კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 განზრახული მკვლელობა

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

ტეიკს ჰილი

​ბილი ჯეიმსი კასკადიორი იყო და მას ჰოლივუდში ყველა იცნობდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მისი სტაჟი ამ სფეროში ოც წელზე მეტს ითვლიდა, მეორეც – ძალიან კარგი ხასიათი ჰქონდა და რეჟისორები სიამოვნებით ამჯობინებდნენ მასთან მუშაობას.  თავისი ხიფათიანი კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრი  ცნობილი ვარსკვლავის დუბლიორად იმუშავა. ურთულესი ტრიუკები ისე მარტივად გამოსდიოდა, რომ ყველა შეეჩვია იმას, რომ შეცდომა არასდროს მოსდიოდა. მშვიდი, გაწონასწორებული, უპრეტენზიო, ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა. ცოტა მეტი ამბიციები რომ ჰქონოდა, იქნებ თავადაც გამხდარიყო ვარსკვლავი, მაგრამ თავისი საქმე უყვარდა და არც სურვილი ჰქონდა, სხვა რამე ეკეთებინა. როცა ბაკ მილერმა თავისი ახალი ფილმის გადაღებაზე მიიწვია, არც უკითხავს, ვინ უნდა შეეცვალა რთული ტრიუკების განხორციელებისას. ჰოლივუდის ყველა იმ ვარსკვლავს იცნობდა, რომლებსაც ვესტერნებში იღებდნენ. ზოგიერთებთან მეგობრობდა კიდეც.  
ჯეი კრეიგი იმ ახალგაზრდა ვარსკვლავების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებთანაც ძალიან  სწრაფად  მოვიდა წარმატება და ამისგან თავბრუდახვეულებმა წარმოიდგინეს, რომ მთელი სამყარო, მათ წინაშეა ვალდებული. როლებს გარეგნობის წყალობით იღებდა. მართლაც რომ, ძალიან მომხიბვლელი და ქალების ნამდვილი გულთამპყრობელი ბრძანდებოდა. თუ ფილმები მისი მონაწილეობით ანშლაგით გადიოდა კინოთეატრებში – სწორედ თაყვანისმცემელი ქალების წყალობით. პროდიუსერებიცა და რეჟისორებიც ახლად გამომცხვარი ვარსკვლავის ხუშტურებს მხოლოდ იმიტომ იტანდნენ, რომ იცოდნენ, ფილმში მისი მონაწილეობა წარმატების მომტანი იქნებოდა, შესაბამისად  – მომგებიანიც.
როცა ბილი გადასაღებ მოედანზე მივიდა, სანამ რეჟისორი ბაკი მის კონტეინერს უჩვენებდა და სცენარს მისცემდა, კასკადიორი უჩვეულო სცენის მოწმე გახდა: ჯეისონ კრეიგი ყელზე ძარღვებდაბერილი უყვიროდა ვიზაჟისტ გოგონას. თან, მაჯაში ხელი ჩაევლო და უხეშად ანჯღრევდა. გოგონას ლოყებზე ცრემლი მოგორავდა. ხმის ამოღება და წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოეხერხებინა. ყოველთვის მშვიდი ბილი წამოენთო, მივიდა, გოგონა ხელიდან გამოგლიჯა და მათ შორის ჩადგა.  ეს სწორედ იმ მომენტში მოხდა, როცა კრეიგი ვიზაჟისტისთვის ხელის გარტყმას აპირებდა. ბილმა, რა თქმა უნდა, დარტყმა აიცილა, ეს მისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა და გვერდზე  გადგა. ჰოდა, აქ მოხდა, რაც მოხდა. მისტერ ვარსკვლავბიჭუნამ თავი ვეღარ შეიმაგრა და სახით ცხენების ნაკელში ჩაემხო. გადასაღებ მოედანს სიცილის ტალღამ გადაუარა და იქვე შეწყდა. რადგან რეჟისორმა თვალები დააბრიალა და იქ მყოფებს ანიშნა, დაიშალეთო. ჯეისონ კრეიგი რამდენიმე დღე თავისი  ფეშენებელური კონტეინერიდან არ გამოსულა. ისეთ კადრებს იღებდნენ, რომლებშიც ვარსკვლავი არ მონაწილეობდა. ბილს თავი არ დაუზოგავს. ყველა აღფრთოვანებული იყო მისი ოსტატობით, განსაკუთრებით ცხენით შესრულებული ტრიუკები გამოსდიოდა. მაყურებელს სუნთქვა ეკვროდა, როცა ცხენს მუცელზე მოექცეოდა, ხოლმე ან დიდი სიმაღლიდან ხტებოდა. მოულოდნელად ჯეი კრეიგმა, პროდიუსერის პირით, რეჟისორს შეუთვალა, რომ კასკადიორის შეცვლა სურდა. არგუმენტად ბილის ასაკი ჰქონდა. თითქოს მისი ხანდაზმულობა და ვარსკვლავის „სინორჩე“  ფილმში თვალშისაცემი იქნებოდა. რეჟისორს – ბაკ მილერს, რომელსაც ყველაზე ჭირვეულ ვარსკვლავებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება ჰქონდა, სიბრაზისგან სახეც კი „გაუმწვანდა“, მაგრამ მოთმინებითა და მოგონილი სიმშვიდით აუფრიალა პროდიუსერს ცხვირწინ კრეიგის ხელმოწერილი ხელშეკრულება. ბილი უშფოთველად და მშვიდი ღიმილით ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს და არაფერში ერეოდა. ერთ დილით, კი კრეიგმა იკადრა, დანარჩენებთან ერთად ესაუზმა. ბილსაც თავისი კეთილგანწყობა უჩვენა. ყოველ შემთხვევაში, კონფლიქტი მათ შორის არ წარმოშობილა.  