კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 იქნებით ისევ ერთად?


სიყვარული გვიცავს… ერთმანეთისგან. მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. თუმცა, გრძნობა ხშირად იმაზე ადრე მიფრინავს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და თან მიაქვს მშვენიერი დაპირება – „ერთად სამარადჟამოდ“.
ფსიქოლოგები მაინც ცდილობენ დაგვეხმარონ, გავერკვიოთ, თუ რა განვითარებას ჰპოვებს ჩვენი ურთიერთობა მას შემდეგ, როცა გულში სიმშვიდე დაისადგურებს…
ამის გასარკვევად საკუთარ თავს აუცილებლად უნდა დაუსვათ  ხუთი შეკითხვა:
1. რამდენად ჰგავხართ ერთმანეთს?
სიყვარულს თავისი ილუზიები ახლავს. ბურუსში გვხვევს და პარტნიორის რეალური სახის დანახვაში გვიშლის ხელს. როდესაც გვიყვარს, გვეჩვენება, რომ ერთნაირები ვართ, მერე კი ერთ დღეს აღმოვაჩენთ, რომ სრულიად უცხო ადამიანი გვიწევს გვერდით. ცოლ-ქმარს ბევრი რამ უნდა ჰქონდეს საერთო, ეს აუცილებელია – საერთო ფასეულობები, მოლოდინები, ინტერესები, ინტელექტუალური დონე. უნდა თანხმდებოდეთ იმაზე, თუ როგორ სჯობს თავისუფალი დროის გამოყენება.
2. იცნობთ ერთმანეთის მეგობრებს?
როცა ადამიანები მზად არიან, ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის, როგორც წესი, ისინი ცდილობენ შეყვარებულები საკუთარ ცხოვრებაში ჩართონ – ოჯახი, მეგობრები გააცნონ. რაც უფრო მეტი კვანძი შეიკვრება, რაც უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება თქვენს კავშირს, მით ნაკლები იქნება განშორების შანსი.
 3. ის მხოლოდ თქვენით არის დაინტერესებული?
ქვეცნობიერ ქცევებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ შეყვარებული ადამიანები, თავისდაუნებურად თუ გაუაზრებლად, ყურადღებას არ აქცევენ გარშემო მყოფებს. თუკი ასე არ ხდება და პარტნიორი ვიზუალურად აფასებს სხვა პოტენციურ კანდიდატს, მაღალია იმის რისკი, რომ ურთიერთობა დროს ვერ გაუძლებს. ის, ვინც გულის სიღრმეში ისევ ვიღაცას დაეძებს, ყურადღებით აცეცებს თვალებს აქეთ-იქეთ.
4. გეშინიათ თუ
არა მარტო დარჩენის?

რაც მეტად გვეშინია მარტოდ დარჩენის, მით უფრო მიდრეკილნი ვართ ისეთ რაღაცაზე დავხუჭოთ თვალები, რასაც სამომავლოდ ვერ ავიტანთ. ისინი, ვისაც მარტოობა დისკომფორტს უქმნის, საკუთარ თავთან არ აღიარებენ, რომ ეს პარტნიორი და ეს ურთიერთობა არ არის ის, რაც მათ სჭირდებათ. პარტნიორს უვლიან, უფრთხილდებიან, მიდიან დათმობებზე… თუმცა თავის მოტყუება დროთა განმავლობაში ძალიან რთულდება და საშინელი იმედგაცრუება ეუფლებათ.
 5. როგორ რეაგირებს თქვენი პარტნიორი სიახლოვეზე?
მოკლევადიანი ურთიერთობებით დაინტერესებული ადამიანები სიახლოვეს გაურბიან. „საპატიო მიზეზებით“ ხშირად აიგნორებენ ზარებს, შეტყობინებებს, თავს არიდებენ თქვენთან ურთიერთობას საერთო ნაცნობებთან ერთად.  მსგავსი ქცევა მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი ერთად ყოფნისთვის არაფრის გაკეთებას არ აპირებს. ქვეცნობიერ დონეზე იგი ხანგრძლივი ურთიერთობისთვის მზად არ არის.

