქტიური, ისე პასიური მწეველებისთვის.
 ბულგარული წიწაკა ძალზე სასარგებლოა მათთვის, ვინც გონებრივ შრომას ეწევა, ასევე, ასაკოვანთათვის, რადგან აუმჯობესებს მეხსიერებას, უზრუნველყოფს ყურადღების კონცენტრაციას, ხსნის უძილობას. მისი წყალობით ადამიანი თავისუფლდება სტრესისა და წინადეპრესიული მდგომარეობისგან, ნერვული და კუნთოვანი სისტემების ზედმეტი დაძაბულობისგან.
ბულგარული წიწაკა როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ორგანიზმს უნარჩუნებს ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას, აფერხებს თმის ცვენას. ეს ბოსტნეული განსაკუთრებით კარგია ორსულობისას, როდესაც ძვლოვან სისტემასა და თმას ყველაზე მეტად სჭირდება ელემენტებით შევსება.
ვინც დღეში 40 გრამ ბულგარულ წიწაკას მაინც მიირთმევს, C ვიტამინის დღეღამურ დოზას იღებს, ამ ვიტამინს კი ბევრი დაავადების პროფილაქტიკა შეუძლია – ის იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, ნერვული და კუნთოვანი სისტემების ფუნქციონირებას, აჯანსაღებს ქსოვილებს. თრომბოზების პროფილაქტიკისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის რეკომენდებულია დღეში 40-50 გრამი წიწაკის წვენის დალევა.
მისი მიღება საჭიროა უპირატესად ცოცხალი სახით, რადგან თერმული დამუშავებისას ის სასარგებლო თვისებების მნიშვნელოვან რაოდენობას კარგავს. ბულგარული წიწაკის არჩევისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რომ ბოსტნეულს ჰქონდეს მწვანე, მკვრივი ყუნწი, არ იყოს დანაოჭებული და მომჭკნარი; წიწაკას მკვრივი და პრიალა ზედაპირი უნდა ჰქონდეს.
რაც შეეხება უკუჩვენებებს, არ შეიძლება მისი გამოყენება იშემიური დაავადებებისა და გულისცემის არითმიის დროს. მისი მიღება სასურველი არაა ასევე მათთვის, ვისაც კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა, გასტრიტი ან კუჭის წყლულოვანი დაავადება აწუხებს. თუ დაავადებული გვაქვს თირკმელები ან ღვიძლი, გვაწუხებს ჰემოროი ან ეპილეფსია, ტკბილი წიწაკა ამ შემთხვევაშიც უნდა დავივიწყოთ.

ძილის დარღვევის სახეები და მათი მახასიათებლები
ძილის დარღვევას გაცილებით უფრო მძიმე შედეგები აქვს, ვიდრე ეს, უბრალოდ, უძილობაა. ცნობილია ძილის დარღვევების დაახლოებით 80
განსხვავებული ტიპი. მათ შორის: ინსომნია (უძილობა) არის ძილის საერთო დარღვევა, რომლის სიმპტომებიც ვლინდება როგორც ღამით, ასევე დღის განმავლობაში. ჩვეულებრივ, ღამით გამოვლენილი სიმპტომებია დაძინებასთან დაკავშირებული სირთულეები, წყვეტილი, ზედაპირული ძილი ან ადრე გამოღვიძება. დღის სიმპტომები მოიცავს ცუდად ყოფნის განცდას, დაღლილობას, დარღვევებს ფსიქიკურ ფუნქციებში, როგორიცაა მეხსიერებასთან და კონცენტრაციასთან დაკავშირებული სირთულეები. ინსომნიის დიაგნოზი ისმება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სიმპტომები გრძელდება მინიმუმ ერთი თვე, ხოლო თუ ძილის დარღვევა 6 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, საქმე გვაქვს ქრონიკულ ინსომნიასთან.
ინსომნიის კლასიფიკაცია ხდება მისი ხანგრძლივობის მიხედვით.
ინსომნიაზე მოქმედი ბიოლოგიური ფაქტორებია: ქრონიკული ტკივილი, როგორიცაა ართრიტი და თავის ტკივილი; სიძნელეები სუნთქვისას (ასთმა), გულის მუშაობის პრობლემები; დეპრესია, შფოთვა და სხვა ფსიქიატრიული აშლილობები; მედიკამენტები და ნივთიერებები, რომლებსაც ხშირად ვიღებთ, მაგალითად, კოფეინი, ნიკოტინი და სხვა სტიმულატორები, ალკოჰოლი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ გარემო ფაქტორებზე. ჩვეულებრივ, ასეთი ფაქტორებია: განპირობებული აგზნებულობა – საძინებელი ოთახი ან საწოლი ასოცირებულია ნეგატიურ ემოციებთან, რომელსაც იწვევს ძილის წარუმატებელი მცდელობები. საძინებელი ოთახი არაცნობიერად იწვევს აგზნებულ, სიფხიზლის მდგომარეობას. მაგალითად, ინსომნიით დაავადებული ადამიანებს შესაძლოა, ძილი მოერიოთ ტელევიზორის ყურებისას ან კითხვისას საცხოვრებელ ოთახში, მაგრამ მაშინვე ფხიზლდებიან, როგორც კი საძინებელ ოთახში გადაინაცვლებენ.
