№26 რა მოხდა ამ დღეს
25 ივნისი
1783 – ფრანგმა ქიმიკოსმა ლავუაზიემ დაადგინა, რომ წყალი შედგება წყალბადისა და ჟანგბადის ატომებისგან.
1998 – გამოვიდა ოპერატიული სისტემა Windows 98.
26 ივნისი
1498 – ჩინეთში გამოიგონეს კბილის ჯაგრისი.
1945 – სტალინს მიენიჭა გენერალისიმუსის წოდება.
1953 – კრემლში დააპატიმრეს ლავრენტი ბერია.
27 ივნისი
1615 – პირველი ჭიქა ჩაი დაილია ევროპის კონტინენტზე.
1929 – ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად წარადგინეს მომუშავე ფერადი ტელევიზორი.
1954 – ქალაქ ობნინსკში (მოსკოვის ახლოს) ამუშავდა მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური.
28 ივნისი
1644 – მოხეტიალე თეატრის მსახიობი ჟან ბატისტ პოკლენი პირველად გამოვიდა სცენაზე ფსევდონიმით – მოლიერი.
1820 – ამ დღეს პარიზის მეცნიერებათა აკადემიამ საბოლოოდ გამოიტანა დასკვნა იმის თაობაზე, რომ პომიდორი არ არის მომწამლავი და მისი საკვებად გამოყენება შეიძლება.
29 ივნისი
1916 – ჰაერში აიჭრა „ბოინგის“ ფირმის პირველი თვითმფრინავი.
1964 – გამოიგონეს ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტი.
30 ივნისი
1792 – პარიზში პირველად აჟღერდა „მარსელოზა“.
1894 – ლონდონში გაიხსნა ტაუერის ხიდი.
1908 – ციმბირში ჩამოვარდა ტუნგუსკის მეტეორიტი.
1 ივლისი
1867 – კანადა გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1877 – გაიხსნა „უიმბლდონის“ პირველი ტურნირი ჩოგბურთში.