კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ცოდვად ჩამეთვლება თუ არა ღმერთს ვთხოვო, რომ დასაჯოს ჩემი შეურაცხმყოფელები?
პასუხი:
ნუ სთხოვთ უფალს თქვენი შეურაცხმყოფელების დასჯას. სხვისთვის ნუ ისურვებთ იმას, რასაც არ უსურვებთ საკუთარ თავს. თუ ვინმემ გაწყენინათ, შეურაცხყოფა მოგაყენეთ, მიენდეთ უფლის ბრძნულ განგებულებას – მან უკეთ უწყის, თუ როგორ უნდა მიაგოს შეურაცხმყოფელებს.
კითხვა: დასაშვებია თუ არა პანაშვიდის დროს სამგლოვიარო მელოდიის გაჟღერება?
პასუხი:
ტრადიციულად, ქრისტიანული დაკრძალვის დროს იკითხება „ფსალმ უნები“ და იგალობება საგალობლები. ათეიზმის დროს, როდესაც ადამიანები ეკლესიას დაშორდნენ, წესად შემოიღეს პანაშვიდებზე კლასიკური მუსიკა ან ქალაქური ფოლკლორი, რაც კავშირში არ არის მართლმადიდებლობასთან.
კითხვა: როდის არის ლოცვისთვის საუკეთესო დრო?
პასუხი:
როგორც თეოფანე დაყუდებული წერს: „ღამე ყველაზე უკეთესი დროა ლოცვისთვის, განსაკუთრებით შუაღამე“. ხოლო, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „უფალი განსაკუთრებულ წყალობას გამოიმეტებს ღამეული მლოცველებისთვის“.
კითხვა: კეთილი საქმეა თუ არა სესხის გაცემა?
პასუხი:
სესხის გაცემა, რა თქმა უნდა, კეთილი საქმეა, რადგან სესხი – მეორე ჩუქებაა. სესხის არგამცემელი დაისჯება ადამიანების მიმართ არასათნომყოფობის გამო. თუმცა, მოწყალების გაღებაშიც გონიერებაა საჭირო, რადგან მაგალითად, არ უნდა ასესხო ლოთს, რომელიც სასმელს იყიდის და ცოდვაში ჩავარდება.
კითხვა: ცოდვაა თუ არა მთავრობისმოყვარეობა?
პასუხი:
მთავრობისმოყვარეობა არის ადამიანის დიდი სურვილი, მოიპოვოს ძალაუფლება. ეს სურვილი, ძირითადად, უჩნდებათ საამისო უნარის არმქონე ადამიანებს. მათ არ აქვთ კეთილი განზრახვა – სარგებლობა მოუტანონ ხალხსა და საქმეს. მათ ამოძრავებთ მხოლოდ უგუნური მიზანი – დაიკმაყოფილონ სიამაყე, ანგარება, პატივმოყვარეობა. ასეთი ადამიანები ხშირად ძალაუფლების მოპოვებისკენ მიისწრაფვიან ქვეძრომით, გავლენიან პირთა მფარველობის მეშვეობით და სხვა მდაბალი ხერხებით.скачать dle 11.3