არც ბოლო სცენაში მონაწილეობაზე უთქვამს უარი, ბილთან ერთად.  ბაკ მილერმა შვებით ამოისუნთქა, მაგრამ ერთი ცუდი ამბავი მაინც მოხდა. საღამოს, როცა მთელი გადამღები ჯგუფი ქალაქში, კლუბში წავიდა გასართობად, ბილი კი, თავის კონტეინერთან  იჯდა და ლუდს წრუპავდა, მასთან აქოშინებულმა მეჯინიბემ მიირბინა და უთხრა, რომ მისი საყვარელი ცხენი სიკვდილის პირას იყო. ყველამ იცოდა, რომ  ბილი ჭკუას კარგავდა თავის ცხენზე. ოქროსფერი ულაყი უკვე ათი წელია, უწევდა პარტნიორობას ურთულეს ტრიუკებში და ერთხელაც არ გაუმტყუნებია პატრონისთვის.
– ტორინი ვეღარ გადაარჩინეს. ვეტერინარმა ხელი ჩაიქნია და თავი სინანულით გადააქნია.
– ძალიან ვწუხვარ, ბილი. მაგრამ ვერაფრით დავეხმარე. მართალია, ხანდაზმული იყო, მაგრამ სიბერით არ მომკვდარა, ბევრი ჭამისგან კუჭი გაუსკდა.
ბილი სიბრაზისგან გამწვანდა. ბაკი – რეჟისორი, მიხვდა, რომ საქმე ცუდად იყო და ცხენების მომვლელს მიუტრიალდა
– სტივ, ეს რა გააკეთე?
– მე? არაფერი სერ, ზედმეტი საკვები არ მიმიცია, როგორც ყოველთვის, დილითაც ჩვეულებრივი ულუფა მივეცი.
ბილის აღარაფერი უთქვამს. ცხენს თავზე ხელი გადაუსვა და დაღვრემილი იქაურობას გაეცალა. ვიზაჟისტმა გოგონამ მას თავლაში მიაგნო. ხელში ტორინის აღჭურვილობა ეჭირა, თვალები დაწითლებული და ნამტირალევი ჰქონდა.
– მისტერ ბილი, თქვენ  მე გამომესარჩლეთ და არ შემიძლია, არ გითხრათ, რაც დავინახე. შუადღისას ცხენების სადგომთან ჯეისონ კრეიგი შევნიშნე, ხელში ცარიელი ტომარა ეჭირა.
– გმადლობ, მეგი, შენ მხოლოდ დაადასტურე ჩემი ეჭვები.
საღამო ჩვეულებრივად გაგრძელდა. არც დილით მომხდარა რაიმე განსაკუთრებული. რეჟისორი ბაკი თავიდან ნერვიულობდა, იმ დღეს ბოლო სცენას იღებდნენ, რომელშიც საშუალო სირთულის ტრიუკი კრეიგს კასკადიორის დახმარებით უნდა შეესრულებინა. ბილი გარეგნულად სრულიად მშვიდი ჩანდა. არანაირი აღელვება და შფოთვა არ ეტყობოდა. ბაკიც დაწყნარდა. მთელი გადამღები ჯგუფი სრულ მზადყოფნაში იყო. ტრიუკის მთელი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ მთავარი გმირი, მეტოქესთან – კასკადიორთან ჩხუბის დროს სახლის სახურავიდან უნდა გადმოვარდნილიყო – 50 ფუტის სიმაღლიდან. მართალია, ქვემოთ დამცავი ლეიბი დახვდებოდა, მაგრამ კასკადიორს მისი სხეულისთვის საჭირო მიმართულება უნდა მიეცა და დაცემის მთავარი სიმძიმეც საკუთარ თავზე აეღო.
ბილი ყოველთის ამბობდა, რომ ტრიუკის წარმატებას განაპირობებს სიზუსტე. არცერთი მცდარი მოძრაობა, არცერთი ზედმეტი სანტიმეტრი და ცდომილება. ბილის იღბლიანობის მთავარი პირობა ის იყო, რომ არასოდეს დაუშვია შეცდომა.  ბევრს ფიქრობდა და ყველა დეტალს დიდი სიზუსტით გეგმავდა. იმ დილით, როცა სახურავიდან ვარდებოდნენ, სულ ოდნავ შეატრიალა სხეული. მხოლოდ თვითონ იცოდა, რა მოხდებოდა ამ შემობრუნებით. მაგრამ ჯეისონ კრეიგმაც იგრძნო, რა ელოდა. თვალებში არანორმალური შიში ჩაუდგა და განწირული მოებღაუჭა კასკადიორს. მაგრამ მას ეს უკვე აღარ უშველიდა...
როცა დაეცნენ ვარსკვლავის თავი ლეიბის მიღმა აღმოჩნდა.  კასკადიორი კი ზემოდან დაეცა მთელი სიმძიმით. ტრავმა საბედისწერო აღმოჩნდა. ჯეისონ კრეიგის ვარსკვლავი სამუდამოდ ჩაესვენა. მას შეიძლებოდა ეცოცხლა, მაგრამ ინვალიდის სავარძლიდან ვეღარასოდეს ადგებოდა.
ბილი ჯეიმსს მეტად აღარ უთამაშია ფილმებში. მან თავისი სათქმელი უკვე თქვა...

скачать dle 11.3