კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რატომ სთხოვდა ანანია გაჩეჩილაძე ექიმს საქალწულე აპკის დარღვევას და როდის მოსთხოვს ის პარტნიორს სექსის დროს სხვა ადამიანების დამატებას

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ართული სკანდალური პრეზერვატივების „აიისას“ დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე ახლა თავისი ცხოვრების სკანდალურ დეტალებზე გვიამბობს. ანანია სამჯერ იყო ძალადობის მსხვერპლი, რამაც ისეთი ფსიქოლოგიური კვალი დაუტოვა, რომ ექიმებთან მივიდა და საქალწულე აპკის დარღვევას სთხოვდა.
– როგორ გახდი ძალადობის მსხვერპლი?
ანანია გაჩეჩილაძე: ძალადობის მსხვერპლი სამჯერ გავხდი. 2012 წლის აქციები რომ იყო „ცოცხების თემაზე“, იმ პერიოდში ველზე გავიჭერი, როგორც დამოუკიდებელი სამოქალაქო ჟურნალისტი. იქ გავიცანი ორი ტიპი. ერთ-ერთმა საკუთარი „ფეისბუქი“ ჩამაწერინა და ფოტოს გაგზავნა მთხოვა. საღამოს მართლა შევედი მის „ფეისბუქზე“ და ფოტოების გაგზავნის შემდეგ, მისი გვერდიც ვნახე. ვხედავ, რომ ეს მოძველბიჭო ელემენტი დიდი თეორიული ცოდნით არის დაძეძგილი. 17 წლის ახალი გამხდარი ვიყავი, ურთიერთობების გამოცდილება არ მქონდა და ჩემთვის ეს აღმოჩენა შოკისმომგვრელი იყო. ინტერესი გამიჩნდა, მისთვის თავი მომეწონებინა. თავიდან მეგობრული შეხვედრები დავიწყეთ, რადგან არც იმ მომენტში ვიყავი ინტიმურობისთვის მზად. წარმოდგენა მქონდა, რომ სრულფასოვანი ურთიერთობისთვის სექსი და გამართული ურთიერთობა თანაბრად აუცილებელია და მინდოდა ყველაფერი ამ კონდიციამდე მისულიყო. დღემდე ჩემი ფსიქოტიპი ისე ვითარდება, რომ „პროსტა“ ვიღაცებთან სექსი არ მინდება. ემოციური კავშირის გარეშე, როგორ არა, შემიძლია მქონდეს სექსი, მაგრამ ჩემთვის უინტერესოა. გავაფრთხილე, რომ მასთან ერთად ძილი პრობლემა არ იყო, მაგრამ სექსუალური ურთიერთობებისთვის ჯერ მზად არ ვიყავი. მე მართლა არ მქონია დეფლორაციის შიშები და საქალწულე აპკისთვის მატერიალური მნიშვნელობა არასოდეს მიმინიჭებია. წავედი მასთან ერთად სოფელში და აი, აქ იკვეთება უამრავი კულტურული საზიზღრობა. ოთხი ბიჭი და მე ვიყავით. დამავალეს, რომ სადილი მე მომემზადებინა ყველასთვის და სუფრაც გამეშალა. მახსოვს, ნოემბრის გაყინულ წყალში კიტრს როგორ ვრეცხავდი, ვთლიდი, კარტოფილს ვწვავდი. ამ ყველაფრის შემდეგ სუფრასთან მეც რომ დავჯექი, თითქოს რომანტიკულ კონტექსტში, საჭმელი  ერთ თეფშზე დაგვიდეს მე და ჩემს „კავალერს“ და მითხრეს, მეტი რა გინდაო. მოვიდა ის მომენტიც, როცა ოთახში დასაძინებლად შევედით. მთელი ღამე ამ ბიჭთან ჭიდაობაში გავიდა. აგრესიას ვეღარ აკონტროლებდა, უამრავი „სინიაკი“ მქონდა მკერდზე და ლოყებზე. დილით სარკეში ვნახე ჩემი დასიებული სახე და დახეთქილი ტუჩები. ავიღე ჩანთა და გამოვედი ტრასაზე. როგორღაც ჩამოვაღწიე თბილისამდე.
– რომელი ძალადობა გახსენდება ყველაზე მტკივნეულად?
