№26 ზაალ წულუკიძის (ვინის) ანეკდოტები
გურული ბაზარში:
– აბა, გოჭი, კაი გოჭი, უნაკლო და უზადო, კაი გაპუნტულებული!
– კი, იცოცხლე კაია, მარა ასე რომ აქებ უზადო და უნაკლოაო, მარჯვენა ყური რომ აქვს მოგლეჯილი? – ეცადა ფასის დაკლებას მუშტარი.
– შენ, ძამა, თუ შესაწვავად და საჭმელად გინდა, მართლა უნაკლოა და რამე თუ გაქ სათქმელი, მარცხენა ყურში უთხარი, რა პრობლემაა.
***
მარო წყაროდან დაბრუნდა და მიხოს ეუბნება:
– მიხო, წყაროზე მითხრეს, რომ მაგარი სამსახური დაგიწყია. მე მიმალავ მაგასა?
– არა, რა მაგარი სამსახური? მე ვინ დამაწყებინებს სამსახურსა, სახლში ვზივარ.
გადის ორი წუთი და მიხოს ურეკავენ, სამსახურში აგიყვანეთო.
მეორე დღეს, მარო ისევ მიდის მიხოსთან:
– მიხო, წყაროზე მითხრეს, დიდი ფული გიშოვნია.
– არა, მარო, რა დიდი ფული? მაგარი სამსახური კი მაქვს, მაგრამ ხელფასი დაბალი?
ხუთ წუთში მიხო ტელევიზორს რთავს, ლოტოს გათამაშება გადის და ექვსივე ციფრს გაარტყამს, მილიონი მოიგო.
მესამე დღეს მარო მიდის მიხოსთან:
– მიხო, წყაროზე მითხრეს, მიხოს დაიჭერენო.
– რასა ბოდამ, ქალო? მე ვინ დამიჭერს მარო, მაგარი სამსახური მაქვს, მილიონი, არაფერი დამიშავებია, ბოლო-ბოლო, მოვისყიდავ პროკურორსაც, გამოძიებასაც, მოსამართლესაც...
გადის 10 წუთი და სპეცნაზი შევარდა მიხოსთან, გასკვანჩეს და ციხეში ჩასვეს.
მეოთხე დღეს, მარო მიდის მიხოსთან პაემანზე:
– მიხო, პროკურორმა მითხრა....
– დაიცა დედაკაცო, რა პროკურორი, რის პროკურორი, მაგის დედაცა... წყაროზე რა გითხრეს, ის მითხარი შენა.
***
ქუთაისელმა, ლას-ვეგასის კაზინოში თანაქალაქელი ნახა.
– აუ, ანზორია, რაფრა გამიხარდა შენი დანახვა! რომელ სასტუმროში გაჩერდი?
– ჯერ არ ვიცი, რაცხა ოთხი დღეა, რაც აქანე შემევედი.
***
მეგრელი და სვანი გაიჭედებიან ლიფტში. სვანი დაიწყებს ყვირილს:
– გვიშველეეეთ! გვიშველეეეთ!..
მეგრელი ეუბნება:
– მოდი, ერთად ვიყვიროთ, ასე უფრო გავაგონებთ ვინმესო.
სვანი დაიწყებს:
– ერთად! ერთად!
***
– აფრასიონას ბიჭს, შენი ქალიშვილის ხელის თხოვნა უნდა.
– მერე, შენ რომ გამოგაგზავნა, რავა აფრასიონას ბიჭს თავისი ხელი არა აქვს, თუ?
– კი აქვს ბატონო, მაგრამ დეეღალა.
***
ღელვის დროს მგზავრი მივა კაპიტანთან და ეკითხება:
– რა მანძილზეა უახლოესი მიწა?
– ორ მილში.
მგზავრს გაუხარდება და კიდევ ეკითხება:
– მარჯვნივ თუ მარცხნივ?
– ქვემოთ!
ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები
– საყვარელო, ზუსტია, რომ ამბობენ, მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა, კუჭზე გადისო.
– ტყუილია ეგ!
– რატომ?
– დავიჯერო, ჩვენი მილიონერი მეზობელი ანზორი, საყვარელთან ჭამისთვის მიდის?
***
ქუთაისელები ბირჟაზე სხედან და ბჭობენ, ახალი დამარხვის კანონზე. უცბად წამოხტა რეზოია და ამბობს:
– მე მევიფიქრე, ბიჭებო, კარგი.
– აბა, თქვი, რა მეიფიქრე?
– რა და, დავმარხოთ პატიოსანი ადამიანი დამჯდარი, „კაი ბიჭი“ – ჩაკუზული და ბოზი კიდო – წაკუზული.
***
ნარკომანი ზის ავტობუსში, „ლომკაშია“ და ყოველ ორ წუთში, ხმამაღლა ყვირის:
– ყველა მკიდიხართ... ყველა მკიდიხართ...
გურული ბებო უზის გვერდით, მიუბრუნდა და ეუბნება:
– ჩამომხსენი ბებო, აქანე უნდა ჩევიდე.