ის, რის გამოც ქალებს
 უყვარდებათ


ბევრი მამაკაცი, მათ შორის „ყურებამდე შეყვარებულიც“ კი, ხშირად ვერაფრით პოულობს გზას ქალის გულისკენ, მერე კი ყველას არწმუნებს, ქალებს მხოლოდ ფული აინტერესებთო.
ის, რომ ქალები ყველაზე მეტად ფულით იხიბლებიან მითია. ამქვეყნად ყველაზე ქარაფშუტა და პრაგმატული ქალიც კი, იმაზე მეტს ეძებს კაცში, ვიდრე მისი ფინანსური შესაძლებლობებია. თუ თქვენ მხოლოდ ფულით ცდილობთ მასზე შთაბეჭდილების მოხდენას, თქვენთან გაჩერდება მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი დაფინანსებით უკეთესად გაიპრანჭოს უფრო საინტერესო მამაკაცისთვის.
 ასევე, არ არის საჭირო კატალოგიდან გადმოსულ მოდელს ჰგავდეთ. თუკი დაკუნთული სხეულისა და ვნებიანი მზერის მეტი არაფერი გაქვთ თავის მოსაწონებლად, ქალი დიდხანს არ გაგიჩერდებათ.
რას აქცევენ ისინი ყურადღებას:  
უპირველესად, თავდაჯერებულობას. ანუ უნდა იცოდეთ, რა გსურთ. ეცადეთ, საკუთარი თავის რწმენა აიმაღლოთ, დაკავდით რამე საინტერესო საქმიანობით, წაიკითხეთ, განვითარდით, ისწავლეთ. არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ მიბაძოთ ვინმეს. არ გირჩევთ ყალბი იმიჯის შექმნას, რომელსაც თქვენს პიროვნებასთან საერთო არაფერი აქვს. ქალები ძალიან მალე ხვდებიან სიყალბეს.
ძალიან მომხიბლავი თვისებაა მიზანდასახულობა. ეს თქვენს პიროვნებას ქარიზმას შემატებს.  დაგეგმეთ, რას აპირებთ და გახდით ადამიანი, რომელიც ცდილობს, უკეთესობისკენ შეცვალოს ცხოვრება. დაიწყეთ საკუთარი მომავლის შექმნა.
იყავით საინტერესო და მხიარული. ხომ გაგიგიათ: „ვინც ამ გოგოს გააცინებს, ეს გოგონაც მისიაო“. ნუ დაიძაბებით, გაიღიმეთ და მოეშვით.  ცოტა თავისუფალი და გაღიმებული აუცილებლად მოეწონებით.
იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე.  თავის მოვლა არც კაცებს აწყენთ. ქალებს მოვლილი მამაკაცები მოსწონთ, ოღონდ ზედმეტად გადაპრანჭული – არა. დაიცავით ჰიგიენა, მოიწესრიგეთ ფრჩხილები. ჩაიცვით სუფთად და ლამაზად. გახსოვდეთ, ბრენდებზე მეტად გოგონები ფერთა შეხამებასა და გემოვნებით ჩაცმას აქცევენ ყურადღებას. კიდევ – კარგ სუნს.
დაინტერესდით მისით. შეეცადეთ კარგად გაიცნოთ, დაინტერესდით მისი აზრებით, შეხედულებებით, ჰკითხეთ, რისი კეთება მოსწონს, რომელია მისი საყვარელი კერძი, რაზე ოცნებობს, რა უყვარს, რა ახარებს, მოძებნეთ საერთო მასთან. პირდაპირი  და უტაქტო შეკითხვები საჭირო არ  არის.
ქალს, რომელიც მოგწონთ ეკონტაქტეთ თვალებით. ეცადეთ, ყოველთვის თვალებში უყუროთ, ამბობენ,  თუ ქალს დიდხანს უყურებთ თვალებში შეიძლება, მხოლოდ ამის გამო შეუყვარდეთო.
იზრუნეთ მასზე.  არც ერთ ქალს არ სიამოვნებს სხვა ქალის ღირსებებზე საუბარი, თუნდაც ამას არ იმჩნევდეს. ნუ დაიწყებთ აქეთ-იქეთ თვალების ცეცებას, როცა მასთან ერთად ხართ. იგი უნდა გრძნობდეს, რომ მთავარი თვითონ არის.
დაივიწყეთ ფრაზა – ყველა ქალი ერთნაირია. არ არსებობს ორი ერთნაირი ქალი. ისევე, როგორც არ არსებობს ორი ერთნაირი მამაკაცი. და თუ იპოვეთ ის ერთადერთი, ხელი მაგრად ჩასჭიდეთ და აღარ  გაუშვათ.скачать dle 11.3