 – ერთმა ადამიანმა, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა მქონდა, ბარში დამპატიჟა. უსიამოვნო სიტუაცია დამხვდა, ნახევარ საათში წამოვედი, ამ ბიჭმა წამომიყვანა და უცებ შოუები დადგა: დედაჩემი არის ცუდად და ამოდი მომეხმარე, მოვუაროთო. ასე მოტყუებით ამიყვანა, გამოკეტა ოთახის კარი, თურმე ნარკომანია და ლომკა აქვს, მთელი ღამე აივანზე იყო გადაკიდებული, მემუქრებოდა ძალადობრივად, დანა მომადო ყელზე, ამ ყველაფერში იყო სექსუალური შინაარსის ელემენტები, მაგრამ მაგას ვინ ჩიოდა, მეხუთე სართულის აივანზე იყო გადაკიდებული გარედან, მეუბნებოდა შენ თუ ისე არ მოიქცევი, როგორც მე მინდა, გადავხტებიო. რაღაცნაირად ის ღამე გავათენეთ.
– ამ ძალადობრივმა ფაქტებმა როგორ იმოქმედა შენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?
– ამ ძალადობრივმა გამოცდილებებმა დააყოვნა ჩემი სექსუალური ცხოვრების განვითარება. ფსიქოლოგიური პრობლემაც მქონდა და გავჭედე იმაზე, რომ მაქვს საქალწულე აპკი, რომელიც არაფერში მჭირდება. 18 წლის როგორც კი გავხდი, გინეკოლოგთან წავედი და ვეუბნებოდი, გამჭერით-მეთქი. ეს გადაწყვეტილება ჩემი ძალადობრივი გამოცდილებების შედეგი იყო და მქონდა საფუძველი, ჩემს სხეულს ისე მოვქცეოდი, როგორც მინდოდა. ორ ექიმთან ვიყავი, ვუხსნიდი და ისინი მაინც მიმტკიცებდნენ, რომ ვიღაც ისე შემიყვარდება, რომ ამ აპკს სიხარულით ჩავაბარებდი. ან რას ჩავაბარებდი, იმას რაში სჭირდება... ეგეთი ბიჭი არ მეყოლებოდა არასდროს. ისეთს ვერ ავიტანდი, ვისაც ეს მოთხოვნილება ექნება და საქალწულე აპკი ურჩევნია. პირველად ვისთანაც მქონდა სექსუალური ურთიერთობა, იმან დღემდე არ იცის, რომ გამოუცდელი ვიყავი, იმდენად არ მეტყობოდა – ტვინი წინ მქონდა, თეორიულად ყველაფერი ვიცოდი. მადლიერი ვარ, რომ გამათავისუფლა მაგ აპკისგან.
–  რა არის შენთვის ერთგულება?
– მე ბუნებით მონოგამიური ვარ – თუ ერთთან ვარ, არ მინდება სხვასთან დავკავდე სექსით. ჩემთვის ურთიერთობაში არის წყვილი, მე და შენ კი არა, ერთად. როდესაც წყვილად გარდაიქმნებით, უნდა შეივსოთ და გადაირიოთ ერთმანეთით. ჩემთვის წყვილი არის უზენაესი, იმის იქით არაფერია. რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ, მე წავიდე და ვიღაცასთან დავკავდე სექსუალური ურთიერთობით – ასე არ იქნება. ისეთი მაგარი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, რომ თუ რამე გვინდა, ერთად უნდა გავაკეთოთ. იმის ნაცვლად, რომ ვიღაცასთან წახვიდე სექსის დროს, ჯობია, მესამე და მეოთხე ადამიანი დაიმატო. რა მოხდა მერე. ოღონდ ისე არა, რომ მას უნდოდეს ქალის დამატება და მე დავთანხმდე, თუ შეთანხმებაა, თანაბრად უნდა იყოს ყველაფერი. არ მქონია ასეთი ურთიერთობა, მაგრამ ვიცი, რომ კარგია, არა იმიტომ რომ ქმარი გამექცეს, არამედ იმიტომ რომ მომწონს, მე მინდა ასე.
– პორნოფილმებში თუ მიიღებდი მონაწილეობას?
– მე ვერ ვიქნებოდი სექსმუშაკი, ემოციური კავშირები ჩემთვის მნიშვნელოვანია. მეძავი ვერ ვიქნები, მაგრამ პორნოფილმში მივიღებდი მონაწილეობას. ერთხელ აკეთებ, თან შემოქმედებითია და ბევრ თანხას გიხდიან, თან ყველაფერი საშვილიშვილოდ გრჩება. ყოველდღიურად ახალი ტრენდია პორნოებში და მაგას ვაკვირდები, რას უყურებს ხალხი. იქ რაც აისახება, ცოტა ხანში ცხოვრებაში გადმოინაცვლებს. ადამიანმა რაღაც ახალი რომ ნახა, მოუნდება და თვითონაც გააკეთებს. შეზღუდვებს ძალით ვუწესებთ თავს, თორემ რაც ანატომიურად შესაძლებელია, ესე იგი, დასაშვებიცაა.
скачать dle 11.3