კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რამ ჩააგდო დეპრესიაში სოფო ბათილაშვილი, რატომ იყო ის თვითგვემაში და ვისთან ერთად აპირებს ბიონსეს კონცერტზე წასვლას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„მხოლოდ ქართულის“ პირველი გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი გახდა. მას მომავლის გეგმებზე, წარმატებით გამოწვეულ ემოციებზე, კრიტიკაზე და უკან მოტოვებულ რთულ პერიოდებზე ვესაუბრეთ.
სოფო ბათილაშვილი: „ბერკლი“ ჩემი ოცნება იყო, რომელიც ამ პროექტმა ამისრულა. საზაფხულო სკოლაში ვისწავლი. მინდა, მომავალ წელს უფრო გააზრებულად და დამშვიდებულად წავიდე. სხვათა შორის, ბიონსეს კონცერტზეც ძალიან დიდი ხანია, ვოცნებობ, მაგრამ არ ვიცი, ამის შესახებ საიდან გაიგეს, მე არსად მითქვამს. აღარაფერს ვამბობ ბინაზე, ათი ათას ლარზე და კიდევ ბევრ საჩუქარზე. კონცერტზე მე და ქრისტინე ჯაფარიძე მივდივართ. ორკაციანი საგზური მაჩუქეს და გადავწყვიტე, ქრისტინე წამეყვანა. სამწუხაროდ, პირველ ლაივზე გამოეთიშა პროექტს და ძალიან დიდი უსამართლობის განცდა დამრჩა.
– როგორია შენი ემოციები?
– ემოციები შიგნით ფეთქდება, მაგრამ გარეგნულად ვერაფერს გამოვხატავ. მოლოცვების წერილებს რომ ვკითხულობდი, თვალზე ცრემლი მადგებოდა, მაგრამ ვერ ვტიროდი. ისეთ რაღაცებს მწერენ, ვხვდები, რომ ღირდა ამდენ შრომად. გამარჯვებულად რომ გამოაცხადეს, მე უკვე „გასული“ ვიყავი, გონს ჯერ კიდევ არ მოვსულვარ.
– კონცერტის ბილეთი რომ გაქუჩეს, ყველას ეგონა, რომ კოსტასთან ერთად წახვიდოდი.
– ეს ქრისტინეს ოცნება იყო და ეგრევე ის მომივიდა თავში. ჩემი აზრით, ამ ბილეთს ჩემზე მეტად ქრისტინე იმსახურებდა და ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავტოვებდი. სხვისი გახარებაც რომ შემიძლია, ეგ ყველაზე მაგარი შეგრძნებაა.
– შენი და კოსტას ამბები მომიყევი.
– პირად ამბებზე საუბარს არცერთ ეტაპზე არ ვაპირებ, იმის მიუხედავად, ხდება თუ არა რამე. არ მინდა, ეს უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე ის, რასაც სამომავლოდ გავაკეთებ.
– თუმცა, პროექტიდან, თქვენი ურთიერთობიდან შეინიშნებოდა, რომ თითქოს ერთად ხართ, მაგრამ მალავთ.
– ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა გვაქვს. არაფერს ვმალავთ. უბრალოდ, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა მეგობარსაც კი ვესაუბრები იმაზე, რაც ძალიან ჩემია, მით უმეტეს, დიდი პუბლიკის წინაშე, თორემ „მალვა უნდა“ და მსგავსი პათეტიკები შორსაა ჩემგან.
– დიდ დადებით მუხტთან ერთად, იყო უარყოფითი კომენტარებიც და ამის შესახებაც მაინტერესებს შენი აზრი.
