კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 საეკლესიო ბეწვის ხიდი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ეს ცოდვილი სამყარო ისე აირია, რომ არც ერია მშვიდად და ვერც ბერი. რაკი არ (თუ ვერ) არიან, მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის მორიგი დაპირისპირება გამწვავდა: არაა გამორიცხული, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი დადგეს განსახილვევლად (მოგეხსენებათ, უკრაინის ეკლესიის დიდი ნაწილი მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება, ნაწილი გამოეყო და დამოუკიდებლობას, ანუ ავტოკეფალიას მოითხოვს, ნაწილი კი კათოლიკურია).
ცხადია, ამ განხილვისას თითოეული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და ჩვენს ეკლესიასაც მოუწევს არჩევნის გაკეთება, თუმცა არჩევანი დიდი არ გვაქვს: თუ საქართველოს ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ანუ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბანაკში აღმოჩნდება (რომელსაც, ასევე, უჭირავს თვალი აფხაზეთისა და ცხინვალის ეპარქიებზე, ცხადია, მიერთებისა და მათი ავტოკეფალიის ცნობის მიზნითაც), მოსკოვის საპატრიარქო საპასუხოდ ან აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის ეპარქიებს ავტოკეფალიურებად, ან მიიერთებს (იცით, რომ რუსეთის მიერ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების ცნობის მიუხედავად, მოსკოვის საპატრიარქო ცხივნალისა და აფხაზეთის ეპარქიებს აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში).
მეორე მხრივ, გვიან შუა საუკუნეებში სწორედ კონსტანტინოპოლის (იმჟამინდელმა) პატრიარქმა მიჰყიდა (როგორც წყაროები იუწყება) რუსეთის ეკლესიას დიპტიქში მეხუთე ადგილი (რომელიც საქართველოს ეკლესიას ეკუთვნოდა, მაგრამ იმხანად დასუსტებული იყო) და ჩვენი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფელიას მართლმადიდებელი სამყარო მეოცე საუკუნიდან აღიარებს (მეათე ადგილის მიდამოებში ვართ დიპტიქში), ცხადზე უცხადესია, რომ მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქებმა უჩვენოდ უნდა იომონ, მთავარია, არ გამოვიდეს, რომ ჩვენს ხარჯზე!     
скачать dle 11.3