დადგენილია, რომ ქალებში ორჯერ უფრო მაღალია ინსომნიის გამოვლენის ალბათობა, ვიდრე მამაკაცებში. ამასთანავე, ინსომნია უფრო ხშირია გვიანი მოზრდილობის ხანაში.
ძილის აპნეა არის ძილის დარღვევა, რომლის დროსაც აღინიშნება ერთი ან მეტი პაუზა სუნთქვისას ან არაღრმა სუნთქვა. პაუზა შეიძლება, გაგრძელდეს რამდენიმე წამი ან წუთი და გამოვლინდეს დაახლოებით 30-ჯერ (ან მეტჯერ) ერთი საათის განმავლობაში. ძილის აპნეა, როგორც წესი, ქრონიკულია და ხელს უშლის ღრმა ძილს, რაც თავის მხრივ, იწვევს დაღლილობას და ძილიანობას დღისით. ძილის აპნეა ყველაზე ხშირად გვხვდება შუა ხნის მამაკაცებში. მისი ყველაზე გავრცელებული ნიშნებია: ხმამაღალი და მუდმივი ხვრინვა. თავის ტკივილი დილით, მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემები, გაღიზიანებადობა, ცვლილებები გუნება-განწყობაში, ყელისა და პირის სიმშრალე გაღვიძებისას, ხშირი ურინიზაცია, ოფლიანობა. ძილის აპნეას იწვევს შემდეგი მდგომარეობა: სასუნთქი გზები მთლიანად ან ნაწილობრივ იბლოკება, რადგან ყელის კუნთები და ენა მოდუნებულია ჩვეულებრივზე მეტად, რაც ხელს უშლის ჰაერის ჩასვლას ფილტვებში. ძილის აპნეას ხელს უწყობს სიმსუქნე და ასაკის მატება. ის შესაძლოა, იყოს სტრესის ჰორმონების გამოყოფის ტრიგერი.
ძილის აპნეა იკურნება ცხოვრების სტილის შეცვლით, სუნთქვითი ვარჯიშებით ან ქირურგიული ჩარევით. ცხოვრების სტილის შეცვლაში იგულისხმება თავის შეკავება ალკოჰოლის მიღებისაგან, წონის დაკლება, სიგარეტის მოწევის შეწყვეტა.
ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს ხშირად იწვევს ცირკადული რიტმის დარღვევა. ადამიანის ორგანიზმი განიცდის დღე-ღამის ბუნებრივი რიტმის ზემოქმედებას. ჩვენი სხეული სინქრონიზდება დროის ციკლთან, რომელიც ცირკადული რიტმის სახელით არის ცნობილი: სისხლის წნევა, მეტაბოლური პროცესები, გულისცემის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა და ჰორმონალური აქტივობა შინაგანი საათის მიხედვით იცვლება. შინაგანი საათი ყველაზე უკეთესად მუშაობს იმ შემთხვევაში, როდესაც ვიცავთ რეგულარულ რუტინას და ირღვევა ღამის საათებში მუშაობის შემთხვევაში, ან დროის სარტყელის შეცვლისას.
ნარკოლეფსია არის ძილის ქრონიკული, ნევროლოგიური დარღვევა, რომელიც ხასიათდება გადაჭარბებული ძილიანობით დღის განმავლობაში, კატაპლექსიით და პათოლოგიური REM ძილით. პიროვნება, რომელსაც აქვს ნარკოლეფსია, განიცდის უკიდურეს დაღლილობას და შესაძლოა, ჩაეძინოს არასათანადო სიტუაციებში, მაგალითად, სკოლაში ან სამსახურში.
პაციენტთა უმარავლესობა ასევე, განიცდის კატაპლექსიას – კუნთების უეცარი პარალიზება ან სისუსტე სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რომლის ტრიგერიც ხშირ შემთხვევაში არის ძლიერი ემოცია. კატაპლექსია არის კარდინალური სიმპტომი, რამდენადაც თითქმის ყოველთვის ნარკოლეფსიის გამომწვევი ძირითადი მიზეზის, ტვინში ჰიპოკრეტინის ნაკლებობის ინდიკატორია.
ძილის ტერორი, ასევე ცნობილია როგორც ღამის ტერორი, ხასიათდება ცნობიერების დროებითი შეცვლით, პიროვნებას უეცრად ეუფლება შიში, პანიკა, დაბნეულობა და ცდილობს გაქცევას. პიროვნება არ რეაგირებს დამშვიდების მცდელობებზე სხვა ადამიანების მხრიდან, სუნთქავს მძიმედ, ყვირის და კვნესის. ამ დროს ადამიანი არ არის სრულად გამოფხიზლებული და ეპიზოდის გავლის შემდეგ შესაძლოა, ჩვეულებრივ გააგრძელოს ძილი, ხოლო დილით აღარ ახსოვდეს მომხდარი ამბავი. მთვარეულობის მსგავსად, ღამის ტერორის ეპიზოდებიც დელტა ძილის დროს ვლინდება, ღამის პირველ ნახევარში, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ტერორი განვასხვავოთ ღამის კოშმარისაგან, რომელიც მჟღავნდება ღამის უკანასკნელ მესამედში.скачать dle 11.3