№26 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1999 წლის 8 აგვისტოს. რომელი სფეროა ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი და ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყანაში მელის წარმატება?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის გარკვეულ წინაღობებთან იქნება დაკავშირებული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ წინაღობებს ვერ გადალახავთ. რაც შეეხება ქვეყნებს, თქვენთვის კარგია: ინგლისი, დანია, სირია, ავსტრალია, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, რუსეთიდან კი, მოსკოვი. პროფესიებიდან კარგია და თქვენთვის წარმატების მომტანი: სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, სამეცნიერო კვლევა, სამხედრო სტრუქტურები, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, გასართობი სფერო – კაზინო, რესტორნები, ატრაქციონები, ლატარია და ასე შემდეგ; ასევე, საიუველირო ბიზნესი, დიზაინი, მოდელირება, არქიტექტურა. ყველა ამ პროფესიაში წარმატების მიღწევის დიდი შანსი გაქვთ.
კითხვა: დავიბადე 1987 წლის 22 ოქტომბერს, დილის საათებში. რომელი პროფესიაა ჩემთვის კოსმიურად მისაღები?
პასუხი: თქვენთვის მისაღებია ფოტოგრაფია, იურისპრუდენცია, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, კონტროლის პალატა, საგადასახადო საქმე, საბანკო, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, პედაგოგიკა, მედიცინა და მათ შორის, არატრადიციული მედიცინაც.
კითხვა: დავიბადე 1996 წლის 7 დეკემბერს, საღამოს. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და კარგია თუ არა იქ საქმიანი კონტაქტების დამყარება. რომელ პროფესიებში ვიქნები მეტად წარმატებული?
პასუხი: უცხოეთიდან საქმიანი კონტაქტები თქვენთვის ცუდი არ არის, თუმცა არც დიდი წარმატების მომტანია. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლატვია, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთი, კუნძული კრეტა, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვირჯინიის შტატი, ასევე, შვეიცარიის ჩრდილოეთი, თურქეთის დასავლეთი, ბელორუსია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, მექსიკა, ალბანეთი, სირია და მაკედონია. პროფესიებიდან კი მეტი წარმატების მომტანია თქვენთვის: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სპექტრი; სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია; ტურიზმი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე; პოლიტიკის ფართო სპექტრი, სამართლებრივი და სამხედრო სტრუქტურები, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა, უშიშროების სფერო.