№. "ნიკორას" მრავაწლიანი წარმატება და სასიამოვნო სიახლე
“ნიკორა” ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც საუკეთესო მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება მცირე წარმოებით დაწყებული ბიზნესი მოკლე დროში განვითარდეს და მძლავ ჰოლდინგად ჩამოყალიბდეს. “ნიკორა” დაარსებიდან 20 წლის თავზეც აგრძელებს მომხმარებლზე ზრუნვას და მათი კომფორტისთვის ამჯერად, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ასაწონი ხორცპროდუქტები, მაღაზიათა ქსელში, შეფუთული სახით გამოჩნდა.
ანა კოშაძე, „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: ჩვენი მთავარი მიზანი მუდმივი განვითარება, კვების მრეწველობის უახლესი ტენდენციების გათვალისწინებით, უმღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოება, მომხმარებელზე ზრუნვა და მათთვის ახალი, მრავაფეროვანი პროდუქციის შეთავაზებაა.
-მომხმარებლისთვის სასიამოვნო სიახლეა “ნიკორა”-ს პროდუქციის ე.წ
დაცულ, ატმოსფერულ შეფუთვაში გადატანა, რა უპირატესობა აქვს ახალ
შეფუთვას?
-პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ შეფუთული პროდუქტის ფასი ასაწონი პროდუქციის ფასის იდენტურია. შეფუთული პროდუქციის შეთავაზებით მომხმარებელს ვთავაზობთ მეტ კომფორტს. იზოგება დრო, პროდუქტს აწონვა არ სჭირდება, პრაქტიკულია მისი ტრანსპორტირება. მნიშვნელოვანია, რომ დაცული შეფუთვა უზრუნველყოფს პროდუქტების გემოვნური თვისებების მაქსიმალურ შენარჩუნებას. შეფუთვაში არსებული სპეციალური ატმოსფერო თავად უწყობს ხელს პროდუქციის უსაფრთხოდ შენახვას. გარდა ამისა, მეტად დაცულია გარეშე ზემოქმედების ფაქტორებისგან (გამორიცხავს ადამიანის ხელის ზედმეტ ჩარევას).
-რომელი პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი ახალი შეფუთვით და როგორ მიიღო მომხმარებელმა სიახლე?
-სოსისი რძიანი, ივერია, სპეც ივერია, ბავარიული სარდელი იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რისი შეძენაც ახალი შეფუთვითაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხანია რაც ჩვენი პროდუქტების ნაწილი ახალი ფორმით გამოჩნდა „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელში, მომხამარებელში მათ კომფორტზე მორგებული შეფუთული პროდუქტი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეტაპობრივად, „ნიკორას“ თითქმის მთელი
ასორტიმენტის შეფუთვაში გადატანა იგეგმება.
-თქვენი აზრით, რატომ აკეთებს მომხმარებლის დიდი ნაწილი სწორედ “ნიკორას” ხორცპროდუქტებზე არჩევანს?
-სტაბილურ და საიმედო ხარისხთან ერთად, „ნიკორას“ ხორცპროდუქტების დიდი უპირატესობა გემოების მრავალფეროვნებაშია: კლასიკური, პიკანტური, ნაკლებად ცხარე ან უფრო მძაფრი, მდიდარი გემოები ჩვენს პროდუქციას განუმეორებელს ხდის. არჩევანი იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ ყველას შეუძლია თავის ფავორიტ პროდუქტსა თუ გემოს მიაგნოს. კომპანია პერმანენტულად მუშაობს ახალი პროდუქციის შექმნასა თუ მიწოდების ფორმების დახვეწაზე.
-როგორ მიიღება იდეალური გემო და ხარისხის კონტროლის რა გზას გადის "ნიკორას" ხორცპროდუქტები?
-პროდუქციის დამზადებისას გადამწყვეტ როლს ნედლეული თამაშობს, რასაც „ნიკორა“ მსხვილი საერათორისო კომპანიებისგან იძენს, რომლებსაც თავიანთი პროდუქცია ევროპასა და ამერიკაში შეაქვთ. ხორცპროდუქტების რეცეპტურის შემუშავებაზე კვალიფიციური ტექნოლოგები მუშაობენ. გემო, რომელიც ასე უყვარს ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, წლიდან წლამდე იხვეწებოდა და დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ნიკორას“ საკუთარი ხელწერა აქვს და მის პროდუქციას იოლად ამოიცნობთ. კომპანიის საწარმოში მოქმედებს ლაბორატორია, სადაც ჯერ- ნედლეული, შემდეგ კი მზა პროდუქტი გადის შემოწმებასა და ხარისხის უმკაცრეს კონტროლს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წარმოების პროცესი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ასევე უმკაცრესი დაცვით მიმდინარეობს. რასაკვირველია, უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, გამოცდილი და პროფესიულად მუდმივად მზარდი კადრები.
-როგორია "ნიკორას" წარმატების 20 წლიანი ისტორია?
-საამაყოა ის, რომ ქართული კომპანიის მიერ 20 წლის წინ დაწყებული მცირე ბიზნესი ისე გაფართოვდა და გაიზარდა, რომ დღეს, საქართველოში, კვების ინდუსტრია „ნიკორას“ პროდუქციის გარეშე წარმოუდგენელია. 10-ზე მეტი დასახელების ბრენდი, 500-ზე მეტი დაასახელების საკუთარი წარმოების პროდუქტი, 230 სუპერმარკეტი, 4500-ზე მეტი დასაქმებული, მილიონობით ბიუჯეტში შეტანილი თანხა - ამ მშრალი სტატისტიკური მონაცემების უკან “ნიკორას” ძალიან საინტერესო, დინამიური, ექსპერიმენტებით სავსე განვლილი წარმატებული ცხოვრებაა. ისტორია გრძელდება. ყოველდღიურად, აქ დასაქმებული ადამიანები მუშაობენ, რომ მომხმარებელს კიდევ მეტი სიახლე, მეტი არჩევანი შესთავაზონ.