– კი, მეც წავიკითხე. ჯანსაღმა კრიტიკამ მომიყვანა აქამდე და შემიძლია, ამის მოსმენა, რადგან ჩემი ნამღერი არასდროს მომწონს. ხანდახან იმდენად თვითკრიტიკული ვარ, ვკომპლექსდები და ეს ხელს მიშლის, მეუბნებინ ხოლმე: გაჩერდი, ნუ ებრძვი საკუთარ თავს, არ შეიძლება ეგრე, დაითრგუნებიო. ასე რომ, ისეთს ვერაფერს დამიწერენ, რაც მე არ მითქვამს ჩემი თავისთვის. უფრო მუსიკოსები მეუბნებიან ხოლმე, ისეთ რამეს, სუფთა პროფესიული თვალსაზრისით, რაც მე არ მიფიქრია. თუმცა სიტყვის თავისუფლებას გაუმარჯოს და არავის აზრი არ გამანაწყენებს. არაადეკვატური კომენტარებიც იყო, მაგალითად, უსმენოაო. ფაქტია, რომ სმენა მაქვს, მაგრამ ასეთად დავიბადე, ჩემი დამსახურება არაა და ამისთვის მადლობა ღმერთს. მგონია, ასეთ კომენტარებს, იუმორით წერენ, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, არა უშავს. მე ხომ არ ვიცი, იმ ადამიანს იმ მომენტში როგორი ემოციური ფონი აქვს. შეიძლება, დიდი იმედგაცრუება განიცადა. მეც მქონია მომენტი, როცა ადამიანებში სულ ნაკლს ვეძებდი, მერე მივხვდი, რომ ასეთი დამოკიდებულებით ცხოვრება ძალიან დიდი სისულელეა, ამით მხოლოდ ჩემი თავი დავაზიანე.
– საბა რომ რაღაცნაირად დაიჩაგრა, ამას ბევრი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ავთანდილ კემულარია წერდა: საბას გარდა ყველა მისი კონკურენტი ჰყავდათ გადაცემებში, სოფოს სიმღერები დაასპონსორეს, „ფეისბუქზე“ ფული გადაიხადეს და „რუსთავი 2-ის“ დირექტორი აპიარებდაო.
– საბაზე მეც ძალიან მეწყინა. ამ ყველაფერს რაც შეეხება, პირადად ჩემთვის თითქმის ყველას დასპონსორებული ვიდეო ამოუგდია „ფეისბუქს“ პროექტის ბოლო ეტაპზე. გაპიარებაზე კი მინდა ვთქვა, თუ გინდა ხუთმა გვარამიამ გაპიაროს, მასიურად სიმღერის მოსმენას ხალხს ვერავინ დააძალებს, ჩემი აზრი ასეთია. მეც ძალიან ბევრი გულშემატკივარი მწერდა, რატომ გბლოკავენ, შენთან არ ირეკებაო – უამრავი ასეთი შეტყობინება შემომდიოდა. თუმცა, ძალიან მერიდება ამ ყველაფერზე საუბარი.
– კიდევ ერთი ფოტო გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ შენი ნომერი, ერთ-ერთ გადაცემაში ინტერაქტივის ნომრადაა მითითებული, ანუ იქ შესული ზარებით გაუზარდეს სოფოს ხმებიო.
– მეც ვნახე, მაგრამ ეს ნომერი მე ხომ არ მეკუთვნის. ხმის მიცემა მაშინ იწყება, როცა წამყვანები აცხადებენ, რომ ლაივრეჟიმში ეს პროცესი დაიწყოო. დილით ვინ გამოიყენებს ამ ნომერს, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ეს ზარი სხვაგან ფიქსირდება. ჩემი აზრით, ლოგიკურად ასეა და მაინც ჰკითხეთ პროფესიონალებს. ლაივამდე შეიძლება ვინმე მირეკავს, მაგრამ ეს ზარი სხვაგან ფიქსირდება, მაგალითად, ამ გამოკითხვაში.
– მტკივნეული არაა, ამ ყველაფრის მოსმენა?
– შეიძლება, თავიდან გული დაგწყდეს, თქვა, ამდენი ვიშრომე და მაინც კრიტიკა დავიმსახურეო, მაგრამ ორი წუთის შემდეგ ხვდები, რომ კომენტარს იმიტომ კი არ გიწერენ, რომ გაითვალისწინო და გამოასწორო, უბრალოდ, უნდათ, გული გატკინონ. თუმცა დაახლოებით მესმის მათი ავტორების. მეც მქონია დეპრესიული მომენტები, როცა საერთოდ არაფერის სურვილი არ მქონდა და მსგავსი აზრები მიჩნდებოდა.
ეს შენი ცხოვრების ყველაზე მაგარი ეტაპია, მაგრამ, ალბათ აქამდე იყო მტკივნეული მომენტებიც, თან, რამდენჯერმე გაუსვი ხაზი, რომ შენც ბევრჯერ ყოფილხარ დეპრესიულ მდგომარეობაში.
