კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 სულიერი ცხოვრების შესახებ

„როდესაც ვინმე მწუხარებისგან გათავისუფლდება, მაშინ მის გვერდით ნებისმიერი ადამიანი ისვენებს.
***
თავდაპირველად ადამიანი საკუთარ თავს მთლიანად ღმერთს უძღვნის, შემდეგ კი, უფალი მას განწმენდს და უკან აბრუნებს. როცა კაცს სწამს, რომ ყველაზე უარესია, მაშინ ერთი ამონათქვამი – „უფალო, შეგვიწყალენ“, რომელსაც ის სამყაროსთვის წარმოთქვამს, სხვის ათასგზის ამავე ამონათქვამს უდრის.
***
მოდი, ღმერთს რთულ მდგომარეობაში ნუ ჩავაყენებთ. ის მთლიანად სიყვარულია. მას არ სურს, უბედურებს გვხედავდეს. ჩვენ კი მაინც რას ვაკეთებთ? თუ ის უხვად გვიბოძებს მადლს, გავამაყდებით. თუ არ მოგვცემს, უბედურები ვიქნებით და იმედს წარვიკვეთთ.
***
რა არის ერი? – ჩხარუნები, ამაოება. დემონი მართავს ამაოებით, საერო საქმეებით. ის, ვინც თავისი გული ამაოებას უბოძა, დემონის ძალაუფლებაშია და ამას ვერც კი ხვდება. დემონს არა აქვს ხელისუფლება სამყაროზე: ის მართავს მათ, ვინც საერო საზრუნავითაა დაკავებული. ადამიანმა უნდა მოარიდოს თავისი გული საეროსა და ამაოებას; მაშინ მისი გულიც თავად, შრომისა და სიძნელის გარეშე მიდის ქრისტესთან.
***
ღმერთს შეუძლია, მთელი სამყარო ნახევარ წამში მოაქციოს რწმენაში. საკმარისია, ერთი ხმამაღლა შემოუძახოს: „ან შეინანეთ, ან ახლა რიხტერის შკალით 12-ბალიან მიწისძვრას მოგიწყობთ!“ და ნელ-ნელა დაიწყება... მაგრამ ამას აზრი არ აქვს. სამყაროს მანკიერებები ახასიათებს და ის პრობლემებს სასუფეველშიც კი ქმნის. ამ ცხოვრებაში გამოცდებს გავდივართ. ჩვენ ჩამოვიშორებთ მანკიერებებს და ზეცისკენ მივემართებით. რამხედა მადლია ადამიანისთვის, რომ ღმერთი მისადმი სიყვარულს ავლენს! არ არსებობენ ისეთი მასწავლებლები, რომელთანაც გამოცდის ჩასაბარებლად ერთხელ გახვალ, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ და ბოლოს არ გამოგაგდონ. იქ კი, უფლება გაქვს, გამოცდები სიკვდილამდე აბარო.
***
როცა ადამიანი ხვდება, რომ მისი საკუთრება მხოლოდ ცოდვებია, მაშინ ღმერთი ყოველივე საჭიროს უბოძებს. როცა ადამიანს ეს არ ესმის, უფალს რთულ მდგომარეობაში აყენებს. საშინელი საქმეა! თუ ღმერთი რაიმე ნიჭს უბოძებს, მას ბოროტებისთვის გამოიყენებს, რამეთუ ბედკრული ჩათვლის, რომ თავად წარმოადგენს რაიმეს. თუ არანაირ ნიჭს არ უბოძებს, ეს ადამიანი მაინც უბედური იქნება. როგორ მოიქცეს ღმერთი? უბოძოს – ზიანს მიაყენებს, არ უბოძოს – თავად განაწყენდება. როგორც კი, კაცი მიხვდება, რომ მისი კუთვნილება მხოლოდ ცოდვებია, დანარჩენი კი უფლისაა, მაშინ უკვე ღმერთი გამუდმებით უბოძებს ყოველივე საჭიროს, როგორც მამა, რომელიც ერთადერთ შვილს უბოძებს იმას, რაც მისი ყოველდღიურობისთვის აუცილებელია.
***
ლოცვით ვერ შევცვლით იმას, რაც ქრისტემ განსაზღვრა, მაგრამ უფალი ბრძანებდა: ილოცევდით, რათა იყოს დღე და არ დადგეს ღამე, რათა მოვიდეს გაზაფხული და ზამთარი არ იყოს. ლოცვით ბოროტება მცირდება.
***
როდესაც ცდილობთ, დააუნჯოთ გონება და გულში ილოცოთ სხვებისთვისაც კი, ეს შინაგანი მცდელობაა. როცა სხვის ტკივილს გაითავისებ, არანაირი განსჯა საჭირო არ იქნება, გული გეტკინება და ლოცვაც გულითადი გაგიხდება. შენი ლოცვა სნეულს მხოლოდ მაშინ შეეწევა, როცა ის მოისურვებს, უკეთესი გახდეს.
***
იპოვეთ გამოცდილი მოძღვარი, რათა მიმართულება მოგცეთ. შემდეგ მორჩილებაში იყავით და აღასრულეთ ის, რასაც გეუბნებიან. გულმოდგინებდეთ, მაგრამ წაკითხულს თავად ნუ განმარტავთ. თქვენს მოძღვარს ჰკითხეთ“.
ბერი პაისიскачать dle 11.3