– მინდა, რომ ჩემი პატარა გამოცდილება სხვისთვის მოტივაცია იყოს, ამიტომ არასდროს დავმალავ იმ წარუმატებლობებს, რომელიც მქონდა. ამ პროექტში გამარჯვებამდე, რამდენიმე პროექტში ვმონაწილეობდი. პირველი იყო „ვოისი“, სადაც პრეკასთინგიც კი ვერ გადავლახე, მერე იყო „X ფაქტორის“ პირველი სეზონი, აქაც ვერ გადავლახე პრეკასთინგი. მეორედ გავედი „X ფაქტორზე“ და მაშინ უკვე ნახევარფინალიდან გამოვვარდი. მივხვდი, რისი თქმაც მინდოდა ჩემი სიმღერით, საერთოდ ვერ შევძელი. არცერთი ლაივი არ მქონდა, რომლითაც ვიამაყებდი, ამან საოცარ დეპრესიაში ჩამაგდო. ძალიან ცუდად ვიყავი. ყველაფერი ვცადე და მაინც რატომ არ გამომივიდა-მეთქი, ვფიქრობდი და ეს ყველაზე მტკივნეული იყო. ამან საკუთარი თავის რწმენა დამაკარგვინა. მერე სკოლაში მივედი და ერთი წელი ჩაგდებული რომ მქონდა, საერთოდ ვეღარაფერს ვიგებდი, მერე მეგობრებთან ამერია ურთიერთობა და ძალიან დიდი ხანი დამჭირდა, რომ ჩემი თავი მეპოვნა. 15 წლის პოპულარული გავხდი და „თავში ავარდნის“ მომენტები დამეწყო, რაც ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. მერე ვფიქრობდი, ეს როგორ დამემართა-მეთქი და თვითგვემაში ჩავვარდი, თავი ძალიან ცუდი ადამიანი მეგონა. ვფიქრობდი, რომ მეგობრებსაც არ ვიმსახურებდი და ყველასთან გავწყვიტე ურთიერთობა. სკოლაში ჩემი მერხი უკან მიმქონდა და სულ მარტო ვჯდებოდი, მშობლებთანაც სულ ვჩხუბობდი და საერთოდ, ყველას მიმართ აგრესია მქონდა. ან საერთოდ არ ვიღებდი ხმას, ან ძალიან ცუდად ვიქცეოდი. ამან გამოიწვია ღამეების თენება, უძილობა, მერე წონაში მატება, მეხსიერების პრობლემები, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი დამთავრდა და ჩემი თავი ვიპოვე. ბევრ რამეზე მქონდა ხელი ჩაქნეული, მაგრამ მუსიკამ მაინც არ მომასვენა და იმ სამი წლის განმავლობაში, რომელიც სახლში, თვითგვემაში გავატარე, განათლებასაც ვიღებდი, საკუთარ თავზეც ბევრი ვიმუშავე და ეს დამეხმარა ამ სიტუაციიდან გამოსვლაში. მერე მეგობრებთან და მშობლებთან აღვიდგინე ურთიერთობა, რამაც მაშინვე გამითბო გული და მუსიკაც დაბრუნდა ჩემთან. ეს, დაახლოებით, ერთი წლის წინ მოხდა. ძალიან მტკიცე ღირებულებები ჩამომიყალიბდა, რომელიც არანაირ წარმატებად არ მიღირდა. მივხვდი, რომ კარიერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ადამიანური ურთიერთობებია. როცა დამთავრდა ცაში ფრენის ეტაპი, მიწაზე ძალიან ცუდად დავენარცხე. ახლაც მიწაზე ვარ, მაგრამ უკვე, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ფრენა აღარ მინდა, რადგან როგორც კი რეალობას გავექცევი, მუსიკასაც დავშორდები და იგივე მოხდება, რაც წლების წინ. ამ გამოცდილების შემდეგ, კიდევ ერთ პროექტში გამოსვლა ყველაზე დიდი შიში და საკუთარ თავთან ბრძოლა იყო. მეშინოდა, რომ შეიძლებოდა, ხალხს საერთოდ არ მივეღე.
скачать dle 11.3